სახელი: ნათია
გვარი: დედანაშვილი
სამუშაო ადგილი: პალიტრა მედია
რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი... მომღერალი, მსახიობი.
ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს... საინტერესო ადამიანების აღმოჩენა და კომუნიკაცია.
მჯერა, რომ... ცუდ ამბავს ყოველთვის კარგი მოსდევს.
ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში... ხასიათი.
რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში... როდესაც გადაწყვეტილების მიღება მიჭირს.
მე იმ ბავშვობიდან ვარ, რომელსაც... ეუბნებოდნენ, რომ ბავშვები წეროებს მოჰყავთ.
ადრე ვფიქრობდი, რომ... ცუდი ადამიანები არ არსებობდნენ.
ახლა ვფიქრობ, რომ... ცუდი ადამიანები არსებობენ.
რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ... ყველამ თავის თავს მიხედოს.
როდესაც ცუდად ვარ... ჩუმად ვარ.
პირად ურთიერთობებში ვარ... გულწრფელი.
ჩემთვის ღმერთი არის… იმედი.
ვენდობი... საკუთარ თავს.
არ ვენდობი... უცხო ადამიანებს.
იყო პატრიოტი, ნიშნავს... შენი წვლილი შეიტანო ქვეყნის განვითარებაში.
ადამიანი არის... არსება, რომელიც იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება.
ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია... როდესაც მატყუებენ.
ჩემი დევიზია... იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა.
ჩემთვის მისაბაძია... ყველა ის ადამიანი, ვინც მიყვარს.
მინდა დამიმახსოვრონ, როგორც... ჩემი საქმის პროფესიონალი.