- ქალბატონო ქეთი, რას ითვალისწინებს „ანბანელაში“ ჰიგიენის ნორმების დაცვა?
- ჰიგიენური ნორმების დაცვა, ისევე როგორც მრავალფეროვანი, დაბალანსებული და ჯანსაღი საკვები, აუცილებელია ბავშვის სრულფასოვანი ფიზიკური განვითარებისთვის. ამიტომ ჰიგიენა ჩვენი ბაღის პრიორიტეტული საზრუნავია. გარდა იმისა, რომ ექსტერიერი, ინტერიერი, სამზარეულო, ჯგუფები, დერეფნები, სანიტარიისა და ჰიგიენური პრინციპების სრული დაცვითაა მოწყობილი. ეზო, ოთახები და სხვადასხვა დანიშნულების სათავსები რეგულარულად ექვემდებარება წმენდა-დასუფთავებას. თვეში ერთხელ სადეზინფექციო-პროფილაქტიკური სამსახური ბაღის დეზინფიცირება-დერატიზაციას ახდენს. ჩვენი ბაღის გარემო ყოველთვის სუფთა და მოვლილია.
- რა პერიოდში სუფთავდება ბავშვების ოთახები, რომ პატარებს დისკომფორტი არ შეექმნათ?
- ყველა ჰიგიენური ღონისძიება ხორციელდება დღის რეჟიმის გათვალისწინებით, ამიტომ ამ პროცესში აღსაზრდელები დისკომფორტს ვერ გრძნობენ. დღეში რამდენჯერმე ნიავდება და სუფთავდება ოთახები. ყოველი აქტივობის შემდეგ კი ინვენტარი იწმინდება. ყოველკვირეულად ეწყობა შიდასანიტარიული დღეები.
- თავად პატარები ჰიგიენის რა პროცედურებს გადიან?
- ჩვენი პატარები მოსვლისთანავე მოწესრიგებულ, ოჯახურ და მზრუნველ გარემოში ხვდებიან. თითოეულ მათგანს აქვს კარადა, სადაც მოთავსებულია მათი პირადი ნივთები. ყოველი აქტივობის წინ ხელებს იბანენ, ბავშვები და პედაგოგები ბაღის შენობაში გადაადგილდებიან ბაღისთვის განკუთვნილი ფეხსაცმლით, ხოლო მშობლები და სტუმრები ბახილებით სარგებლობენ.
- ვირუსების პერიოდში რა ღონისძიებებს მიმართავთ?
- ჰიგიენური ღონისძიებები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, ასეთ დროს უფრო ინტენსიურ ხასიათს ატარებს. დილით ბავშვს იღებს ჯანმრთელობის კოორდინატორი.
- თუ ვირუსიანი ბავშვი მოდის ბაღში, ამ შემთხვევაში როგორ მოქმედებთ?
- თუ აღმზრდელმა ან თანაშემწემ შენიშნა, რომ ბავშვის მდგომარეობა არაბუნებრივია, მივმართავთ ჯანმრთელობის კოორდინატორს, შესაბამისად, ვუკავშირდებით მშობელს. მშობლის მოსვლამდე ვუწევთ პირველად, სამედიცინო მეთვალყურეობას.
- პატარები ჰიგიენის პროცედურებს არ აპროტესტებენ?
- ბაღის შესაბამისი ასაკიდან გამომდინარე, პედაგოგები სპეციალურად მუშაობენ, რათა ბავშვებს ჩვევად ექცეთ ჰიგიენური ნორმების დაცვა. შემიძლია, გითხრათ, რომ ჰიგიენის პროცედურების დაცვა მათ უკვე კარგად იციან და სიამოვნებით ასრულებენ, ამიტომ პროტესტის შემთხვევები პრაქტიკულად არ გვქონია.