თორნიკე გურული: ნულიდან ბევრჯერ დამიწყია ცხოვრება

ბიზნესმენი

18 აგვისტო 14:00, 2015 წელი

საქმიანობიდან გამომდინარე, თორნიკე გურულს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ამჟამად კომპანია PSP–ს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორია, ატარებს ტრენინგებს და აქვს საკუთარი ტურისტული ბიზნესი, რომლითაც ადამიანებს დიდ პოზიტივს ჩუქნის.


- თორნიკე, ბევრ კარგ პოზიციაზე გიმუშავიათ, საზოგადოებისთვისაც საკმაოდ ცნობილი ხართ. ამჟამად
PSP-ს მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერიც ხართ. რატომ გადაწყვიტეთ, ბიზნესში წასულიყავით?
- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ეს არის ბიზნესი, როგორც ჰობი. თუ მთავარი ორიენტირი ფულია, საქმე კარგად არასოდეს გამოგივა. ასე წარმომიდგენია ჩემი საქმე. ბავშვობიდან მქონდა უცხო ენებისადმი მიდრეკილება, მაინტერესებდა და კარგად ვსწავლობდი. ჩემთვის უცხოეთთან და უცხოელებთან ურთიერთობა ძალიან პოზიტიური გამოცდილებაა, მავსებდა, ცხოვრებას მიმრავალფეროვნებდა.
მერე უცხოეთში წავედი სასწავლებლად, გერმანიაში დავამთავრე უნივერსიტეტი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შტატებში ვცხოვრობდი. ჩინეთიდან დაწყებული, ევროპით დამთავრებული, მთელი მსოფლიო მოვიარე.
მერე გადავწყვიტე, თბილისში გამეკეთებინა ისეთი ადგილი, სადაც მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ოღონდ - არა სუპერმდიდრები, არამედ სხვა კლასი, რომელიც გაცილებით უკეთ აღიქვამს ბედნიერებას... ძველ თბილისში მქონდა ფართი და ერთი სართული მთლიანად სასტუმროდ გადავაკეთეთ. აქედან დაიწყო ყველაფერი. Gallery Hostel Tbilisi“-ში ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება და სიამოვნება მოგზაურობაა. მერე ეს პატარა საქმე ბიზნესად გადაიქცა და გაფართოება მოითხოვა. სულ ვფიქრობდი, რომ ქართველებს ბედნიერებისა და პოზიტივის დეფიციტი აქვთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ტურისტული სააგენტო „Gallery travel Tbilisi“, რომელიც ორიენტირებულია, როგორც უცხოელი ტურისტების შემოყვანაზე, ასევე ქართველების გაყვანაზე უცხოეთში. თუმცა, რატომ მარტო უცხოეთში? ძალიან ბევრ ქართველს საქართველოც არ აქვს ნანახი.


ტურისტული ბიზნესის სპეციფიკა როგორია საქართველოში?
- საკმაოდ საინტერესო და თან პრობლემურიც. კარგი იქნება, თუ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება - მაგალითად, სიღნაღში აღარ იქნება წყლის პრობლემა, რადგან სიღნაღზე დიდი მოთხოვნაა. ბოლო დროს გამართულმა სპორტულმა ღონისძიებებმა ძალიან ბევრი ტურისტი მოიზიდა საქართველოში. უნდა გენახათ, სუპერთასის მატჩის წინ რა ხდებოდა ჩემს სასტუმროში - უამრავი მოხატული ადამიანი დადიოდა, აზერბაიჯანელები და სომხები ერთ ჭერქვეშ მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენ...
კარგი იქნება, თუ ხშირად მოეწყობა საერთაშორისო ივენთები. უცხოელებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სასაცილო ისტორიაც მახსენდება. მაგალითად, ერთხელ ჩამოსული იყო პორტუგალიელი ჟურნალისტი, რომელსაც საქართველოს შესახებ რეპორტაჟის მომზადება სურდა. უფლისციხეში გაემგზავრა, მაგრამ იქამდე ვერ ჩააღწია - გზაში ვინმე ვალიკო შეხვდა. ვალიკომ არც ერთი უცხო ენა არ იცოდა, ამ ჩვენს ჟურნალისტის კი მხოლოდ ინგლისური ესმოდა. ვალიკომ თავის სახლში წაიყვანა და მაგრად დაათრო. მეორე დღეს სასტუმროში დაბრუნდა ვალიკოს გამოტანებული ღვინითა და ვაშლებით.


