ნინო მჭედლიშვილი: „შვილის, სამშობლოსა და სარწმუნოების გარდა, ყველაფრის შეცვლა შეიძლება“

არაჟურნალისტურ ამპლუაში

4 თებერვალი 20:00, 2018 წელი

„არაფრის გარანტი არ არის არცერთი დღე. ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო“, - ამბობს ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი, რომელსაც დღეს „არაჟურნალისტურ ამპლუაში" წარმოგიდგენთ.

სახელი:  ნინო


გვარი: მჭედლიშვილი


სამუშაო ადგილი: „პრაიმტაიმი“


რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი... მომღერალი.


ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს... განსხვავებული ყოველდღიურობა. 


ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი... ჩემი საყვარელი რესპონდენტი მამუკა ჩარკვიანია და ყველა ინტერვიუ თუ რეპორტაჟი, რაც მას უკავშირდება, დასამახსოვრებელია ჩემთვის.


ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ... გულწრფელობას (ესეც პროფესიის ბრალია).


მჯერა, რომ... ოცნებები ხდება.


ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში... სამართლიანობა.


რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში... მერყევი ხასიათი.


ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის... სიყვარული.


ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ... მაღაზიაში სახლის თესლი მეყიდა. მერე დამერგო, მომევლო და გამეზარდა. მერე შევსულიყავი და მეცხოვრა მარტოს, ჩემს სათამაშოებთან ერთად. 


წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი... ავტობიოგრაფია. უფ, რამდენი საინტერესო რამ მაქვს დასაწერი...


ყველაზე ხშირად მავიწყდება... სარკე რომ არსებობს.


დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება… შვილის დაბადებას არცერთი დღე არ შეედრება. რაც დრო გადის, მით მეტად ვგრძნობ ამას.


ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში... „ბომბი ექსკლუზივი მაქვს“.


ადრე ვფიქრობდი, რომ ყველა კაცი ერთნაირია… და ახლა ვფიქრობ, რომ სწორად ვფიქრობდი... 


თავისუფალ დროს... ვალაგებ, სახლს, თმას, ნერვებს.


მეშინია... ჩაკეტილი სივრცის.


ვტირი მაშინ, როდესაც... ვხვდები, რომ მითია თავის დარწმუნება იმაში, რომ ძლიერი ვარ.


მრცხვენია მაშინ, როდესაც... მაქებენ.


ყველაზე მეტად მიყვარს... მადლობა. ვგიჟდები ადამიანების მადლიერებაზე. არცერთი ჰონორარი არ ღირს რესპონდენტის მადლობის ზარად.


რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ... ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, ეგ ჩემი ნაკლია.


სიყვარული არის... ყველაფერია. ყველა - ფერი.


 


დღევანდელი დღე  არის გარანტი იმისა... არაფრის გარანტი არ არის არცერთი დღე. ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.


ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის... აი, მაგის საზომი ვერ ვიპოვე. გამზომავდი ყველას ცალ-ცალკე, მეც გამომადგებოდა სამომავლოდ, რომ აღარ გავიმეორო.


პირად ურთიერთობებში ვარ... ლიდერი და ეს არ მომწონს. მამაკაცის ჰორმონების სიჭარბეს ვგრძნობ (იცინის).

შევცვლიდი… შვილის, სამშობლოსა და სარწმუნოების გარდა, ყველაფრის შეცვლა შეიძლება.


 პრეზიდენტი, რომ ვიყო… ქსოვა მეც ვიცი, სხვას ვერაფერს ვიზამ. მირჩევნია, ჟურნალისტი ვიყო.


 ადამიანი, რომ არ ვიყო, ალბათ, ვიქნებოდი… ფრინველი. ფრენის მეშინია, ფრთები კი მინდა.


ჩემთვის  ღმერთი არის… როცა ძალიან ცუდად ვარ, მაშინ ვთხოვ ხოლმე შველას. ცუდი გოგო ვარ.


რწმენა არის... ის, რაც ყველას გვჭირდება.


ვენდობი... ხან ყველას, ხან არავის.


თავისუფლება არის... 40 წლის ვარ და ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, სად არის, როგორია ან როდის მოვა თავისუფლება.


 ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია... არაპროფესიონალიზმს.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც... ადრეა ჯერ... არ მიფიქრია ამაზე. 

დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?