ნიცა გვერდწითელი: „მინდა, ბავშვი ვიშვილო და ერთ პატარას მაინც გავულამაზო ცხოვრება“

არაჟურნალისტურ ამპლუაში

4 მარტი 20:00, 2018 წელი

„ბევრი სისულელე ჩამიდენია. ერთ-ერთი, რაც მახსენდება, არის ის, რომ ავარიის ინსცენირება გავაკეთე და ისე მივაღწიე ჩემს მიზანს“, - „არაჟურნალისტური ამპლუის“ კითხვარს ჟურნალისტი ნიცა გვერდწითელი პასუხობს. 

სახელი: ნიცა


გვარი: გვერდწითელი


სამუშაო ადგილი: რადიო „დარდიმანდი“, ინტერნეტტელევიზია Goga.tv


რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი... ადვოკატი. დამთავრებული მაქვს იურიდიული ფაკულტეტი.


ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს... მრავალფეროვანი და განსხვავებულია ყოველი დღე, ასევე ჟურნალისტებს გვაქვს შესაძლებლობა, ბევრ ადამიანს დავეხმაროთ.


ყველაზე დასამახსოვრებელი  რეპორტაჟი... რამდენიმე მახსენდება. ერთ-ერთი იყო მამუკა ჩარკვიანთან სახლში სტუმრობა რადიოს მობილური სტუდიით. ასევე, ძალიან ემოციური იყო უცხოეთში ემიგრანტებთან შეხვედრა.


ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ... სიმართლის თქმის უნარს.


მჯერა, რომ... სასწაულები ხდება.


ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში... არ ვატყუებ ადამიანებს და მახარებს სხვების  წარმატება.


რაც ყველაზე მეტად არ მომწონს  საკუთარ თავში...  როდესაც გაბრაზებული  ვარ, გულს ვტკენ საყვარელ ადამიანებს, რასაც შემდეგ, რა თქმა უნდა, ვნანობ.


 


ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო... ამერიკაში ჩემს მეგობართან.


წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი... შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“.


დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება… ბაკურიანში გატარებული  შობა.


მეშინია... საყვარელი ადამიანების დაკარგვის.


ვტირი მაშინ, როდესაც... დაუმსახურებლად მტკენენ გულს.


მრცხვენია მაშინ, როდესაც... ჩემი შვილი მეუბნება, რომ სკოლაში ჩემ გამო იგვიანებს. 


ყველაზე მეტად მიყვარს... ჩემი შვილი.


არასოდეს გავაკეთებ... ყველაფერი შეიძლება გავაკეთო.


რის თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ... მინდა მომავალში, ბავშვი ვიშვილო და შევძლო მინიმუმ ერთ პატარას გავულამაზო ცხოვრება.


სიყვარული არის... სრული სიგიჟე.


როდესაც ცუდად ვარ... ვუსმენ საგალობელს „მამაო ჩვენო“.


დღევანდელი დღე არის გარანტი იმისა... არაფრის გარანტია არ არის.


ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის... ბევრი სისულელე ჩამიდენია (იცინის). ერთ-ერთი, რაც მახსენდება, არის ის, რომ ავარიის ინსცენირება გავაკეთე და ისე მივაღწიე ჩემს მიზანს.


პირად ურთიერთობებში ვარ... რთული და ეგოისტი.


შევცვლიდი… დავაბრუნებდი ერთ ადამიანს ჩემს ცხოვრებაში.


წინა ცხოვრებაში ვიქნებოდი… მამაკაცი )))


მოგებული ჯეკპოტით… ვიყიდდი 4 ბილეთს ელ-კლასიკოზე დასასწრებად. ჩემი ოცნების სახლს ავაშენებდი და ვიმოგზაურებდი მსოფლიოს გარშემო.


მამაკაცი უნდა იყოს... ძლიერი და თავდაჯერებული.


ვენდობი... ოჯახის წევრებს და რამდენიმე მეგობარს.


არ ვენდობი... ჭორიკანა ადამიანებს.


 


ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია... უსამართლობას.


ჩემთვის მისაბაძია... ნიკ ვუიჩიჩი.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც... წარმატებული ჟურნალისტი და კარგი ადამიანი.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.
დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ბარკლები თაფლითა და ნივრით

არომატული ქათმის ხორცი პიკანტურ სოუსში ერთდროულად ძალიან ნაზი, ტკბილი და ცხარეა.
დღის ჰოროსკოპი

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?