ირინა დუმბაძე - ბიზნესლედი სურნელოვანი ბიზნესით

ბიზნესლედი

11 ნოემბერი 18:00, 2015 წელი

ირინა დუმბაძე კომპანია „Inspiration marketing“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე „Aroma marketing“-ის დამფუძნებელია. აქტიური, მხიარული და ნიჭიერი ქალბატონი პროფესიით ენათმეცნიერი, ფილოლოგია, თუმცა სამეცნიერო კვლევა-ძიებებს ბიზნესსფერო ამჯობინა, სადაც საკმაოდ საინტერესო ინოვაციებს ნერგავს.


- პირველი პროფესიით ფილოლოგი ვარ, ენათმეცნიერი. ქართული ენის გრამატიკა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, კარგად ვწერდი და ვიფიქრე, რომ ეს კარგი გამოწვევა იყო ჩემთვის. ჩემი პირველი პროფესია კი ძალით გავიტანე, მშობლებს უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი. ძალიან ღრმა და საინტერესო საქმეა ენათმეცნიერება, „პირველად იყო სიტყვა“... მაგრამ მაშინ ამ სფეროს პერსპექტივა ძალიან მცირე ჰქონდა. წამოვედი, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი, რა მინდოდა...


- და როგორ განვითარდა მოვლენები?
- ამის შემდეგ შემთხვევით მოვხვდი IPM-ში. ძალიან მაგარი სკოლა იყო, სერიოზული პიარპროექტებით იყვნენ დაკავებულები. ეძებდნენ პიარს და თანაც ბიჭს! მოკლედ, ეს ბიჭი ვერ იპოვეს (ეღიმება), მე კი ჩემმა მეგობარმა გამიწია რეკომენდაცია, ჭკვიანია, კარგად წერს და იქნებ, აიყვანოთო. ცხადია, დიპლომს მნიშვნელობა ჰქონდა, IPM-ი კადრებს ირჩევდა ისეთი ფაკულტეტებიდან, სადაც ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებას უვითარებდნენ. მაშინ საქართველოში ძალიან აქტიურად იწყებოდა პიარის ეპოქა. პირველი დავალება მომცეს - უნდა დამეშალა მიტინგი დარბევისა და მსხვერპლის გარეშე! მოკლედ, დავწერე და მივიტანე. აღმოჩნდა, რომ გამოვიყენე ე.წ. „ვამპირის“ მეთოდი, რომელზეც წარმოდგენაც არ მქონდა, რა იყო. ძალიან სერიოზულ ტექნოლოგიებს ვიყენებდით პიარში, პოლიტიკურ პიარში, კრიზისებისა და რისკების მართვაში... რეალურად პიარით კეთდებოდა მაშინ საქმეები, რასაც დღეს ნაკლებად ვხედავ. მე ყველაფერი პრაქტიკაში ვისწავლე.