- ქართველებს უყვართ მოგზაურობა?
- სხვათა შორის, ბოლო დროს გააქტიურდნენ და ზურგჩანთები მოიკიდეს. რატომღაც, ყველას უნდა ოთხ და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება ერთი კვირით ორას დოლარად - თავისი „ოლ ინკლუზივით“, ჭამა-სმითა და თვითმფრინავით. არადა მოგზაურობისთვის ბევრი ფული სულაც არ არის აუცილებელი. მთავარია დამოკიდებულება. ჩვენ გვყავდა სტუმრები, რომლებიც ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ, ზოგი კარვებში ათევს ღამეს. მე თვითონაც მიცხოვრია ჰოსტელში და ბერლინიდან ვალენსიაში ოთხ ევროდ გავფრენილვარ. ჩინეთსა და გერმანიაში ათევროიან ჰოსტელებშიც მიცხოვრია... უცხოეთში ჩემი პირველი ღამე სწორედ ჰოსტელს უკავშირდება. წარმოიდგინეთ, რომ სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად ხარ! იქ გავიცანი ევანგელისტური ეკლესიის მომავალი პასტორი, რომელსაც ჰქონდა იდეა, გაეკეთებინა ონლაინ პლატფორმები, სადაც ადამიანები აღსარებას ონლაინ ჩააბარებდნენ. მაშინ ეს ჩემთვის ძალიან უცხო იყო. მიყვარს მულტიკულტურული არეალი. მაგალითად, ჩინეთსა და იტალიაში ვიყავი მეჯვარედ. მეჯვარეობა ჩემი უნივერსიტეტის მეგობარმა მთხოვა და ჩინეთში ჩავფრინდი. იქაური ტრადიციული ქორწილი იყო, ბევრი რამ არ მესმოდა - მაგალითად, პატარძალმა ექვსჯერ გამოიცვალა კაბა. მათთან, ჩვენგან განსხვავებით, სამი ექვსიანი ბედნიერების მომტანი რიცხვია. სხვათა შორის, საქართველოს იცნობდნენ და იცით, საიდან? მეხუთე კლასის ისტორიის წიგნში უწერიათ, რომ სტალინი იატაკქვეშა სტამბაში პროკლამაციებს ბეჭდავდა.


- გერმანიაში როგორ აღმოჩნდით?
- ამაზე ძალიან საინტერესო ისტორია მაქვს. 90-იან წლებში, გაჭირვებაში, უშუქობაში ძალიან ბევრი სტიპენდია და გაცვლითი პროგრამა იყო გერმანიაში. მაშინ ერთმა გერმანელმა დამაფინანსა - ეს კაცი ომის დროს ტყვედ ჩავარდნილა და საქართველოში ჩამოუყვანიათ, სადაც, როგორც თვითონ ამბობდა, დიდ პატივს სცემდნენ. ამიტომ ძალიან უყვარდა ქართველები. ვცხოვრობდი მაინის ფრანკფურტში. მახსოვს, მაშინ მაღაზიაში გასაყიდად დაჭრილი პური რომ ვნახე, შოკი მივიღე - ღმერთო ჩემო, რა ზარმაცი ხალხია, პურის დაჭრაც კი ეზარებათ-მეთქი. გერმანიაში ვისწავლე კონცენტრაცია, დისციპლინა და მოთმინების უნარი. თუ ეს სამი რამ არ გაქვს, წარმატებას ვერასდროს მიაღწევ.


- ინტუიციას უფრო ხშირად ეყრდნობით თუ ლოგიკას?
ინტუიციას. და თითქმის არასდროს ვცდები. არ მიყვარს რუტინა, ლოგიკა და დოკუმენტები. ვინმემ საბუღალტრო დოკუმენტების დახარისხება რომ მომთხოვოს, ალბათ, მოვკვდები. ჩემთვის მთავარი იდეაა.


- საქმე ნულიდან დაგიწყიათ?
- ბევრჯერ. ადამიანებს ჰგონიათ, რომ არსებობს სტაბილური სამსახური. სამსახური კი არა, სტაბილური შენ უნდა იყო. ასევე, მნიშვნელოვანია კონტაქტები და ურთიერთობები. წარმატებული ის არის, ვინც ინფორმაციას ფლობს.


- მკაცრი ხართ თანამშრომლებთან ურთიერთობაში?
- არასოდეს. უფრო ქოუჩინგს ვეყრდნობი, ვეკითხები, რას ფიქრობენ. თუ ადამიანი დაითრგუნა, საქმეს კარგად ვერ გააკეთებს. უფრო მხიარული დამოკიდებულება მაქვს, ვიდრე მკაცრი.


 

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში

მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?