ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

ამბები

10 დეკემბერი 15:34, 2019 წელი

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.

ღონისძიების წლევანდელი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“. 5 ქალი და 4 კაცი სპიკერი სწორედ ცხოვრების მიმართ შემოქმედებითი მიდგომების შესახებ ისაუბრებენ თავიანთ გამოსვლაში და შეეცდებიან, კონკრეტული საკითხი თავიანთი კუთხიდან, უფრო ემოციურად დაინახოთ. 


„ჩვენ მიერ არჩეული თითოეული სპიკერი თავის დარგში პროფესიონალია და, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უშრეტი ენთუზიაზმით და ვნებით უდგება თავის საქმეს. მათ ნამდვილად აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის“, ამბობს TEDxTbilisi-ის საორგანიზაციო გუნდის წარმომადგენელი გვანცა ფანჩულიძე.


ცხოვრების ხელოვნებაზე საუბარმა ისეთი პროფესიების მქონე ადამიანები გააერთიანა, რომლებსაც გადაკვეთის ასეთი წერტილი, შესაძლოა, სხვა დროს არასდროს ჰქონოდათ. ბიოლოგები, იმუნოლოგები, ექიმები, მარკეტოლოგები, ინჟინრები, სოციალური მეცნიერებების ექსპერტები, ქორწილების ორგანიზატორები - ადამიანები, რომლებსაც უამრავი რამ აქვთ სათქმელი ფართო საზოგადოებისთვის, დაგვარწმუნებენ, რომ ცხოვრების ხელოვნების საიდუმლო სწორედ მისი უამრავი სხვადასხვა კუთხიდან დანახვაშია.


ცხოვრების ხელოვნებას ყველა დარგის პროფესიონალი სხვადასხვაგვარად ხსნის.


ისევე როგორც ხელოვნებას, ცხოვრებასაც შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება, რომელიც ადამიანის გონების, სხეულის და ემოციის სრულ ჩართულობას ითხოვს. სწორედ ასე ვიღებთ ცხოვრებისგან საუკეთესოს - ვქმნით დაუსრულებლად და, რაც მთავარია, არ ვწყვეტთ განვითარებას.


ხატია გაბისონია, რომელიც სანტ’ანას უმაღლეს სკოლაში ტრანსლაციური მედიცინის ფაკულტეტის მკვლევარად მუშაობს, ერთ-ერთია, ვინც ცხოვრების ხელოვნების ახსნას სამედიცინო კუთხიდან TEDxTbilisi-ზე შეეცდება.


„ჩვენმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ გულის რეგენერაციის დამთრგუნველი გენების მიკრო-რნმ-ით “გაჩუმებით”, გულის კუნთის აღდგენის სტიმულირებაა შესაძლებელი. დაგვჭირდება დრო მიკრო-რნმ-ის სრულიად უსაფრთხო ფორმულაციის შესამუშავებლად, რომელიც კლინიკურ კვლევაში ჩაერთვება. გულის “თვითაღდგენის” უამრავი წარუმატებელი ცდის შემდეგ, მკურნალობის ეს საშუალება მილიონობით ადამიანის იმედი შეიძლება გახდეს“, აღნიშნავს ხატია.


ლიკა დუმბაძე კი, რომელიც ამჟამად იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში, ამალფის სანაპიროზე ცხოვრობს, ადამიანებს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტის დაგეგმვასა და მართვაში ეხმარება. ქორწილების ორგანიზატორობამ ლიკას დაანახა, რომ ხშირად ადამიანები ისეთ დეტალებზე ვამახვილებთ ყურადღებას და ვხარჯავთ დიდ თანხას, რაც, რეალურად, არანაირ ემოციას არ გვიღვიძებს.


„ბედნიერებას ემოციები და ადამიანები გვანიჭებენ და არა - ნივთები“, ამბობს ლიკა. ცხოვრების ხელოვნება არაა ის, თუ როგორი საქორწინო კაბა აცვია პატარძალს და როგორ გამოიყურება ინსტაგრამზე მისი ქორწილის ფოტო. ცხოვრების ხელოვნება, ხომ, პირველ რიგში, ემოციები და შთაბეჭდილებებია - მნიშვნელოვანი ემოციური საქორწინო ფიცი და ის ადამიანია, ვისაც მთელ დარჩენილ ცხოვრებას უძღვნი. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, დღეს ამის შეხსენება უკვე არაერთ ადამიანს სჭირდება.


