„დიზბატს გადავრჩი, მაგრამ სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ ბავშვობა დასრულდა“

ბავშვობის ფოტოები

23 დეკემბერი 20:00, 2014 წელი

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე, "დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი,  რვა შვილის მამა გახლავთ. ყველაზე უფროსი - 24 წლის ნიკა უკვე თავადაც მამაა, ხოლო ყველაზე პატარა - ერთი წლის ანდრია ახლა სწავლობს სიარულს.

ლორთქიფანიძეებს ოჯახში ვესტუმრე, თუმცა პოლიტიკაზე სასაუბროდ არ მივსულვარ. დღეს, ძველი ფოტოალბომის თანხლებით, ბატონ დიმიტრისთან მის ბავშვობაზე ვისაუბრებთ:


 


დავიბადე 1967 წლის 10 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, საბურთალოზე. დაახლოებით, ორი წლის ვიყავი, ჩემი მშობლები რომ გაიყარნენ და დედას მარტოს მოუწია ჩემი აღზრდა. დედაჩემი, ლალი უთურგაიძე, კიბერნეტიკის ინსტიტუტში ტექნიკური თარგმანის ბიუროს ხელმძღვანელობდა. მე და დედას უამრავი კურორტი გვაქვს მოვლილი. 5 თუ 6 წლის ვიყავი. ქობულეთში პლაჟზე სრულიად შემთხვევით  მომღერალი თემურ ცაგურია გავიცანი. საოცრად თბილი ადამიანი იყო. როცა ნახა, რომ ცურვა არ ვიცოდი, ყოველ დილას თვითონ შევყავდი წყალში – ჯერ წყალს მიმაჩვია, მერე კი ცურვა მასწავლა.


 


ბაღის წლებიდან დღემდე არაერთი მეგობარი შემომრჩა. ბაღის ფოტოზე ჩემ  გვერდით ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დიმა ობოლაძე დგას,  ეს კი ჩემი მეგობარი, გარემოს დაცვის სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გივი კალანდაძეა.


 ეს ფოტო მე და ჟურნალისტ ნინო ხოშტარიას ბაკურიანში, ერთ-ერთ სიმპოზიუმზე გვაქვს გადაღებული, ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ და ხშირად გვიწევდა ერთად  დასვენება.



აქ კიკეთის პიონერთა ბანაკში ვარ.  სამხედრო სამსახურივით იყო: დილით ადრე ადგომა, ვარჯიში, სწორება მოედანზე, საუზმე, ვახშამი, სადილი... მოკლედ, იმედი გამიცრუვდა - მეგონა, გასართობად მივდიოდი და ნამდვილ ჯოჯოხეთში ამოვყავი თავი.


 


ბავშვობაში საყვარელი პინჩერი მყავდა - ჩიკო, რომელიც დედაჩემმა რომელიღაც მიწისქვეშა გადასასვლელში, მოხუცი ქალისგან მიყიდა.


 


მე-60 საშუალო სკოლა დავამთავრე.


კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტალურ ათწლედშიც დავდიოდი. იყო შემოთავაზებები  კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მაგრამ უარი ვთქვი. ჯერ  ჰიდროტექნიკის, მოგვიანებით კი - იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე.


 


სომხეთში ჯარში მსახურობისას ძალიან მძიმე ისტორია  გადამხდა. ორმა ქართველმა, ქართველი ზემდეგის დაჩაგვრისთვის, ხუთ თათარსტანელ ჯარისკაცს ვცემეთ. ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა... სასამართლომ 2 წლით დიზბატში (დისციპლინარულ ბატალიონში) პატიმრობა მომისაჯა. იქიდან შეიძლება, ცოცხალი ვერც გამოვსულიყავი... განაჩენის მოსმენისთანავე გონება დავკარგე.  როცა გამოვფხიზლდი, უკვე სამარტოო საკანში ვიყავი...   იქ 84 დღე-ღამე გავატარე...  მაშინ პირველად გამიჩნდა ლოცვის სურვილი, ლოცვა არ ვიცოდი და „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის ცნობილი სტროფის გამეორება დავიწყე: „რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მის ძლიერითა ...“


საბოლოოდ, დიზბატს გადავრჩი, მაგრამ სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ ბავშვობა დასრულდა და ამიერიდან საკუთარ ნაბიჯებზე პასუხისმგებელი თავად უნდა ვყოფილიყავი.


 


მე და ჩემი მეუღლე, ხათუნა კეკელია, ადრეულ ასაკში დავქორწინდით. ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ პრობლემებს ჩვენი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია. ბევრი შვილის ყოლა ორივეს გვსურდა, რადგან შვილებზე დიდი ბედნიერება მართლაც არაფერია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?