როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ამბები

2 ივლისი 17:26

  • ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება
  • ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში „ევროპაბეთი“ და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონულ ონლაინ ჩემპიონატს მართავენ. ეს არის პირველი შემთხვევა რეგიონში, როდესაც მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიებას ონლაინ პლატფორმა მასპინძლობს. 


რეგიონულ ონლაინ ჩემპიონატში მონაწილეობა, რომელიც 26 ივლისს europebet.com-ზე დაიწყება და მისი საპრიზო ფონდი 50 ათასი ლარია, შესაძლებელია როგორც უფასო ბილეთის მოპოვებით, ისე ფასიანი რეგისტრაციით. საკვალიფიკაციო პირველობები სტარტს 5 ივლისიდან აიღებს და ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდება. 


რეგიონულ ონლაინ ჩემპიონატში მოხვედრის ერთ-ერთი გზა ყოველდღიურ სატელიტ ტურნირებში გამარჯვებაა, სადაც, ჯამში, 63 უფასო ბილეთი გათამაშდება. უფასო ბილეთის მოპოვება, ასევე, შესაძლებელია ლიდერბორდებში საპრიზო ადგილებზე მოხვედრით, სადაც, ჯამში, 20 ბილეთი გათამაშდება. სულ, ტურნირზე მოხვედრის 3 სხვადასხვა გზა არსებობს:



  • ყოველდღიურ სატელიტ ტურნირებზე რეგიონული ჩემპიონატის, ჯამში, 63 უფასო ბილეთი გათამაშდება 

  • ქეშ მაგიდებისა და სპინ თამაშების 2 დამოუკიდებელ ლიდერბორდში რეგიონული ჩემპიონატის, ჯამში, 20 უფასო ბილეთი გათამაშდება 

  • ბაი-ინით რეგისტრაცია, 5 ივლისის 00:00 საათიდან ტურნირის დაწყებამდე ნებისმიერ დროს, შესაძლებელია 100 ლარად



რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი, რომელიც ოლიმპიური სისტემით გაიმართება, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციისა და „ევროპაბეთის“ თაღლითობის კონტროლის დეპარტამენტის მკაცრი ზედამხედველობით ჩატარდება და მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა სამართლიან თამაშს. არასამართლიან თამაშში შემჩნეული მოთამაშე გათამაშებიდან მოიხსნება.


„სამართლიან თამაშსა და უსაფრთხოების სისტემას მაქსიმალურად გავაკონტროლებთ. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელშიც, ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, „ევროპაბეთის“ ტექნიკური პერსონალიც შევა. მონაწილის საეჭვო თამაშის შემჩნევის შემთხვევაში, სპეციალური პროგრამით ტესტირების შედეგად, დავადგენთ, საქმე უნებლიე შემთხვევასთან გვაქვს თუ განზრახ ქმედებასთან“, - აცხადებს საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი რევაზ ცხოვრებაშვილი.


რეგიონულ ონლაინ ჩემპიონატზე მთავარი მსაჯი საქართველოს სპორტული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბაქარ მათიკაშვილი იქნება. ჩემპიონატზე, ასევე, იმსაჯებენ: იაკობ გარალი (უკრაინის ნარდის ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი), სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები: კარენ სარქისიანი, დავით ტლაშაძე და ვლადიმერ ხარხელაური.


„სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც მოთამაშეები მანიპულაციებს მიმართავენ და მსოფლიო პრაქტიკაში, ასეთ დროს, მოთამაშეს პირველივე ჯერზე დისკვალიფიკაციით სჯიან. ჩვენს ჩემპიონატზე მკაცრი კონტროლი გვექნება. გამოვიყენებთ სპეციალურ პროგრამებს, რომელთა მეშვეობითაც, ავტომატურად დაფიქსირდება მანიპულაციის მცდელობა. მათი გამოყენებით შევამოწმებთ, მოთამაშე ნამდვილად თვითონ თამაშობს თუ რომელიმე პროგრამას იყენებს. ჩემპიონატზე სხვა ტიპის თაღლითობა გამორიცხულია“, - აცხადებს კარენ სარქისიანი.


ჩემპიონატი, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ლარია, 26 ივლისს, 14:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი უკვე 5 ივლისიდან საკვალიფიკაციო პირველობები იღებს სტარტს. პრიზიორებს, სოლიდურ ფულად ჯილდოსთან ერთად, სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცემათ. ყოველი თამაში ¼ ფინალის ჩათვლით იქნება 5 ქულამდე, ½ ფინალებში - 7 ქულამდე, ხოლო ფინალში - 9 ქულამდე. ჩემპიონატის გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს.  

დღის ჰოროსკოპი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სად ვიყიდოთ იდეალური კლიმატი?

ჰაერის დატენიანება და იონიზაცია ეს ის ტერმინებია, რომლებსაც იდეალური კონდიციონერის აღწერის დროს აუცილებლად გაიგებთ. მასზე ბევრს ლაპარაკობენ და ჰაერის კონტროლის ტექნიკასაც სწორედ ამის მიხედვით არჩევენ.
დღის ჰოროსკოპი

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ აუცილებელი მედიკამენტი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მოზრდილებში, 2 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) სამკურნალოდ მედიკამენტი Evrysdi (რისდიპლამი) დაამტკიცა. Evrysdi (რისდიპლამი) ფარმაცევტული კომპანია Roche-ს წარმოებული მედიკამენტია, რომელიც სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ პირველი და ერთადერთი საშუალებაა, რომლის მიღებაც სახლის პირობებშიც შესაძლებელია.
FUN-ტესტი

მოკლე სექს-ტესტი - როგორია თქვენი სექსუალური მადა?

თქვენ წინაშეა ფოტო 8 კვადრატით. თითოეულ კვადრატში ერთი ფიგურაა. კარგად დააკვირდით და აირჩიეთ ის ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ, ქვემოთ კი წაიკითხეთ, თუ რაზე მიუთითებს თქვენი არჩევანი. 
დღის ჰოროსკოპი

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ - გამორჩეული მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

10 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი კოპალაში“ (ანტონ ჩეხოვის ქუჩა 8/10) გაიმართა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მონაწილე მოსწავლეებისა და საუკეთესო მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი. ინფორმაციას „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინო, თუკი მარტო აპირებ საცხოვრებლად გადასვლას

რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე საცხოვრებლად მარტო გადასვლის შესაძლებლობა? ამ დროს გონებაში უკვე ვაწყობთ მომავალ ბინას, უკვე ვიცით, სად დავიდგამთ საყვარელ სავარძელს; სად მოვიწყობთ სამუშაო თუ დასასვენებელ სივრცეებს.