თამარ ყველაშვილი: „აღმოჩნდა, რომ ყოფილ მეუღლეს ძალიან ვყვარებივარ“

ახალი თაობა

17 თებერვალი 20:00, 2017 წელი

თამარ ყველაშვილს, „ნიჭიერი 2017“-ის ფინალისტს, ორი შვილი ჰყავს - 10 წლის ნინო ცხოვრებაშვილი და 3 წლის დავით კიანი. პატარა დათუნას დაავადების შესახებ მაყურებელმა „ნიჭიერიდან“ შეიტყო.


თამარ ყველაშვილი:
 დედა 28 წლის ასაკში გავხდი. მეორე შვილი 35 წლისას შემეძინა. შვილებთან პირველ შეხებას რომ ვიხსენებ, გული ისევე მიფრიალებს, როგორც მაშინ, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წუთებში. პირველი შვილი ისე გავზარდე, ვერაფერი გავიგე. ნინო დღემდე ისეთივე წყნარი და გონიერია. მიუხედავად იმისა, მე და დათუნა ერთად ვებრძვით რთულ დაავადებას, მაინც ძალიან მშვიდი და სიკეთით სავსე ბავშვია. ვფიქრობ, შვილი მშობელმა უნდა გაზარდოს და ყველანაირი პასუხისმგებლობა მხოლოდ მას დაეკისროს. 


- როცა პირველ მეუღლეს დაშორდით და შვილთან მარტო აღმოჩნდით, ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ?
- მეუღლესთან დაშორების შემდეგ სტრესი მქონდა - გონებით დავშორდი, მაგრამ გული გონებას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულია. მინდოდა, ჩემი ნინუცასთვის ყველაფერი საუკეთესო მიმეცა, რომლისთვისაც დღემდე მე ვარ დედაც და მამაც. ვისწავლე გრაფიკული და ვებდიზაინი, ვიდეომონტაჟის უამრავი პროგრამა, ამ სპეციალობით დავიწყე მუშაობა და პრაქტიკაში პროფესიონალად ჩამოვყალიბდი. ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება, ბავშვით ხელში მარტო რომ არ დავრჩენილიყავი, ალბათ, არასდროს გამიჩნდებოდა წინსვლის ამბიცია.


- დათუნას დაბადებამ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?
- დათუნას დაბადებას ძლიერი ქალი შევხვდი. როდესაც პირველი სირთულეები დაგვეწყო, რამდენიმე დღით უმოქმედო და უსუსური გავხდი, მაგრამ ისევ მე ვუშველე საკუთარ თავს. რეანიმაციასთან კიბეზე ვიჯექი თვალებდასიებული, როდესაც ექიმი გამოვიდა ვრცელი სიით და მითხრა, რა ესაჭიროებოდა - აი, მაშინ გამოვიღვიძე და დავიწყე ბრძოლა. იმ ექიმის ნათქვამის მიუხედავად, რომ ასეთი ბავშვის მოვლა გამიჭირდებოდა და სჯობდა, თავი დამენებებინა, ზუსტად ვიცოდი, რომ ბოლომდე გავიდოდი. დათუნას დიაგნოზია თავის ტვინის გარე ჰიდროცეფალია და ვესტის სინდრომი. ფიზიკურად ისე ვითარდება, როგორც მის ასაკს შეესაბამება, მაგრამ მისი ტვინის შესაძლებლობები ჯერ 5 თვის ბავშვის ტოლია. ამ ეტაპზე არ შეუძლია დამოუკიდებლად ჯდომა, დგომა, სიარულზე ხომ ჯერ ვერც ვოცნებობთ. ვერ ლაპარაკობს, მაგრამ სასწაულია ის, რომ ძალიან კარგად გადმოსცემს მუსიკალურ ბგერებს.


- დათუნას სიმღერისადმი დამოკიდებულება მაყურებელმა თავად ნახა...
- დათუნას სიმღერა ისე უყვარს, ამას დიდი დაკვირვებაც აღარ სჭირდება. თითქმის მთელი დღე მუსიკალური ბგერების გარემოცვაშია, მაგრამ როდესაც მე ვიწყებ მისთვის სიმღერას, ისეთი აქტიური ხდება, მგონია, წამოხტება და ჩამეხუტება. ვგრძნობ, მუსიკალური ნიჭი შინაგანად აქვს და მოვა დრო, როცა ამ ნიჭს დათუნა თავად აჩვენებს ყველას. დათუნასთან ურთიერთობა ყველაზე დიდი სიკეთე და მადლია, თუ რამ არსებობს სამყაროში. სულ რაღაცას ვასწავლი და ერთ დღეს მივხვდი, რომ თავად დათუნა მასწავლის ყველაფერს, თან ისეთი დიდი სიყვარულითა და მოთმინებით, როგორც მხოლოდ რჩეულ ადამიანებს შეუძლიათ. დათუნამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ჩემი შეხედულებები და ფასეულობები.


- რა გაძლევთ დღეს იმის სტიმულს, რომ ასეთი ძლიერი ქალი იყოთ?
- ჩემი ცხოვრების ერთადერთი სტიმული ჩემი შვილებია, რომლებსაც ჩემს მეტი პატრონი არ ჰყავთ. ეს კი მაძლიერებს და მომდევნო დღის გათენების არასოდეს მეშინია. ნებისმიერი სირთულე და შიში დაძლეული მაქვს. 


- და-ძმას როგორი ურთიერთობა აქვთ?
- ნინი და დათუნა განუყრელი და-ძმა არიან. ღამე ჯერ კიდევ ერთად სძინავთ. ნინი დათუნაზე ძალიან ზრუნავს, მაგრამ მე მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვობა არ დავუკარგო და დათუნას მდგომარეობა ნინის განწყობაზე არ აისახოს. ნინი ცეკვავს და ძალიან კარგად მღერის. ვზრდი ლაღად, მშვიდად და ძალიან მეგობრულად.


- „ნიჭიერის“ დასრულების შემდეგ ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაში რამე ხომ არ შეცვლილა?
- ჩემი მხრიდან არაფერი შეცვლილა და ვერც ვერასოდეს შეიცვლება. მისი მხრიდან კი „ნიჭიერის“ პირველი გადაცემის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან ვყვარებივარ, ამაყობს ჩემით და ჩემ გარეშე ვერ იცხოვრებს. მიგზავნის სასწაულ ლექსებს სიყვარულზე და მისი ყველა გზავნილი წაუკითხავად იშლება, რადგან ერთ რამეს მივხვდი - ჩემზე სუსტ მამაკაცთან ვერასოდეს ვიცხოვრებ.


- პროექტის დასასრულს, გავრცელდა ჭორი, რომ მეუღლესთან ერთად ცხოვრობთ და თბილისში ბინაც გაქვთ....
- ყველაფერი ასე კარგად რომ მქონოდა, რა მინდოდა „ნიჭიერში“. ვისაც ეჭვი ეპარება, გადასამოწმებლად ათასი გზა არსებობს. მალე დათუნას მკურნალობასა და რეაბილიტაციის კურსებს ვიწყებთ, რის გამოც თბილისში ყოფნა ხშირად მოგვიწევს და პლეხანოვზე ბინა ვიქირავე. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ზუსტად ვიცი, ვისგანაც წამოვიდა ეს ჭორი და მათზე კი არ ვბრაზდები, მეცოდებიან, რადგან იმ ქალბატონებს არასდროს ექნებათ შვილის სიყვარულისა და გულში ჩახუტების  ბედნიერება, მათი ცხოვრება მხოლოდ კატების სიყვარულით დასრულდება. 










 










გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?