როგორ იპრანჭებიან ხოლმე პატარა გოგოები?

ახალი თაობა

3 აგვისტო 20:00, 2018 წელი

მოუსმინეთ და გაიცანით: ანასტასია ხოჯევანიშვილი, მაშო ცაგურია, თუნა რამიშვილი, ლენკა ყალიჩავა, რუსო ხაჭაპურიძე, ტასო აბზიანიძე, ბარბარე კინწურაშვილი, ანასტასია მებონია, ანუკი კინწურაშვილი, ელენე ჩიქობავა, კატო კორძაია და ანასტასია გაბოშვილი.

ანასტასია ხოჯევანიშვილი - 7 წლის



- გაპრანჭვა მიყვარს. სარკესთან რომ დავდგები ხოლმე, წითელ პომადას და „ბლესკს“ ვისვამ. ვიკეთებ ერთ ლამაზ კიკინას. „რუმიანასაც“ ვისვამ. დედიკოს კაბებს და ქუსლიან ფეხსაცმელებსაც ვიცვამ, მაგრამ დედიკო შენიშვნას არ მაძლევს. მიყვარს კაბები, ოღონდ „იუბკები“ არ მიყვარს. როცა სკოლაში მივდივარ, ტანსაცმელს ჩემით ვარჩევ. ყურები ჯერ არ მაქვს გახვრეტილი, მაგრამ ახლა დასასვენებლად ვარ წასული და რომ ჩავალ თბილისში, გავიხვრიტავ. 


მაშო ცაგურია - 5 წლის



- სარკესთან რომ დავდგები ხოლმე, ვიპრანჭები. დედიკო წითელ პომადას მისვამს. თმებს ხან დედიკო მიკეთებს, ხან - მამიკო. კიდევ მიყვარს სამკაულები, მაგრამ არ მაქვს. მარტო ერთი მაქვს და იმას ვიკეთებ. მაქვს 5 ჩანთა, რომელშიც ვინახავ სათამაშოებს და პომადას. კიდევ სახის კრემიც მაქვს და სუნამოც. ტანსაცმელებს ხან ჩემით ვირჩევ, ხან დედიკო მეხმარება. ძალიან მიყვარს ვარდისფერი. შარვლებზე მეტად კაბები მომწონს. სილამაზის სალონში ჯერ არ დავდივარ, მაგრამ მანიკურების წასმა მიყვარს. ჩემი მეგობარი მისვამს ხოლმე თავის მანიკურს - ხოლმე მუქ ლურჯს, ხოლმე თეთრს, ხოლმე ბრჭყვიალა ვარდისფერს. ყველა გოგო უნდა გაიპრანჭოს, რომ ლამაზი იყოს. 


 


თუნა რამიშვილი - 10 წლის



- გაპრანჭვა ძალიან მიყვარს. სარკესთან მაკიაჟს ვიკეთებ ხოლმე. ტანსაცმელებს ხან ჩემით ვირჩევ, ხან დედიკო მეხმარება. დედის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ ჩაცმულობაში. უფრო მიყვარს მხიარული და ნათელი ფერები. კაბებიც მიყვარს, მაგრამ უფრო სპორტული შარვლები და შორტები მომწონს. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი სულ უნდა იყოს ფორმაში, რომ გარშემომყოფები მოხიბლოს. 


 


ელენე ყალიჩავა - 8 წლის  



- ვცდილობ, ყოველთვის კარგად და ლამაზად ჩავიცვა. მიყვარს ფერადი ტანსაცმელი. ზოგჯერ ჩემი გემოვნებით ვიცვამ, ზოგჯერ დედა მეხმარება. დედიკოს რჩევებს ვითვალისწინებთ. თმებს ხან ჩემით ვიკეთებ, ხან დედა მიკეთებს ლამაზად, ხან ბებო. პომადას არ ვისვამ, რადგან არ მაქვს. დედა მეუბნება, ჯერ ადრეა შენთვისო. სანამ პომადა არ მაქვს, ვაშლს რომ ვჭამ, ტუჩები მიწითლდება. ჰიგიენური და უფერო პომადა ბევრჯერ მქონდა, მაგრამ ეგ არ მომწონს. ვფიქრობ, გოგო ყოველთვის გაპრანჭული უნდა იყოს. იმიტომ რომ, როცა სადმე მიდიხარ, იქ ხომ არიან ბიჭები, ფორმაში თუ არ იქნები, სირცხვილია. თუნდაც, სადმე არ მიდიოდე, სახლშიც უნდა იყო გაპრანჭული, იქნებ სტუმარი მოვიდეს, აჩეჩილი ხომ არ დახვდები?