- წინა ხელისუფლება გიკვეთდათ პიარპროექტებს? 
- ცხადდებოდა ტენდერები, ვმონაწილეობდით, ვიგებდით და ვაკეთებდით საინტერესო პროექტებს პიარში, მარკეტინგში, კომუნიკაციებში, სტრატეგიულ ბრენდირებაში. 2005 წელს გადავედი კონკურენტ კომპანია „ACT“-ში ჩემს მეგობრებთან, სადაც 6 წელი დავყავი. აქ ძალიან სერიოზული პროექტები გავაკეთეთ - საქართველოს, როგორც ქვეყნის ბრენდინგი, გუდაურის ბრენდირება (სტრატეგიული), „დიდველის“ ბრენდი, სოციალური პროექტები, unicard-ი, 08 და სხვა. პარალელურად ვმუშაობდი კერძო დაკვეთებზე - „გელხური ღვინო“, „ფინკა ბანკის“ პრეპოზციონირების პროექტი და უამრავი სხვა საინტერესო სფერო. პრაქტიკაში ვისწავლე ყველაფერი, თეორიული ცოდნის მიღებაზე არც მიფიქრია, თუმცა პიარის გურუების ტრენინგებს ხშირად გავდივართ ხოლმე.
მოკლედ, შარშან გადავწყვიტე, გამეყიდა „ACT“-ში ჩემი წილი და საკუთარი საქმე განმევითარებინა. ჯერ დავაფუძნე „Aroma marketing“ (Duft marketing), რომლის კონცეფციაც მთელ ევროპაში ძალიან პოპულარული და განვითარებულია. სურნელთან ქვეცნობიერად ძალიან ბევრი რამ ასოცირდება და ეს ბიზნესში დღესდღეობით საკმაოდ მნიშვნელოვანია და კარგად მუშაობს. როცა სუნი ებმის კომპანიას, ეს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს მის ინდივიდუალიზმს. შეგიძლია, ის შეგრძნებების დონეზე დაიყვანო. ყველა სფეროს ბიზნესს აქვს საკუთარი უნიკალური სურნელი. მეორე კომპანია, რომელსაც ვხელმძღვანელობ, არის „Inspiration marketing“, ეს არის პიარ და მარკეტინგ საკონსულტაციო კომპანია. ძალიან კარგია, როცა კომპანიას ჰყავს ძლიერი მარკეტინგის მენეჯერი, თუმცა თუ არ არის ამის საშუალება, მაშინ საკონსულტაციო კომპანიამ აღსრულება საკუთარ თავზე უნდა აიღოს. ამიტომ ვაპირებთ, რომ ეს მიმართულებაც დავიმატოთ.


- ძალიან აქტიური გურული ქალბატონი ხართ...
- კი, ასეა. ჩემთვის პოზიტივით იწყება დილა. ჩემს ოჯახში ყველა ასეთია. აქვს გურულ ხასიათს ეს თანდაყოლილი სილაღე და იუმორი. ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანს არ შეეძლოს საკუთარ თავზე იხუმროს. ეს მე ცხოვრებაში ძალიან მეხმარება, ჩემს შვილსაც ვასწავლი, რომ ჰქონდეს დადებითი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარყოფითს ვერ ვხედავ. 


- გქონიათ იმედგაცრუებები?
- არა, უფრო - კონკურენტული დარტყმები. ჩვენ 90-იანი წლების ადამიანები ვართ და ბევრი გულისტკენა გვინახავს, ბევრი რამ გამოგვიცდია. მიზანდასახულიც ვარ და ნებისყოფაც მაქვს, მაგრამ არ ვარ უბრალოდ უტეხი და ჯიუტი ადამიანი. უტეხი ადამიანები არ მიყვარს. არ არის სიხისტე ჩემი. ბიზნესი პლასტიკურია და შემოქმედებითი და არა - ჩარჩოში ჩასმული. 


- რაციონალური უფრო ხართ თუ სენსიტიური?
- ალბათ, დაბალანსებულად. ლოგიკური და რაციონალური აზროვნება მაქვს, თუმცა რკინის ქალი და ფემინისტი ნამდვილად არ ვარ, არ მხიბლავს ეს ყველაფერი. ალბათ, არ მქონია ამის პრობლემა. ადამიანურობა და თანაბრობაა ჩემთვის მთავარი. ბავშვობიდან არ მესმოდა ქალური ბედნიერების სადღეგრძელოს არსი, ბედნიერება ქალსაც და კაცსაც ერთნაირად სჭირდება. 


- მეუღლეს მოსწონს თქვენი ბიზნესსაქმიანობა?
- ყველანაირად მხარს მიჭერს. შარშან ვთხოვე და შვიდჯერ წამიყვანა ბათუმში. ერთადერთი, ალბათ, ყველა ქმრისთვის უსიამოვნოა, როცა მეუღლე საქმეების გამო დიდხანს არ არის სახლში. გამოგიტყდებით და მაინცდამაინც არ მომწონს საოჯახო საქმეები, ამით ვერ ვხალისობ. ამჟამად წყნეთში ჩემი სივრცის მოწყობით ვარ დაკავებული და ვოცნებობ, იქ შევხვდე ახალ წელს. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?