ბეგონიას ესთეტი ქურდი

ბავშვობის ფოტოები

4 მარტი 17:00, 2015 წელი

როგორც იქნა, ვიპოვე დრო და სიტუაცია, გადავძვერი გაზონზე და რომ მგონია, ვერავინ მხედავს, ამ დროს ვიღაცამ ქეჩოში ხელი ჩამავლო და „ქურდი დავიჭირეს“ ძახილით მთელი პლეხანოვი თავს დამახვია...

„ბავშვობის ფოტოების“ დღევანდელი სტუმარია თეატრმცოდნე, მსახიობი, სცენარისტი, ტელე და რადიოგადაცემების წამყვანი ნიკა წულუკიძე.


დავიბადე თბილისში, 1986 წლის 25 აპრილს. გავიზარდე პლეხანოვზე,  ერთ ჩვეულებრივ, ტრადიციულ, ქართულ ოჯახში. ჩემი მშობლები პროფესიით ისტორიკოსები არიან.


საბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი აღმაშენებელზე, ჩემი სახლის პირველ სართულზე იყო განთავსებული და მინდოდა თუ არა - როგორც კი სახლიდან ფეხს გამოვდგამდი, მაშინვე ბაღში აღმოვჩნდებოდი... ბაღის წლებიდან მაინცდამაინც საინტერესო ისტორიები არ მახსენდება - „გენიალური“ თავგადასავლებით უფრო ჩემი და გამოირჩეოდა.


სკოლის წლები
24-ე სკოლაში ვსწავლობდი, აღმაშენებლის ქუჩაზე. სხვებისგან არაფრით გამორჩეული, საშუალო დონის მოსწავლე ვიყავი. ტექნიკური საგნები მიჭირდა, ჰუმანიტარულ საგნებს კი შესანიშნავად ვსწავლობდი. განსაკუთრებით კარგად თავისუფალი თემების წერა მეხერხებოდა. ერთხელ, ისეთი გარითმული თავისუფალი თემა დავწერე, რომ ჩემს პედაგოგს, ლია იოსელიანს უჯრაში ედო და ყველას აჩვენებდა - „ნახეთ, ჩემმა მოსწავლემ რა თემა დაწერაო...“


ბეგონიას „ქურდი“
სკოლასთან ახლოს, ერთ-ერთი დაწესებულების ეზოში ულამაზესი ბეგონია ხარობდა. ძალიან თვალწარმტაცი ყვავილი იყო... მესამე კლასში ვიქნებოდი, როცა შევნიშნე, რომ ამ ბეგონიას ძირში პატარა ნერგები ამოეყარა... ხოდა, გადავწყვიტე, ერთი ნერგი მომეპარა და ჩემს მეზობლად მცხოვრები მოხუცი ქალისთვის მიმერთმია, რომელიც ხან თეატრალურ ლიტერატურას, ხანაც - მსახიობების ფოტოებს მჩუქნიდა... ერთი თვე ვემზადებოდი ჩემი მიზნის განსახორციელებლად... როგორც იქნა, ვიპოვე დრო და სიტუაცია, გადავძვერი გაზონზე და რომ მგონია, ვერავინ მხედავს - ამ დროს ვიღაცამ  ქეჩოში ხელი ჩამავლო და „ქურდი დავიჭირე“-ს ძახილით, მთელი პლეხანოვი თავს დამახვია... ერთი კვირა სკოლაში არ დავდიოდი, ეს ამბავი ისე მტკივნეულად განვიცადე.


პირველი „სიყვარული“
პირველი „სერიოზული“ სიყვარული საირმეში მეწვია (იცინის), სადაც მშობლებთან ერთად ყოველწელს ვისვენებდი... ჩემი „რჩეული“ ერთი ბაღდათელი ქალი - გულთამზე იყო, რომელიც ჩვენი სასტუმროს სასადილოში, მიმტანად მუშაობდა. იცით, როგორი იყო ჩემი გულთამზე?! - ფიროსმანის მარგარიტასავით  ხორცსავსე, შევსებული, აზღვირთული... მართალია, დედაჩემის ხნის იყო, მაგარამ პატარა ვიყავი და ბავშვურად შემიყვარდა... სასტუმროს ფოიეში სათამაშო აპარატი იდგა, თუ გაგიმართლებდა, შეგეძლო სათამაშო ან რამე ნივთი მოგეგო... ხოდა, ერთ დღესაც გამოვართვი ხურდა ფული დედაჩემს, ვითამაშე და  წითელი პომადა მოვიგე... თქვენ უნდა გენახათ, მეორე დილით ჩემი გულთამზე  როგორ „კვასკვასებდა“... (იცინის)


პირველი ბიზნესი
მეშვიდე კლასში ვიყავი, ბიზნესი რომ წამოვიწყე... ერთხელ ზოოპარკში სეირნობისას, მე და ბაბუაჩემი ატრაქციონების დემონტაჟის პროცესს შევესწარით. დავინტერესდი, თუ რას უპირებდნენ ძველ, მწყობრიდან გამოსულ „ნავებს“ და აღმოჩნდა, რომ მათი ყიდვა ჯართის ფასად შემეძლო... ხოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო -  საკუთარი დანაზოგით ეს ნავები ვიყიდე, შევღებე, გავალამაზე და მშვენიერი საქანელები გავაკეთე, რომელსაც სხვადასხვა ადგილას ვამონტაჟებდი და ვაქირავებდი...


თეატრის სიყვარული
 ჩემი ინტერესის სფერო ბავშვობიდან თეატრი იყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ მომავალში ამ სფეროში გავაგრძელებდი საქმიანობას... თავიდან ლაშა გოგნიაშვილის თეატრალურ სტუდიაში, შემდეგ კი პიონერთა სასახლეში დავდიოდი. ეს ჩემი ბავშვობის ყველაზე საუკეთესო წლები იყო... მართალია, მოგვიანებით მსახიობობა გადავიფიქრე და თეატრმცოდნე გამოვედი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სულაც არ ვნანობ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?