ელდარ შენგელაიას ბავშვობა - როცა დედა კინოვარსკვლავი გყავს!

ბავშვობის ფოტოები

2 სექტემბერი 18:00, 2015 წელი

მის ფილმებზე გავიზარდეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეა, ცხოვრება არაჩვეულებრივი გამოფენაა, სიყვარული კი ვერტიკალურია და თან ბრუნვადი. მაგრამ რა იყო მანამდე, როგორი ბავშვობა ჰქონდა დიდ რეჟისორს?


ბავშვობაში ვოცნებობდი...
 ბავშვობაში კინოზე არ მიოცნებია. ვოცნებობდი, გავმხდარიყავი ტყის მომვლელი. მამაჩემი მონადირე იყო, ზოგჯერ სანადიროდ დავყვებოდი და ტყე ძალიან მომწონდა. 


ჩემი ცელქობის გამო... ერთხელ კოჯორში სანატორიუმში მოვაწყვე აჯანყება. 7 წლის ვიყავი. ბავშვები რაღაცაზე გავბრაზდით და თბილისისკენ წამოვედით, მაგრამ გზაში დაგვიჭირეს. ყველა სანატორიუმში დააბრუნეს, მე კი გამრიცხეს. საერთოდ, ძალიან ვაწვალებდი დედაჩემს. ორიანები მყავდა, ცუდად ვიქცეოდი, მაგრამ დედაჩემი არასდროს მიბრაზდებოდა. პირიქით, სულ მარიგებდა, მელაპარაკებოდა. დედა ჩემი მესაიდუმლე იყო. ერთხელ სერგო ზაქარიაძე მოვიდა ჩვენს სკოლაში და ვაჟას ლექსები და მოთხრობები წაიკითხა. ჰოდა, მეც პოეტობა გადავწყვიტე. ჩემს ცხოვრებაში დავწერე ერთადერთი ლექსი ფოთოლზე: ფოთოლი გაზაფხულზე ამოდის, მერე მეორე ფოთოლი უყვარს, მერე ორივე ჭკნება და ვარდება. დედაჩემს წავუკითხე, მან კი ღიმილით მითხრა: არასოდეს დაწერო ლექსები, ეს შენი საქმე არ არისო. მას შემდეგ ლექსი არ დამიწერია.


მშობლებს ვუმალავდი... პირიქით, ყველაფერს ვუყვებოდი, მაგრამ მაინც ბევრი ცუდი საქციელი მახსოვს. ომი რომ დაიწყო, 8 წლის ვიყავი. სამმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, ფრონტზე წავსულიყავით და ჰიტლერის წინააღმდეგ გვეომა. მე დენთი ავიღე, მეორემ - ჩაქუჩი, მესამემ - დანა, დედას მოვპარეთ ფული, ჩავსხედით მატარებელში და წავედით ფრონტზე. მალევე ჩამოგვსვეს მატარებლიდან და ტირილ-ტირილით მილიციაში მიგვიყვანეს. მერე ვიღაცამ -  ეს ნატო ვაჩნაძის შვილიაო და დედაჩემს დაურეკეს. დედა მანქანით მოვიდა და სახლში წაგვიყვანა. ასე დამთავრდა ჩემი ომი ჰიტლერთან.



ჩემი საყვარელი თამაში იყო...
ავჭალური - იყო ასეთი თამაში; ასევე - ვირი და მისი პატრონი, ჩემი საყვარელი სათამაშო კი ბურთი იყო. ფეხბურთზეც დავდიოდი. ბიძაჩემმა გიორგი შენგელაიამ „დინამოს“ სტადიონზე წამიყვანა და პირველად იქ ვნახე ბორის პაიჭაძე. „დინამო“ მოსკოვმა წააგო „დინამო“ თბილისთან 3:2 და სამივე გოლი ბორის პაიჭაძემ გაიტანა. რომ წამოვიზარდე, კალათბურთის თამაში დავიწყე მიხეილ კეკელიძესთან, პიონერთა სასახლეში.  


ცხოველები სახლში... სახლში მამას დროს გვყავდა ძაღლი „ელვა“. როცა მამა კახეთიდან თბილისისკენ გზაში ცუდად გახდა, არავის ეგონა, რომ გარდაიცვლებოდა. პირველმა ელვამ დაიწყო ცქმუტუნი, მიხვდა, რომ პატრონი მიდიოდა... და მამა გარდაიცვალა. პანაშვიდების დროს ელვას დუჟი მოსდიოდა. მოვიყვანეთ ვეტერინარი, მაგრამ ვეღარაფერი ვუშველეთ. პატრონთან ერთად წავიდა...  


ბავშვობის სურნელი... მაშინ მაწონი ვირებით დაჰქონდათ და ის მაწონი მენატრება. საოცარი გემო ჰქონდა. ბებიაჩემი ყიდულობდა ხოლმე. ბებია ქართულად არ ლაპარაკობდა, რცხვენოდა, აი, გლეხებს კი ქართულად ელაპარაკებოდა.


წარსულში რომ დავბრუნდე, ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... დედაჩემს უნდოდა, ინგლისური მესწავლა. ინგლისურის მასწავლებელი მეზობლად ცხოვრობდა. ერთხელ მასთან დედამ ფული გამატანა, მე კი ის ფული დავხარჯე. დღესაც ვნანობ, რომ ინგლისური არ ვიცი. 


ჩემი საყვარელი სიმღერა... სიმღერებს უფრო ქალაქურსა და კახურს ვმღეროდით. დედაჩემი იყო შეყვარებული კახეთზე. კახურ ქუდშიც კი დადიოდა ხოლმე. 


ყველაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღე ბავშვობაში... იმ დაბადების დღეზე მამა ცოცხალი აღარ იყო, ჩემთან ეზოს რამდენიმე ბიჭი ამოვიდა. დედამ ნავთქურაზე ნამცხვარი გამოგვიცხო. ისე გვიხაროდა ბავშვებს, თითქოს არც ომი იყო, არც გაჭირვება... საერთოდ, ძალიან მეგობრულად ვცხოვრობდით. ძმებს არასდროს გვიჩხუბია. დილის 6 საათიდან ნავთის რიგებში ვიდექით ხოლმე. ასეთი წესი იყო: შენი რიგის ადგილას ქვას დადებდი, სახლში წახვიდოდი, ნახევარ საათში კი მიბრუნდებოდი და შენს ქვას წინ გადადებდი... ხან მე ვიყავი რიგში, ხან თენგიზი, ხან დედა.



ჩემი საყვარელი წიგნი იყო...
ძველ კინოსტუდიაში, რომელიც ყოფილ პლეხანოვის ქუჩაზე მდებარეობდა, ძალიან კარგი ბიბლიოთეკა იყო. ჩემთვის დედას მოჰქონდა წიგნები - მარკ ტვენი, მაინ რიდი, ჟიულ ვერნი. აქედან დაიწყო ჩემი სიყვარული ლიტერატურის მიმართ. ქართველი მწერლებიდან ძალიან მიყვარს ვაჟა, ილია, აკაკი და დავით კლდიაშვილი. კლდიაშვილის მიხედვით „მიქელა“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“ მაქვს დადგმული. 


ჩემი საყვარელი მულტფილმი იყო... ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავს მოგიყვებით. ერთხელ დაიწყო კამპანია კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ, ანუ ნუ ჰბაძავთ ამერიკელებსო. მოსკოვიდან კინოსტუდიაში კომისია იყო ჩამოსული. დედამ თან წამიყვანა და გამაფრთხილა: იქ სასაცილო რაღაცებს ნახავ, მაგრამ არ უნდა გაიცინო - კომისიაა ჩამოსული და ცუდ დღეში ჩავვარდებითო. მაშინ პირველად ვნახე დისნეის სურათები. როგორ არ უნდა გამეცინა, ძლივს ვიკავებდი თავს... მაშინ ერთი ძალიან კარგი მულტიპლიკატორი, გვარად მუჯირი, კოსმოპოლიტად შერაცხეს, თუმცა ის არავითარი კოსმოპოლიტი არ ყოფილა. უბრალოდ, სხვა ვარიანტი არ არსებობდა - დისნეისგან უნდა გესწავლა, ის ხომ ანბანია, მაგრამ იმ დროს რეჟიმი იყო უცნაური.


„შატალოს“ გახსენებაზე... შატალოზე ძალიან ხშირად დავდიოდი. #1 სკოლაში ვსწავლობდი. მოპირდაპირე მხარეს ალექსანდროვის ბაღში გადავდიოდით, ვჭიდაობდით. მერე კინოში ან თეატრში მივდიოდით. მაშინ ბილეთი ერთ ბავშვზე 20 კაპიკი ღირდა. ერთ დღეს მთელი კლასი დილის 10-საათიან სეანსზე „ტარზანის“ სანახავად წავედით. შუა კინოს დროს დარბაზში სინათლე აინთო და კარში მასწავლებლები და დირექტორი დავინახეთ.     


ბავშვობის სიყვარული... 8 წლის ვიყავი. კლასში გვერდით გოგო დამიჯდა, მე უცბად გავწითლდი და მივხვდი, რომ ეს გოგო მიყვარს. მეორე დღეს დედაჩემს მძივი მოვპარე და ძალიან კმაყოფილმა იმ გოგოს მივუტანე. ცოტა ხანში სამასწავლებლო ოთახში დამიბარეს. დირექტორი მეუბნება: ეს რა არისო? მძივია-მეთქი. ვისიაო? დედაჩემის, მაგრამ მე იმ გოგოს ვაჩუქე-მეთქი. ძალიან ცუდად მოიქეციო. დაურეკეს დედაჩემს. დედა მოვიდა და, გაბრაზების ნაცვლად, სიცილი დაიწყო - ის გოგო მომიყვანეთო. მოუყვანეს და მძივი თვითონვე აჩუქა.


 

ელდარ შენგელაია გამზრდელთან ერთად, კოჯორში


 


ელდარ შენგელაია მამიდასთან, ელენე შენგელაიასთან ერთად


 


მიხეილ გელოვანი, ელდარ შენგელაია - 5 წლის. „ნარინჯის ველი“


 


ელდარ შენგელაია ძმასთან, თენგიზ ვაჩნაძესთან ერთად


 


2 წლის ელდარ შენგელაია


 


კოჯორში. ელდარ შენგელაია 7 წლის


 


ნატო ვაჩნაძე, თენგიზ ვაჩნაძე, ელდარ შენგელაია (3 წლის)


 


თენგიზ ვაჩნაძე, ელდარ და გიორგი შენგელაიები დედასთან, ნატო ვაჩნაძესთან ერთად


 


დეიდაშვილი ბორის ანდრონიკაშვილი, ელდარი, თენგიზი, გიორგი


 


კირა ანდრონიკაშვილი (დეიდა), ეკატერინე სლივიცკაია (ბებია), ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, ბორის ანდრონიკაშვილი

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?