„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

ამბები

3 ივნისი 15:55, 2020 წელი

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში უკიდურესად გაჭირვებულ 128 შშმ პირსა და მარტოხელა ხანდაზმულს გადაეცა პირველადი  მოხმარების პროდუქტები და სურსათი.

„ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად მოხალისეობრივად მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ვე ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი, ზემო სვანეთის ლაგი დაფუძნებულია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ENPARD III მესტიის ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია „ქეა ავსტრია“ და „პი-ემ-სი“ კვლევითი ცენტრი ახორციელებენ, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანია ზემო სვანეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი საზოგადოების დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა.

საქველმოქმედო აქცია ზემო სვანეთში გლობალური პანდემიის ფონზე აპრილში დაიწყო და 180-მდე შემომწირველის დახმარებით უკიდურესად გაჭირვებულ 128 შშმ პირსა და მარტოხელა ხანდაზმულს გადაეცა პირველადი  მოხმარების პროდუქტები და სურსათი. „ვისოლი“ საქველმოქმედო აქციის მეორე ეტაპს შეუერთდა.

„შშმ პირები, მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანები, მარჩენალდაკარგულები და სოციალურად დაუცველები COVID-19 ვირუსის გავლენით დაზარალებულებს შორის ყველაზე მაღალი რისკჯგუფები არიან.  მათ, სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილებისა და პროდუქტებით მომარაგების პრობლემებიც აქვთ. შესაბამისად, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მოხალისეების ინიციატივა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მოხარულნი ვართ, რომ „ვისოლის“ მცირე ძალისხმევით ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს მხარდაჭერას,  პირველადი მოხმარების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს მიიღებენ“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

პანდემიის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში „ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის მერიასთან, წითელ ჯვართან და სამოქალაქო მოძრაობა „მეგობართან“ ერთად განხორციელებული საქველმოქმედო აქციებით რამდენიმე ათასი სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცის, შშმ პირისა და მრავალშვილიანი ოჯახის მომარაგება შეძლო თბილისის მასშტაბით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?