რას იხსენებს ბავშვობიდან 1938-53 წლებში ქვეყნის მეთაურის ერთადერთი ვაჟი გელა ჩარკვიანი...

ბავშვობის ფოტოები

9 სექტემბერი 18:00, 2015 წელი

ბავშვობაში დაბადების დღეებს არ მიხდიდნენ. ეს კომუნისტებში მეშჩანობად, წვრილბურჟუაზიურ წესად მიიჩნეოდა...

ბავშვობაში ვოცნებობდი.... თვითმფრინავების მართვაზე... სისწრაფე მიყვარდა... სხვათა შორის, 8 წლისამ მანქანა მოვიპარე - ამერიკული ვილისი. მაშინ მამაჩემი, მოგეხსენებათ, ქვეყნის პირველი პირი იყო და ბევრი მანქანა გვემსახურებოდა. ერთ-ერთი ისეთი იყო, რომლიდანაც მძღოლი გასაღებს ვერ იღებდა. ჩავჯექი, დავქოქე და წავიყვანე... მთელი დაცვა დამდევდა. ბოლოს, როცა უნდა გამეჩერებინა, მუხრუჭს ვერ მივწვდი და ხეს დავაჯახე... 


მეტსახელი, რომელიც დღემდე მომყვება... თბილისში არ მქონდა მეტსახელი, მოსკოვში კი „ჩირკას“ მეძახდნენ. ჩემს გვარს რუსულად ასე ამბობენ - „ჩირკვიანი“ და ამიტომ.


ბავშვობაში ჩემთვის ამოუცნობი იყო... 9-10 წლის ასაკში ფილოსოფიური აზროვნება დავიწყე. იცით, საიდან იწყება ფილოსოფია? ციდან... ეს სოფელში დამემართა, სადაც ბიძაშვილებთან და მამიდაშვილებთან ერთად ხშირად დავდიოდი. დავწვებოდით, ვუყურებდით ცას და ვფიქრობდით: როგორ იწყება ან მთავრდება სივრცე? როგორ შეიძლება დაიწყოს დრო? ოდესმე თუ დაიწყო, რა იყო მანამდე? 


ბავშვობის სიყვარული... ჩემი პირველი სიყვარული იყო ზღვა...  ყვინთვა მიყვარდა და როცა ჩავყვინთავდი, სულ ვგრძნობდი კონტაქტს საუკუნეების წინათ ჩაძირულ გემებთან ელადაში, ომების დროს, შეიძლება ტროას ომის დროსაც... 


ბავშვობის სურნელი... ბავშვობის სურნელი ისევ ზღვაა, პლაჟისა და ზღვის... და კიდევ, რასაკვირველია, წიწვის. ბაკურიანი იყო ჩვენი ზამთარი.   



მშობლებს ვუმალავდი...
 სკოლაში ან ეზოში გოგო თუ მომეწონებოდა, შესაძლოა, მხოლოდ ეს არ მეთქვა. თანაც, ბავშვობაში სულ დაცვა დამყვებოდა და რა უნდა დამემალა? 


ჩემი საყვარელი თამაში იყო... მაგალითად, „კონ ჩურ ნა მესტო“ - თქვენ დროს იყო ასეთი თამაში? ქილას დებდნენ და მას ქვებს ესროდნენ. მერე ვინც იქ იდგა, უნდა გაქცეულიყო - დაახლოებით, ბეისბოლის პრინციპი იყო. კიდევ ძალიან პოპულარული თამაში იყო „ვირი და მისი პატრონი“, „ორი დროშა“... და, რა თქმა უნდა, ის თამაშები, რომლებიც ყველა დროში იქნება - ფეხბურთი და კალათბურთი.


ადგილი, რომელიც ბავშვობიდან ყველაზე მეტად მიყვარდა... ჩემთვის ყველა ადგილს, სადაც დავდიოდით, თავისი შარმი ჰქონდა. ჩვენი ორსართულიანი სახლი იდგა სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა მთავრობის კანცელარიაა. სწორედ ამას აღვწერ ჩემს წიგნში: „...ვფიქრობდი სიახლეებზე, რაც მელოდა. ჯერ ისიც არ ვიცოდი, რა ერქმეოდა ჩემს თანამდებობას, თუმცა შენობის საკითხი იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი იყო. სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო მინისტრი და პრეზიდენტი განთავსებულნი იყვნენ ყოფილი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობაში. იმ ადგილას, სადაც მრავალი წლის წინათ იდგა სახლი, სადაც ადრეული ბავშვობა გავატარე. წინასწარ განვიცდიდი იმ უჩვეულო ემოციურ მდგომარეობას, რომელშიც აღმოვჩნდებოდი. უცნაური შეგრძნებაა, უნდა იმყოფებოდე იმავე სივრცეში, სადაც პირველად გაიაზრე, რომ შენ ხარ შენ, იმავე კუთხით ხედავდე იმავე ხეებს, ბუჩქებსა და ბალახს, უკვე სხვა შენობიდან - შენობა ახალია - და მეტიც, ცხოვრობდე სხვა სახელმწიფოში“. (ბიოგრაფიული წიგნიდან „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“).


