რომელ ჩაის სვამს „გურიელის“ გენერალური დირექტორი?

ბიზნესმენი

13 ოქტომბერი 14:00, 2015 წელი

კომპანია „გეოპლანეტის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი ბიზნესში პოლიტიკიდან მოვიდა. ამბობს, რომ საკმაოდ მძიმე ვითარება დახვდათ, ამასთანავე, არც გამოცდილება ჰქონდათ და არც კაპიტალი, თუმცა კომპანია „გურიელმა“ მოახერხა ქართული ჩაის პრესტიჟის აღდგენა, ნდობის დაბრუნება და ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე. 

- კომპანია „გეოპლანტი“, რომელიც ჩაის ქართული ბრენდის „გურიელის“ მფლობელია, 1996 წელს შეიქმნა და მისი საქმიანობის ძირითადი სფერო ჩაის მოვლა-მოყვანა და გადამუშავება იყო. ვაწარმოებდით, ძირითადად, სანედლეულო ჩაის და ვაწვდიდით ჩაის წამყვან კომპანიებს, როგორებიცაა Martin Bauer, Lipton, Майский Чай. ჩაის ქართული ბრენდის შექმნა და დაფასოებული ჩაის წარმოების პროექტი 2008 წელს გაჩნდა. ორწლიანი მუშაობის შედეგად 2010 წლის ზაფხულში დაიბადა „გურიელი“. იმ დროისთვის საქართველოს, როგორც ჩაის მწარმოებელ ქვეყანას, არ ჰქონდა საკუთარი ნაციონალური ბრენდი. ქართულ პროდუქტს მაღაზიის თაროზე 2% ეჭირა - შეიძლება ეს ერთგვარ პარადოქსად ჩავთვალოთ, მაგრამ ფაქტია. დღეს „გეოპლანტი“ სამხრეთ კავკასიაში ლიდერი კომპანიაა როგორც ჩაის წარმოების, ასევე დაფასოების კუთხით.


- მართალია, გურული ხართ და თქვენთვის ეს თემა უცხო არ არის, მაგრამ მაინც მაინტერესებს, უშუალოდ თქვენ როგორ ჩაერთეთ ამ პროცესში?
- გურული ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩაი პირველად 1995 წელს ვნახე, როცა პრეზიდენტის რწმუნებულად ვმუშაობდი გურიის მხარში. ამ პერიოდიდან პრაქტიკულად მუდმივი შეხება მქონდა ჩაის მრეწველობასთან. „გეოპლანტში“ კი 2010 წლიდან ვმუშაობ. ჩაის ბიზნესი ერთ-ერთი ურთულესია. დაკავშირებულია ჩაის ბუჩქის მოვლა-პატრონობასთან, აგროტექნიკური ღონისძიებების დროულ და ხარისხიან განხორციელებასთან, კლიმატურ პირობებთან, ნიადაგის მდგომარეობასთან. შემდეგ ფოთლის კრეფის ხარისხი, მისი გადამუშავების ტექნოლოგია, ტექნოლოგიური პროცესების ზუსტი დაცვა, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება. დაბოლოს, დაფასოება, ბრენდის შექმნა, მისი მხარდაჭერა. ყველაფერი ეს მოითხოვს ცოდნას, გამოცდილებას, დიდ კაპიტალდაბანდებებსა და დროს. საბჭოთა პერიოდში ჩვენ მხოლოდ მოვლა-მოყვანისა და პირველადი გადამუშავების, ნაწილობრივ დაფასოების გამოცდილება მივიღეთ, მაგრამ არაფერი ვიცოდით მარკეტინგის, თანამედროვე მენეჯმენტის, პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამას დაემატა ის, რომ ტრადიციული ბაზრები დავკარგეთ და ყველაფრის აღდგენას, სწავლას, გამოცდილების შეძენას ახლა ვცდილობთ.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველო 136 ათას ტონა მზა პროდუქციას აწარმოებდა, 70 ათას ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაცია იყო, 150 პირველადი გადამუშავების საწარმო, 20-ზე მეტი დასაფასოებელი წარმოება, 3 მექანიკური ქარხანა, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტები. ეს იყო მთელი ინდუსტრია, სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელსაც ამ პირველადი მოხმარების პროდუქტზე საბჭოთა კავშირის მზარდი მოთხოვნილება უნდა დაეკმაყოფილებინა. რაოდენობაზე ორიენტაციამ ხარისხის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია და საბჭოთა კავშირის კოლაფსს ქართული ჩაის მრეწველობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. 
90-იანი წლების შუა პერიოდიდან საქართველოში შემოვიდა გერმანული კომპანია „მარტინ ბაუერი“.
ამ კომპანიის მიმართ დამოკიდებულება დღემდე წინააღმდეგობრივი და არაერთგვაროვანია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მისი დამსახურებაა ქართული ჩაის, როგორც აგროკულტურის, გადარჩენა და დღემდე მოტანა.
დღეს ჩვენი კომპანია 300 ჰა-ზე მეტ ჩაის პლანტაციას ფლობს, რომლის სრული რეაბილიტაცია მომავალი წლის ბოლოს დამთავრდება.
ჩვენი პროგნოზით, დღეს ჩაის მოხმარება მთელ მსოფლიოში იზრდება. ჩაი წყლის შემდეგ ყველაზე პოპულარული სასმელია. იზრდება როგორც შავი ჩაის (ძირითადად, აზიისა და არაბეთის ქვეყნები), ასევე მწვანე და ხილის ჩაის მოხმარება (ევროპა და აშშ).


