„ეს ადგილი კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შევქმენით“,-7 აგვისტოს ღია ცის ქვეშ ახალი სივრცე იხსნება!

ამბები

5 აგვისტო 12:05, 2020 წელი

პანდემიის დასრულების შემდეგ ღონისძიებების სერია აქტიურად განახლდა, თბილისს ნელ-ნელა ემატება ახალი სივრცეები. ერთ-ერთი მათგანი Eclectik Space ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს.

სივრცის თანადამფუძნებლის მარიტა ჭანტურიას თქმით, ღია ცის ქვეშ განთავსებული სივრცე ქართულ ბაზარზე განსხვავებულ ნიშას დაიკავებს: “ბევრჯერ მიფიქრია, თავად შემექმნა ისეთი სივრცე, რომელიც თბილისშივე იქნებოდა, ან ფეხით არ მომიწევდა ბევრი სიარული, სადაც იმავე არტისტებს მოვუსმენდი, მაგრამ არ იქნებოდა გადავსებული და იქნებოდა მეტი კომფორტი. პანდემიამ მოგვცა ბიძგი, რომ ეს სურვილი რეალობად გვექცია.”


Eclectik-ის ტერიტორიაზე ახლა ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს: სრულდება სცენა, იხატება ტერიტორია და იკიდება ჰამაკები, პერსონალი სპეციალურ ტრეინინგებს გადის. სტუმრების რაოდენობა შეზღუდული იქნება და თითოეული მელომანისთვის იქნება შექმნილი კომფორტული პირობები. Eclectik Space-ის პირველ ივენთზე 6 ქართველი არტისტი დაუკრავს: Pasha, Gio Shengelia, Autumn Tree, Yanamaste, Papuna, Hemp Hops (Ultraviolet Radiation) სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები არიან.


 



“პირველი ივენთი 23 საათზე დაიწყება და მომდევნო დღის ბოლომდე გაგრძელდება. ღამის სტუმრების გარდა დილითაც ველოდებით სტუმრებს afterparty-ზე, ვისაც ღამის თენება არ უყვარს, შუადღეს ამოვა და დღისითვე გაერთობა”,-ამბობენ ფესტივალის დამფუძნებლები მარიტა ჭანტურია და რომა ცირეკიძე.



ღონისძიება სახელმწიფო რეგულაციებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება, რის გამოც ბილეთები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება, მოსულ სტუმრებს მოუწევთ ტემპერატურის შემოწმება, ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და რიგში დგომისას 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.



დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?