 


 რუსკა ხაჭაპურიძე -  5 წლის



- სარკესთან დიდხანს ვდგავარ ხოლმე და ვიპრანჭები. ხან თვალებს ვიხატავ, ხან თმებს ვიკეთებ ლამაზად. ადამიანი უნდა გაიპრანჭოს, აბა რაა?! ყოველთვის ლამაზად უნდა ეცვას. როდესაც სტუმრად მივდივარ, სულ ვიპრანჭები. სახლიდან რომ გავდივარ, მხარზე ჩანთასაც ვიკიდებ. ჩანთაში მიდევს პომადა, ტელეფონი და საფულე. ტანსაცმელს ჩემით ვირჩევ ხოლმე. ხანდახან დედა მეუბნება, ეს არ ჩაიცვა, სხვა კაბა ჩაიცვიო და ვუჯერებ. მიყვარს ლამაზი, ფერად-ფერადი, ყვავილებიანი კაბები და ჩანთებიც.


 


ტასო აბზიანიძე - 7 წლის



- სარკესთან დავდგები ხოლმე და თმებს ვივარცხნი. პომადას არ ვისვამ, არ მიყვარს. მომწონს, როდესაც ლამაზი, ფერადი კაბები და შორტები მაცვია. ვფიქრობ, გოგო ყოველთვის გაპრანჭული უნდა იყოს, რომ პირველ რიგში, თავისი თავი მოსწონდეს და მერე სხვებსაც მოეწონოთ.


 


ბარბარე კინწურაშვილი - 4 წლის



- მე ხშირად ვიპრანჭები. ლამაზ წითელ კაბებს ვიცვამ ხოლმე. კიდევ მაქვს ერთი ცალი ყვითელი კაბა. წითელ პომადასაც ვისვამ ხოლმე და „რუმიანასაც“. თმებს ჩემით ვიკეთებ ლამაზად. ყურებიც გახვრეტილი მაქვს და საყურეებს ვიკეთებ ხოლმე. კიდევ ლამაზი ჩანთა მაქვს და სახლიდან რომ გავდივარ, თან მიმაქვს. ჩანთაში მიდევს პომადა, „რუმიანა“ და შოკოლადი.


 


ანასტასია მებონია - 7 წლის



- ყურები ჯერ არ მაქვს გახვრეტილი, მაგრამ მაინც ვიპრანჭები. სარკესთან რომ ვდგები, ვისვამ პომადას, ტუშს და „რუმიანას“. ყურების გახვრეტა დავაპირე, მაგრამ შემეშინდა და ვერ გავიხვრიტე. სკოლაში წასვლამდე ისევ ვცდი და გავიხვრიტავ. ძალიან მომწონს გულებიანი საყურეები და გავიკეთებ. ტანსაცმელს ხან ჩემით ვარჩევ, ხან დედიკო მეხმარება, მაგრამ, როდესაც ჩემით ვირჩევ, ხშირად გამოცვლა მიწევს, იმიტომ რომ დედიკოს არ მოსწონს ხანდახან. შარვლები და შორტები მიყვარს და კიდევ ლურჯი ფერის ტანსაცმელი. ჩანთაც მაქვს და სახლიდან გასვლისას ამ ჩანთაში ვდებ ხილს და „რაღაცაებს“.


 


ანუკი კინწურაშვილი - 6 წლის



- გაპრანჭვა მიყვარს და ვიპრანჭები ხოლმე. სარკესთან ვდგები, დედიკოს პომადას ვისვამ და ლამაზად ვიკეთებ თმებს. დედიკო მაძლევს უფლებას, რომ მისი პომადა წავისვა. ყველაზე მეტად მიყვარს წითელი და ვარდისფერი პომადა. კიდევ მიყვარს „რუმიანა“ და დედიკო მისვამს ხოლმე. გოგო უნდა გაიპრანჭოს, რომ ლამაზი იყოს. მარტო პომადაც რომ წაისვა, გალამაზდები. ლამაზი იმიტომ უნდა იყო, რომ მოეწონო ხალხს. ბაღში რომ მეუბნებოდნენ ჩემი ჯგუფელი ბიჭები, ლამაზი ხარო, მიხაროდა.


 


ელენე ჩიქობავა - 8 წლის



- გაპრანჭვა მიყვარს. აი, დედიკოსთან რომ მოვლენ ხოლმე სტუმრები, ვიცვამ დედიკოს კაბას, ქუსლიან ფეხსაცმელებს, ვისვამ წითელ პომადას და სტუმრებთან ტანსაცმელების ჩვენებას ვაწყობ. ბებოსთან რომ მივდივარ ხოლმე, იქაც ვიცვამ დიდების კაბებს და ფეხსაცმელებს. ისე, თუ სტუმრები არ მოდიან, მარტო პომადას ვისვამ. ტანსაცმელებიდან მიყვარს შორტები და შარვლები, ხანდახან კაბებიც. ჩემი საყვარელია ცისფერი. ტანსაცმლის არჩევაში ხან დედიკო მეხმარება, ხან ჩემით ვარჩევ.