- 90-იან წლებში რა იყო წარმოების ძირითადი სირთულეები?
- ეს იყო, ძირითადად, საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად დარღვეული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ერთი მხრივ, ენერგომატარებლების დეფიციტი და მაღალი ფასი, ხოლო, მეორე მხრივ, რეალიზაციის ბაზრის დაკარგვა. ამ ფაქტორებს ემატებოდა ფინანსური რესურსების სიმწირე. ამასთან გამკლავება მხოლოდ ახალი იდეებით, პროექტებით, საერთაშორისო ბაზრის ცოდნითა და მარკეტინგული გამოცდილებით იყო შესაძლებელი. ეს კი იმ დროისთვის, უბრალოდ, არ გვქონდა.


- რა უპირატესობა აქვს ქართულ ჩაის და თქვენ როგორ იყენებთ მას?
- გვაქვს დიდი უპირატესობები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და უნდა გამოვიყენოთ. ქართულ ჩაის ძალიან დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს, არის ეკოლოგიურად სუფთა და, კლიმატიდან გამომდინარე, გამოირჩევა საგემოვნო თვისებებით. ხილისა და ასევე, მცენარეულ ჩაიში შეგვიძლია გვქონდეს ჩვენი უნიკალური ხაზი, ამის საშუალებას კავკასიის ალპური ველური მცენარეები იძლევა. სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი დიდი რაოდენობის ხარისხიან შავ ჩაის ვერ ვაწარმოებთ, როგორც, მაგალითად, ცეილონი, ინდოეთი ან ნეპალი, მაგრამ ყველას თავისი ნიშა აქვს. „გეოპლანტმა“ მას მერე, რაც ბრენდირებული დაფასოებული ჩაის წარმოება დაიწყო, 64 სახეობის პროდუქტი გამოუშვა. ჩვენ გვაქვს ე.წ. დიდი ქოლგა ბრენდი „გურიელი“, არის პრემიალური სეგმენტის ხაზი „პრინცი გურიელი“, ასევე, „გურიელი კლასიკური“, „გურიელი ხილის ჩაი“, რომელიც აერთიანებს ველურ ტყის ხილს, კენკრას, ქართულ სუბტროპიკს. საქართველოში პირველად ჩვენ გამოვუშვით „გურიელი მცენარეული ჩაი“, რომელიც აერთიანებს ალპურ ჩაის - დეკას, ასევე გვირილასა და პიტნას. „პრინცი გურიელის“ ხაზში ჩვენ პირველად შევთავაზებთ მომხმარებელს პირამიდულ შეფუთვას.


- გამორჩევით გიყვართ რომელიმე სახეობა?
- კი, „გურიელი კლასიკური მწვანე ჩაი“. დღეში, დაახლოებით, ხუთ ჭიქას ვსვამ, ოღონდ ეს ჭიქა საკმაოდ დიდი ზომისაა.


- ტიპური გურულის ხასიათი გაქვთ?
- დიახ, ტიპური გურული ვარ, ენაკვიმატობასა და სისხარტეს არ ვუჩივი.


- რამდენად მკაცრი ხართ?
- შინ, შვილებიდან და შვილიშვილიდან დაწყებული, ყველა ჩემი უფროსია (იღიმის), მათ უფრო აქვთ ჩემ მიმართ ავტორიტარული დამოკიდებულება. მოთხოვნები მათ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე მე.


- სამსახურში?
- სამსახურში საკმარისზე მეტადაც მკაცრიც ვარ, მომთხოვნიც და გულისხმიერიც. 


- „შავია“ თქვენი გურული იუმორი?
- რას ნიშნავს „შავი“ და „თეთრი“ იუმორი? თუ ადამიანს აწყენინე ან შეურაცხყოფა მიაყენე, ეგ რაღა იუმორია? თუ შენს იუმორზე მარტო შენ გეცინება, ე.ი. პრობლემები გაქვს.


- თქვენს ოჯახზეც გვითხარით...
- მყავს არაჩვეულებრივი ხასიათის მეუღლე, სხვათა შორის ისიც გურულია და სამი შვილი. იშვიათად მითქვამს მათთვის პირადად, მაგრამ რასაც აკეთებენ, ყველაფერს კარგად აკეთებენ. სხვათა შორის, შვილებთან არც ისე მკაცრი ვარ, როცა შესაქებია, აუცილებლად უნდა შეაქო. არ მესმის, რას ნიშნავს მკაცრი აღზრდა, არ შეიძლება, შენი სურვილისამებრ განვითარდეს ადამიანი, მას თავისი არჩევანის უფლება აქვს. ზოგადად, შვილისთვის შენიშვნის მიცემა კი, რა თქმა უნდა, საჭიროა. კიდეც გვიკამათია. არც ჩემსა და არც ჩემი შვილების ხასიათში არ ზის პირფერობა. თუ რამე არ მოგვწონს, ამას ერთმანეთს პირდაპირ და თავისუფლად ვეუბნებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?