შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

ამბები

17 იანვარი 11:45

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.

შეხვედრა იტალიაში  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებულ  საქართველოს მოქალაქეებთან  იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩაატარებენ, რომლებიც საქართველოში იტალიის საელჩოს მოწვევით ჩამოვლენ.


ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის   კურსდამთავრებულები დაესწრებიან, ისინი დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე არსებული შესაძლებლობების, გამოწვევებისა და ინოვაციების შესახებ. 


პროგრამა „Doctorate Lab - მომავალი დოქტორანტებისთვის“ ხორციელდება ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების - საქართველოში უნგრეთის, იტალიისა და საფრანგეთის საელჩოების მხარდაჭერით, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი ქვეყნებიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების საქართველოში მოწვევასა და ვიზიტის ორგანიზებას.


აღნიშნული პროგრამის მიზანია, საქართველოში უმაღლესი განათლების (დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის) წახალისება/მხარდაჭერა, ხელმისაწვდომობის გაზრდა საერთაშორისო დონეზე. ასევე, ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, რათა გაიღრმაონ ცოდნა საერთაშორისო დონეზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე.


მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გეგმავენ სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ დოქტორანტურის საფეხურზე. აგრეთვე, ცენტრის პარტნიორი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  შესაბამისი ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; კავკასიის უნივერსიტეტი და   გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.


 „Doctorate Lab“-ის ფარგლებში, შემდეგ ეტაპზე, პარტნიორი საელჩოს მხარდაჭერით, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები უნგრეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთანაც. 

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში

მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?