იყო პატრიოტი, ნიშნავს, იყო უიშვიათესი!

27 აგვისტო 12:00, 2015 წელი

სიყვარული არის ყველაფერი ის, რაც უთქმელობაშია გამოხატული, - ამბობს „მაესტროს“ ჟურნალისტი მიშა ხაჩიძე, რომელსაც სურს, ცუდი კარგით შეცვალოს.

სახელი: მიშა


გვარი: ხაჩიძე


სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია „მაესტრო“.


რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი... მფრინავი, ჩემი ბავშვობის ოცნებაა.


ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს... ის ადრენალინი, რაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას ახლავს. მსოფლიო ამბების ეპიცენტრში ყოფნა.


ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი... ყველა ჩემი რეპორტაჟი დასამახსოვრებელია, ყველაფერს ვაკეთებ მთელი შემართებითა და მონდომებით და, შესაბამისად, ერთს ვერ გამოვყოფ.


ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ... გულწრფელობას, ერთგულებას.


ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე... წინ აღვუდგე მოსალოდნელ უბედურებას. ცუდი კარგით შევცვალო.


წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი... ძალიან ამბიციური ვიქნები და ვიტყვი - კამიუს და კაფკას რომანები.


ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ... საუბარში ძალიან ბევრ უცენზურო სიტყვას ვიყენებ, ცუდი ბიჭი ვარ! (იღიმის)



ვტირი მაშინ, როდესაც...
მამაკაცები არ ტირიან (იღიმის).


მრცხვენია მაშინ, როდესაც... მაქებენ. ამ დროს თავს უხერხულად ვგრძნობ.


ყველაზე მეტად მიყვარს... ის...


სიყვარული არის... ყველაფერი უთქმელობაში გამოხატული.



დღევანდელი დღე არის გარანტი იმისა... დღევანდელი დღე არის გარანტია იმისა, რომ არ არსებობს გარანტია.


ოქროს თევზს ვთხოვდი... ოქროს თევზი არ არსებობს, ზოგადად, ვერავის ვერაფერს ვთხოვ  (საკუთარი თავის გარდა).


ადამიანი რომ არ ვიყო, ვიქნებოდი... ოქროს თევზი, ყველას აგისრულებდით სურვილებს. 


პრეზიდენტი რომ ვიყო... ვიქნებოდი სურვილით ლიბერალი, რეალობით დიქტატორი.


წინა ცხოვრებაში ვიქნებოდი... მწერალი.


ჩემთვის ღმერთი არის... სიმშვიდე.


რწმენა არის... იმედი.


ვენდობი... სამწუხაროდ, ყველას.


თავისუფლება არის... ამ კითხვაზე მუდამ ჰეინრიხ ჰეინეს ცნობილი ციტატა მახსენდება: „Die Freiheit ist eine neue Religion, die Religion unserer Zeit“ (თავისუფლება არის ახალი რელიგია, რელიგია ჩვენი დროისა).


ვიცეკვებდი... სიამოვნებით ვიცეკვებდი სირტაკს ენტონი ქვინთან ხელგადახვეული.  


ომი არის... ედუარდ მუნკის „კივილი“.


მშვიდობა არის... დროებითი.


იყო პატრიოტი, ნიშნავს... იყო უიშვიათესი.




ტექსტი მოამზადა ელიზავეტა გეგეშიძემ.


გადაღების ადგილია „ლიტერატურული კაფე“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?