„ქორწილის დაგეგმვა ძალიან ბევრ დეტალთან არის დაკავშირებული და წყვილისთვის საკმაოდ სტრესულია. მათ უწევთ უამრავი გადაწყვეტილების ერთად მიღება და დათმობებზე წასვლა, ისევე როგორც თანაცხოვრების პერიოდშიც და თუ მაგალითად ქორწილში, მაგიდის გადასაფარებლის ფერის არჩევაზე რამდენიმე დღე კამათობენ, წარმოიდგინეთ, ბავშვის სკოლაში მიყვანის დროს რაღას იზამენ. ამიტომ ქორწილის მზადებისას და ქორწილის დღესაც კი, საკმაოდ კარგად ჩანს ხოლმე როგორი ყოველდღიურობა შეიძლება ქონდეთ ამა თუ იმ წყვილს“, აღნიშნავს ლიკა.


TEDxTbilisi-ის ქალ სპიკერთა შორის არის იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, თათა რატიშვილი. იგი თვლის, რომ ცხოვრება, პირველ რიგში, სიცოცხლეა, ანუ იმ ბიოლოგიური კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომლებიც სიცოცხლისთვისაა დამახასიათებელი.


„ჩვენი ცხოვრების, მისი ხანგრძლივობისა და ხარისხის შემოქმედები დღეს ჩვენ ვართ. 21-ე საუკუნის მედიცინა გვაძლევს საშუალებას, დროული და საჭირო ინფორმაციის თუ გადაწყვეტილებების მიღებით, დროული სკრინინგის ჩატარებით, ჯანსაღი კვებით თუ ვარჯიშით - ჩვენ ჩვენი სიცოცხლის სადავეები თავად გვეჭიროს ხელში. ჩემს აღქმაში ეს, შეიძლება, ცოტა პრაგმატული მიდგომით, თუმცა მაინც ხელოვნებაა“, ამბობს თათა.


21-ე საუკუნის ხელოვნებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ დღეს ვაქცინაციის წყალობით უკვე ბევრი, პოტენციურად მომაკვდინებელი ინფექციის, პრევენციაა შესაძლებელი. საშვილოსნოს ყელისა თუ ძუძუს კიბოს, ებოლას, აივ-ინფექციისა და უამრავი სხვადასხვა ინფექციის თავიდან აცილება უკვე შეუძლიათ საჭირო ვაქცინებს. შესაბამისად, შორს აღარ უნდა იყოს ის დრო, როცა ადამიანები, უბრალოდ, ვიტყვით: „იცით, 21-ე საუკუნის დასაწყისში ხალხი სიმსივნითაც კვდებოდა, მაგრამ ის დრო წავიდა“.  


„დღეს, როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, კითხვების დასმა და ამ კითხვებზე პასუხების გაცემა. ამიტომ,  ძალიან გამიმართლა, რომ მაქვს შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიას სწორედ TEDx-ის ფორმატში ვესაუბრო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ, ჩემი წარმოდგენით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე“, აღნიშნავს თათა.


და მაინც, როგორ შევიგრძნობთ ცხოვრებას? რა გვჭირდება იმისთვის, რომ ცხოვრებას შემოქმედებითად მივუდგეთ?


„სწორედ ამ კითხვებს გავყევი ღონისძიების კონცეფციაზე მუშაობის დროს“, ამბობს ღონისძიების დიზაინის კონცეფციის კრეატიული დირექტორი, თათუნა გვერდწითელი. „ადამიანის ხუთი ძირითადი გრძნობის ორგანო, რომლებიც სამყაროს აღქმაში გვეხმარებიან და ბუნებასთან ჰარმონიულ შერწყმაზე არიან პასუხისმგებლები. ძირეულ ხუთ გრძნობას დავამატეთ ეგრეთწოდებული მეექვსე გრძნობაც, რომელსაც, პირობითად, ინტუიცია დავარქვით. რაღაც დამატებითი გრძნობა, რომელიც TEDxTbilisi-ის გამომსვლელებსაც აერთიანებთ“, ამბობს თათუნა.


თავად სიმბოლოები, რომლებიც კონცეფციას გამოხატავს, სხვადასხვა ცნობილი ხელოვანის შემოქმედებიდან თემატურად შეირჩა. სტილიზებული სპირალი სამყაროს, ცხოვრების სიმბოლოა; ფერები შერჩეულია სხვადასხვა გრძნობის ორგანოსთან დაკავშირებული ჩაკრების ფერების მიხედვით; სპირალზე დახვეული ტექსტი, ვიზუალური დატვირთვის გარდა, შინაარსობრივადაც კიდევ უფრო გასაგებს ხდის კონცეფციას სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებისთვის.


TEDxTbilisi 14 დეკემბერს, თსუ-ს პირველ კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდება. ცხოვრების ხელოვნებაზე ინტელექტუალური საუბრების უცვლელი პარტიორი და სპონსორი საქართველოს ბანკია, რომელიც საქართველოში დაწყების დღიდან გვერდში უდგას ღონისძიებას.  

ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?