ჩემი ყველაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღე ბავშვობაში... ბავშვობაში დაბადების დღეებს არ მიხდიდნენ. ეს კომუნისტებში მეშჩანობად, წვრილბურჟუაზიურ წესად მიიჩნეოდა. პირველად დაბადების დღე უკვე  მოსკოვში აღვნიშნე; დედაჩემისთვის სულერთი იყო, დედა არ იყო ორთოდოქსი კომუნისტი, მასაც, ალბათ, ბევრი იმედგაცრუება ჰქონდა კომუნიზმში, ბევრი რამ გამოიარა. მოკლედ, რამდენიმე ბიჭმა მოვიტანეთ არაყი, დავლიეთ და საშინლად დავთვერით... მერე ეზოში ფრენბურთი ვითამაშეთ. მახსოვს, ბურთი სახეში გვხვდებოდა... ძალიან მთვრალები ვიყავით. სახლში რომ ამოვედით, დედაჩემმა მაშინ კი გამლანძღა, ხომ ხედავ, რა ცუდად ხარო. იმ ღამეს მართლაც ცუდად გავხდი, მაგრამ ეს იყო ჩემი პირველი დაბადების დღე. 


საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გამიხარდა... ომი ახალი დამთავრებული იყო, როცა ერთ-ერთმა სამხედრომ ჩამომიტანა გერმანული  ელექტრომატარებელი თავისი რკინიგზით, გენიალურად გაკეთებული ვაგონებით, ულამაზესი ორთქმავალით... კიდევ, ძალიან მიყვარდა ნაძვის ხე, თოვლის ბაბუას დადგმაც შეიძლებოდა, არ იყო აკრძალული.


ჩემი საყვარელი მულტფილმი... დისნეის „ბემბი“. ჩვენთან, სახლში მოდიოდა მექანიკოსი და ფილმებს უშვებდა. 


ჩემი საყვარელი ზღაპარი... მიყვარდა ანდერსენის ზღაპრები, გრიმის, ქართული ზღაპრები. ანდერსენის ზღაპრები ყველაზე მეტად მომწონდა.


ჩემი საყვარელი გმირი... უკვე მოზრდილ ასაკში მიყვარდა ფენიმორ კუპერის წიგნები ამერიკელ ინდიელებზე და ჩინგაჩგუკი იყო ჩემი საყვარელი გმირი.


ჩემი საყვარელი წიგნი... ჯეიმს ფენიმორ კუპერის „უკანასკნელი მოჰიკანი“.


ლექსი, რომელიც პირველად ვისწავლე... ლექსებს თვითონ ვწერდი. პოემას ორი წაკითხვით ვიმახსოვრებდი. აქამდე მახსოვს ყველაფერი... თავიდან ძალიან მიყვარდა ლექსად დაწერილი პუშკინის ზღაპრები.


სიმღერა, რომელიც ბავშვობას მახსენებს... დედაჩემს გენიალური სმენა ჰქონდა, ხალხური სიმღერები უყვარდა და ხშირად მღეროდა „გაფრინდი, შავო მერცხალოს“. ეს სიმღერა ბავშვობიდან მახსოვს. 


ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... სიმართლე გითხრათ, ყველაფრის თავიდან გავლა არ მინდა. როდესაც დრო მოდის, რომ დაამთავრო, უნდა დაამთავრო... მით უმეტეს, თუ იღბლიანი ხარ და ამდენხანს იცოცხლე. თავისთავად სიცოცხლეც ძნელია. მიიხედ-მოიხედეთ, რამდენი ადამიანია წასული სულ ახალგაზრდა. მე არაფერს წამოვიღებდი ბავშვობიდან...


 

გელა ჩარკვიანი (შუაში) – 2 წლის. წყნეთი, ცეკას პირველი მდივნის, გელა ჩარკვიანის მამის აგარაკი


 


გელა სკოლის მოსწავლე


 


სოფელში


 


გელა ჩარკვიანი ბიძაშვილ დათო ჩარკვიანთან ერთად,  უკანა ფონზე - ბაბუა


 


ხატავს სოფელში


 


ცხენზე ჯირითი - საყვარელი საქმე


 


მეგობარ ბორის კოლჩასთან ერთად. მოსკოვი, ინტერვიუ


 


გელა ჩარკვიანის ორკესტრი. „მაუდ-კამვოლის კომბინატი“.


 


გელა ჩარკვიანი ძიძა მარუსიასთან ერთად




დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?