ვახტანგ ფხაკაძე: მივხვდი, რომ ყალთაბანდური ცხოვრებით არ უნდა მეცხოვრა

ბიზნესმენი

6 ოქტომბერი 14:00, 2015 წელი

ემსახურებოდე მოდას და სილამაზეს, ალბათ ძალიან ბევრი ადამიანის ოცნებაა. სილამაზე არის ის, რაც გადაარჩენს სამყაროს. პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ უკვე დიდი ხანია ქართველი ქალბატონების გალამაზებასა და კარგ განწყობაზე ზრუნავს. მისი დამფუძნებელი ვახტანგ ფხაკაძეა, რომელიც ასევე არის „ ივ როშეს“, „მაკის“ , „კალცედონიასა „და „ინტიმისიმის“ დამფუძნებელი საქართველოში.

ვახტანგ ფხაკაძე: ვიდრე „ლუტეციას“ დავაფუძნებდი, გრძელი და რთული გზა გავიარე. ჯერ კიდევ უხსოვარ დროში, როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე და ე.წ. „პერესტროიკა“ დაიწყო, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, (რომლებშიც ძალიან გამიმართლა), გვქონოდა საკუთარი საქმე. გვინდოდა, დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გვეკეთებინა. გვქონდა, ასე ვთქვათ, პატარ - პატარა ამბიციები... არც შრომა გვეთაკილებოდა. ჩემი ერთ - ერთი მეგობარი 90 - იანებში გადასახლდა შტატებში, შემდეგ სფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ მისი იდეა იყო, აქცენტი გაგვეკეთებინა პარფიუმერიასა და კოსმეტიკაზე.


-მანამდე რა იყო?
მანამდე იყო ბევრი სირთულე დაცემა და წამოდგომა. იმედგაცრუება..იმასაც ვფიქრობდით, რომ ამ ქვეყანაში არ გამოგვივიდოდა არაფერი და თავი დაგვენებებინა..მოხდა ისე, რომ 1994 წელს გადავსახლდი საფრანგეთში და 4 წელს იქ ვცხოვრობდი, რა ბიზნესი უნდა გამეკეთებინა საფრანგეთთან დაკავშირებით, თუ არა პარფიუმერიის ბიზნესი? მართალია, პატარა ბაზარია, მაგრამ ჩვენ ბევრს ვეცადეთ, სიჯიუტით გავიტანეთ და დავდეთ ლელო.


პროფესია?
პროფესიით გახლდით მათემატიკოსი, მაღლივში ვსწავლობდი, ფუნქციათა თეორიის სპეციალისტი ვარ. ჩემს მშობლებს, ბებია - ბაბუას სურდათ, „დოხტური“ გამოვსულიყავი და თეთრი ხალათი მცმოდა..ბებია ექიმი იყო თვითონ, მაგრამ მივხვდი, რომ არ შემეძლო, არ იყო ექიმობა ჩემი საქმე, ცუდად არ ვამბობ მართლა, იყო ექიმი, სხვა რამეა, სხვა ადამიანი უნდა იყო, უფრო ძლიერი, რომ ამდენი პაციენტის უარყოფითი ენერგია მიიღო თავზე და გაფილტრო.  არც კი გავედი გამოცდაზე (ეღიმება). შემდეგ რუსულ ჯარში ვმსახურობდი, არხის მშენებლობაზე და სწორედ მაშინ, როცა ნიჩბით ვთხრიდი არხს, სიმწრის ცრემლები მომდიოდა, მივხვდი, რომ სწავლა უნდა გამეგრძელებინა და ყალთაბანდური ცხოვრებით არ მეცხოვრა. არადა, მქონდა მიდრეკილებები. ძალიან მიყვარდა სილაღე, უდარდელობა, თავისუფლება.. კია ეს ყველაფერი ლირიკა, მაგრამ საკმაოდ ადრე მომიხდა საკუთარ თავზე ოჯახური მოვალეობების აღება.. მიწაზე ჩამოსვლა იყო საჭირო და საქმის ქონა, მათემატიკოსობას რაც შეეხება, პეტერბურგში რომ ვსწავლობდი, ჩემი ერთ - ერთი პედაგოგი ჩამოვიდა თბილისში. რომ შევხედე, დახეული პიჯაკი და სანდლები ეცვა, მაინცდამაინც აღარ მომინდა მათემატიკოსობა.


