„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

ამბები

4 დეკემბერი 14:48, 2019 წელი

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 

„ვისოლ ჯგუფმა“ ახალგაზრდებს დასაქმების რეალური შანსის გარდა, „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში - „ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდიში“, „დანკინ დონატსში“ და „ვიანორში“ სტაჟირების გავლისა და ცნობილი ტრენერის პაატა პაპავასა და კომპანიის დამფუძნებლებისგან მასტერკლასების მოსმენის საშუალება მისცა. 


„ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ტემპების პროპორციულად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების გამორჩეულ სტუდენტებს მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში. „ვისოლ ჯგუფის“ კორპორაციული კულტურა ითვალისწინებს, რომ კომპანიის წარმატების ისტორიას თითოეული თანამშრომელი ქმნის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ წარჩინებული სტუდენტები საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას სრულად შეძლებენ ისეთ წარმატებულ ბიზნესჯგუფში, როგორიც „ვისოლ ჯგუფია“. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ მათთან ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. 


„ვისოლ ჯგუფის“ დასაქმების ფორუმზე სამსახურის დაწყების შანსის გარდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოისმინონ მასტერკლასები ცნობილი ტრენერის პაატა პაპავასა და კომპანიის დამფუძნებლებისგან, ამავე დროს „ვისოლ ჯგუფში“ დასაქმებულმა წამყვანმა პროფესიონალებმა გაუზიარეს სტუდენტებს საკუთარი კარიერული წინსვლის გამოცდილება და ამისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.


5000-მდე თანამშრომლით „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. „ვისოლ ჯგუფი“ ყველა თანამშრომელს თანაბრად აძლევს განვითარებისა და შესაძლებლობების გამოვლენას საშუალებას. სწორედ ამიტომ, კომპანიამ 2011 წელს ჩამოაყალიბა „ვისოლ ჯგუფის“ აკადემია, სადაც ჯგუფის ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს,  აიმაღლოს კვალიფიკაცია, ახალი კომპეტენციები შეიძინოს და დაწინაურდეს. 

ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?