ქეთი დოლიძის ბავშვობა და მოგონებები მონატრებულ მამაზე

ბავშვობის ფოტოები

28 ოქტომბერი 18:00, 2015 წელი

„დედა ძალიან ადრე დავკარგე და მამა გვერდიდან არ მიცილებდა. ამიტომ მამაჩემი იყო ჩემთვის ყველაფერი...“ - რეჟისორი ქეთი დოლიძე იხსენებს ბავშვობის წლებს და ურთიერთობას მამასთან, ცნობილ ქართველ რეჟისორ სიკო დოლიძესთან.

ბავშვობაში ვოცნებობდი... ყოველთვის ვოცნებობდი რეჟისურაზე, მსახიობობაზე, იმაზე, რასაც ახლა ვაკეთებ.


ადგილი, რომელიც ბავშვობიდან ყველაზე მეტად მიყვარდა... მახინჯაურში მიყვარდა ჩასვლა ბებია-ბაბუასთან. ბებია და ბაბუა იქ ცხოვრობდნენ და ყველანი - ბიძაშვილ-მამიდაშვილები, დეიდაშვილები იქ გავიზარდეთ. 


ჩემი ცელქობის გამო... ცელქი ბავშვი არ ვყოფილვარ.


მამასთან ურთიერთობაში... მამას ჩემი ხელი არ გაუშვია ხელიდან. 14 წლის რომ გავხდი, მაშინ გადავედი ცალკე ოთახში. დედა ძალიან ადრე დავკარგე და მამა გვერდიდან არ მიცილებდა. ამიტომ მამაჩემი იყო ჩემთვის ყველაფერი დედამიწის ზურგზე. უკეთილესი, უთბილესი, უწყნარესი. არ მახსოვს მისი ხმამაღალი სიტყვა. ის იყო გული და სული.  


ჩემი საყვარელი წიგნი იყო... ძალიან მიყვარდა ვაჟა-ფშაველა. მამამ მიმაჩვია. დაიწყო „შვლის ნუკრის ნაამბობით“. ვაჟა ფშაველაზე მეტად არავინ მყვარებია.  


ჩემი საყვარელი გმირი იყო... დარტანიანი.


ბავშვობაში ჩემთვის ამოუცნობი იყო... კოსმოსი.


წარსულში რომ დავბრუნდე, ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... მამაჩემი მენატრება, ჩემი ძმა, ჩემი ოჯახი, მამიდები, ჩემი დეიდაშვილი მერაბი, ბებიებსა და ბაბუებს დავაბრუნებდი, ნათესავებს.


მეგობრებთან ერთად.... ბედნიერი ახალგაზრდობა გვქონდა. ძალიან კარგად ვსწავლობდი, წარმატებით ჩავაბარე უნივერსიტეტში და ფანტასტიკურ დროსაც ვატარებდით. მაშინ რესტორნები არ იყო, მეგობრები ოჯახებში ვიკრიბებოდით, დაბადების დღეები იწყებოდა საღამოს 9 საათზე და, როგორც წესი, დილამდე ვათენებდით ძალიან მხიარულად.


ბავშვობის სიყვარული... კლასში ხუთ ბიჭს ვუყვარდი, მე ერთი მომწონდა მეშვიდე კლასიდან, მაგრამ მერე გადამიყვარდა (იცინის).


 


ქეთი დოლიძე სიკო დოლიძის ფილმ „ეთერის სიმღერის“ გადაღების დროს


 


ქეთი დოლიძე მამასთან და დედასთან ერთად


 


ქეთი დოლიძის მშობლები





დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?