-საუბარში ახსენეთ, რომ თქვენი პირველი ბიზნესი პლასტმასის წარმოება იყო.
- კი, ასეა. ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებსაც დაახლოებით იგივენაირი ცხოვრება ჰქონდათ გამოვლილი და საკმაოდ ბევრი რამ ნანახი. 1988 წელს პირველი კოოპერატივი ჩამოვაყალიბეთ. უამრავი ახალი იდეა გვქონდა. მაშინ ისეთი დრო იყო, უბრალო ქვა რომ გეპოვა ქუჩაში და შეგეღება, კარგ ფასად გაყიდდი, ფაქტობრივად დეფიციტური იყო ყველაფერი. საცვლები, ფეხსაცმელი, ფეხსაცმლის საცხი, პური და კარაქი ერთად ერთ დახლზე იდიო და იყიდებოდა. წლები გადიოდა და მოგებაზე, ფულიოს შოვნაზე ვერ ვფიქრობდით. ძალიან ბევრი შეზღუდვა გვქონდა, თუნდაც ფიქსირებული ფასები..მოკლედ, ბევრი რამ ვცადეთ, სანამ ჯერ „ფრანგული სუნამოს სახლს“ და შემდეგ ლუტეციას დავაფუძნებდით. მაგალითად, მანამდე 100 000 დოლარი ჩავდეთ საქმეში და 40 000 დოლარის ამოღება ძლივს მოხერხდა. „ლუტეცია“ 2000 დოლარით დავიწყეთ. 200 000 დოლარამდე ავედით და რუსეთში ისეთი რამ დაგვემართა..1991 წელს მოსკოვში ჩავფრინდი, დავბინავდი სასტუმროში..ორი ტენტიანი მანქანით მინუს 35 გრადუს ყინვაში 160 000 ფლაკონი ჩამოვტვირთეთ.. მანამდე ჩვენ თვითონ ვაწარმოებდით და ვაფასოებდით ოთხი დასახელების სუნამოს.. მოკლედ ეს სუნამოები შევიტანეთ და დავასაწყობეთ სარდაფში, სადაც ცენტრალური თერმული გაყვანილობები გადიოდა და პლუს 35 გრადუსი ტემპერატურა იყო! ღამე მირეკავს დაცვა, ბატონო, სარდაფში ბათქა ბუთქის ხმები ისმისო. ტემპერატურული რეჟიმის გამო ფლაკონები დასკდა და დიდი ზარალი ვნახეთ..   ჩვენს ქსელში წარმოდგენილია როგორც მასმარკეტი, ასევე ლუქს და პრემიერ ბრენდები, ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავი ნიშ პროდუქცია.


გამორჩეულად გიყვართ რომელიმე ბრენდი?
-არა, ეგ არ შეიძლება, როგორ შეიძლება შვილები განასხვავო? ყველა ბრენდი ერთნაირად მიყვარს თითქმის, შეიძლება რომელიმე შვილი უფრო გეიმედებოდეს და რომელიმეს ხელი უფრო წაახმარო.


-თქვენი იმერული ხასიათი გეხმარებათ ამ სფეროში?
-ძალიან მეხმარება, იმერული ხასიათი არის მოქნილი, კაცთმოყვარე, თავაზიანი, თბილი და ადამიანებზე მორგებული, ბევრი ანეკდოტი კი დადის იმერლებზე და აფერისტობაზე, მაგრამ რეალურად ამ კუთხის თვისებები ძალიან დამეხმარა რაღაცების მიღწევაში. თუ შეგიძლია, სხვისი თვალით შეხედო სამყაროს, ეს კარგია. მყავს მე კახელი მეგობარი, თამაზ გაიაშვილი, აირზენას დამფუძნებელი, რომელიც სულ სხვა ტიპია.  კახელები უფრო სხვა ტიპები არიან, პირდაპირები.


-მეუღლეს ხშირად ანებივრებთ ხოლმე საჩუქრებით?
-ვერ ვიტყოდი. ზომიერად. თუ გგონიათ, ჩემი მეუღლე ყოველდღე შედის მაღაზიაში და იღებს, რასაც ხელს დაადებს და მოუნდება, ძალიან ცდებით, არ არის ასე. ჩემი მეუღლე და მეგობრები, მეც კი ისე ვყიდულობ პროდუქციას, როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი. ეს არის ბიზნესი და ბიზნესს პატივი უნდა სცე. თუმცა, როცა საჭიროა, ვჩუქნი ხოლმე, ჩემი და მისი გემოვნება ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს და ჩვენს ერთად ყოფნაში ამანაც დიდი როლი ითამაშა, გარდა იმისა, რომ მომხიბლა თავისი სილამაზით და ჭკუით. მე და ჩემს მეუღლეს ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?