დავით ქაშიაშვილი: „მეშინია აუდიტორიის, რომელიც შეცდომებს არ გპატიობს“

არაჟურნალისტურ ამპლუაში

18 თებერვალი 20:00, 2018 წელი

დღეს „არაჟურნალისტურ ამპლუაში“ ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილს წარმოგიდგენთ.

სახელი: დავით


გვარი: ქაშიაშვილი


სამუშაო ადგილი:  ტელეკომპანია „რუსთავი 2“


ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს... ბეწვის ხიდი, რომელზეც წლებია, დავიარები.


მჯერა, რომ... საკუთარი საბნის ნაკეცებს გავასწორებთ და არა სხვისას.


ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში... სანამ ბოლომდე არ ამოვწურავ ამბავს, გრძნობებს, თვალებში ცქერას, მიტოვება არ შემიძლია.


რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში... კარის მიჯახუნების შემდეგ იმავე კარის შეღება.


ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის... ნიკო, დათა და მოპარული საათების დროს, ჩვენს თავდაყირა სახლში დამალობანას თამაში.


ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა... დედამიწის ამოყირავება.


ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე... ვმღეროდე აბაზანის გარეთაც (იცინის).


დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება… დათასა და ნიკოს დაბადება, დეკემბრის საათის პატარა ისრების მოძრაობა.


ადრე ვფიქრობდი, რომ… და ახლა ვფიქრობ, რომ...  ადრე ვფიქრობდი, სხვა რას იტყოდა, ახლა საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარია, რას ვიტყვი მე.


მეშინია... აუდიტორიის, რომელიც შეცდომებს არ გპატიობს. შესაბამისად, მეშინია ბეწვის ხიდზე ბორიალისა და გზად შეცდომების დაშვების ცდუნებებზე გადაბიჯების.


ვტირი მაშინ, როდესაც... მესმის სხვისი ტირილის ხმა.


მრცხვენია მაშინ, როდესაც... წარსულში ნათქვამი ტყუილი, აწმყოში რომ ამოჰყოფს თავს.


ყველაზე მეტად მიყვარს... წერა, ხატვა, ხედი ჩემი ფანჯრებიდან...


სიყვარული არის... შენზე ძლიერი და არ მიყვარს, როდესაც მერევიან.


პრეზიდენტი, რომ ვიყო… ჯვარი მწერია.


წინა ცხოვრებაში ვიქნებოდი… მწერალი პერუდან.


მოგებული ჯეკპოტით… მაღალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ვიყიდდი სახლს, რომლის აივანიც უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე ოთახების ფართი, კიდევ ქარვისფერ შუშებს ფანჯრის ჩარჩოებისთვის.


მამაკაცი უნდა იყოს... სანდო (მამაკაციცა და ქალიც).


ჩემთვის ღმერთი არის… სიძლიერე, რომელიც ყოველი წაბორძიკებისას მაძლევს უნარს, არ დავეცე.


რწმენა არის... „გადაწყვეტილება ფაქტების გარეშე“.


ვენდობი... საკუთარ თვალებს.


არ ვენდობი... ადამიანებს, რომლებიც მაქებენ.


თავისუფლება არის... ქრისტეა თავისუფლება.


იყო პატრიოტი, ნიშნავს... ბრძოლას და არა - მოძღვრებას.


ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია... ადამიანებს, რომლებსაც უყვართ არა ადამიანები არამედ მათი გენიტალიები.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც... ამბების ობიექტური, მშვიდი, დაბალანსებული მთხრობელი.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?