 


კატო კორძაია - 6 წლის



- გაპრანჭვა მიყვარს. საკრესთან რომ დავდგები ხოლმე, თმებს ვივარცხნი, პომადას ვისვამ. მიყვარს ღია სტაფილოსფერი პომადა. ხანდახან „რუმიანასაც“ ვისვამ. დედიკოს პომადებს კი არ ვისვამ, ჩემი მაქვს. დედიკო მეუბნება, ჯერ პატარა ხარ და არ შეიძლება პომადებიო, მაგრამ ხანდახან შეიძლება. ყურებიც მაქვს გახვრეტილი და საყურეებიც მიკეთია. მომწონს ბრილიანტის საყურეები. მიყვარს კაბები და შორტები. ნარინჯისფერი და ნაცრისფერი ლამაზი კაბები მაქვს. მძივებს და სამაჯურებს არ ვიკეთებ, მაგრამ გულის ფორმის ბეჭდები მაქვს და ხანდახან ვიკეთებ. კიდევ ტანის კრემი მაქვს და ვისვამ ხოლმე, რომ კანი არ ამძვრეს. სუნამოც მქონდა, მაგრამ გადავაგდე, აღარ იყო, დამიმთავრდა. გოგო უნდა გაიპრანჭოს, რომ ლამაზი იყოს და ყველას მოეწონოს.


 


ანასტასია გაბოშვილი - 8 წლის



- გოგო ვარ, მაგრამ  გაპრანჭვა ძალიან არ მიყვარს, იმიტომ, რომ ალერგიას მაძლევს. უფრო ჩაცმულობაში ვიპრანჭები და ტანსაცმელებს ჩემით ვარჩევ. შორტები უფრო მიყვარს, ვიდრე კაბები. ორი ფერი მიყვარს განსაკუთრებულად: იასამნისფერი და ყვითელი, მაგრამ ტანსაცმელები უფრო ვარდისფერში მაქვს. ყვითელიც კი მაქვს, იასამნისფერი - არა. ჩანთებსაც იშვიათად ვატარებ, უფრო მოსახერხებელია ჯიბეები. თუ სასეირნოდ მივდივარ, მიმაქვს ხოლმე ჩანთა, რომ ცოტა მარაგი წავიღო. მაგალითად: რომ დავისვარო, გამოსაცვლელი კაბა, კოღოების კბენის საწინააღმდეგო მაზი და ა.შ. ყურები ჯერ არ მაქვს გახვრეტილი. ძალიან მინდა, გავიხვრიტო, მაგრამ მეშინია. ლამაზი საყურეებიც მაქვს, აი, დაბადების დღეებზე მჩუქნიან ხოლმე ისინი, ვინც არ იციან, რომ ყურები არ მაქვს გახვრეტილი. მერე კი მეუბნებიან, უი, არ გაქვს ყურები გახვრეტილი? არ ვიცოდითო. ჩემი ბებია ხვრიტავს ყურებს. სულ მეუბნება, გაგიხვრიტავო, მაგრამ მაინც მეშინია. 


 

დღის ჰოროსკოპი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

12 როლი, რომლებიც ვარსკვლავებს ბედნიერებადაც ექცათ და წყევლადაც

ზოგიერთი მსახიობი ერთი რომელიმე როლის მძევალი ხდება და მაყურებლისთვის მუდმივად ამ გმირთან ასოცირდება. თავიანთი პროფესიონალიზმის წყალობით ისინი სხვა პერსონაჟებსაც ვირტოუზულად ძერწავენ, მაგრამ ჩვენთვის რენე ზელვეგერი მაინც ბრიჯიტ ჯონსია, კოლინ ფერტი კი - მისტერ დარსი.
საკნატუნო ამბები

ინტიმური ფოტოდღიური (+18)

ჩრდილებისა და სხივების ურთიერთობა სხეულზე - გამოცდილი ფოტოგრაფის გასაოცარი ექსპერიმენტი, რომელმაც შესანიშნავად გადმოსცა საკუთარი ფანტაზიები.  
დღის ჰოროსკოპი

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

კინოს მაგია: 16 დაუჯერებელი კადრი გადასაღები მოედნიდან

თანამედროვე სპეცეფექტებით განებივრებულებს საერთოდ აღარ გვახსოვს, როგორ ართმევდნენ თავს ამ რთულ ამოცანას კინოდეკორატორები და რეჟისორები წარსულში, თანამედროვე პროგრამების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილი მაგიაა.
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ძალიან მაგარი ფილმი, რომელთა შესახებაც ცოტამ თუ იცის

მერე რა, რომ ამ ფილმებზე კინოთეატრებში ცოტა პოპკორნი იყიდება და არც ამ გმირების გამოსახულებიან მაისურებს ატარებს ვინმე - ეს ვერაფრით აკნინებს მათ მაღალმხატვრულ ღირებულებას... უყურეთ და დარწმუნდით. 
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა.