დავით კობეშავიძე: „უემოციოდ არც ერთი ბავშვის დაბადებას არ შევხვედრივარ!“

ბიზნესმენი

3 ნოემბერი 10:00, 2015 წელი

სამშობიარო სახლი „იმედის კლინიკა“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლინიკაა საქართველოში. ემსახურებოდე ახალი სიცოცხლის ამქვეყნად მოვლინებას, თანაც ერთდროულად ორი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იყო პასუხისმგებელი, არ არის ადვილი ამოცანა, თუმცა კლინიკის დამფუძნებელი დავით კობეშავიძე ამბობს, რომ მუხლჩაუხრელი შრომით, თავდადებითა და უდიდესი სიყვარულით ყველაფერი მიიღწევა.


-
 ბატონო დავით, დღეს „იმედის კლინიკას“ უამრავი პაციენტი ჰყავს. როგორ იწყებოდა ყველაფერი?
- როგორც სხვა ნებისმიერი საქმე, ჩვენი საქმეც ანალიზით დაიწყო. როცა რაღაცას ხელს ჰკიდებ, უნდა იფიქრო, დაძლევ თუ არა ბოლომდე. პროფესიონალად ჩამოყალიბებას მთელი ცხოვრება სჭირდება. პროფესიონალებად არ იბადებიან. ალბათ, ჩვენშიც მომწიფდა ნიადაგი და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ისეთი კლინიკა, სადაც მაქსიმალურად შევქმნიდით ოჯახურ გარემოს. თავიდან რკინიგზის საავადმყოფოში ვმუშაობდით. უმძიმესი პერიოდი გავიარეთ, გათბობის, დენის პრობლემა ჰქონდა თვითონ სტაციონარს. მიუხედავად ამისა, პაციენტი არასდროს დაგვკლებია. ეს იყო მძიმე შრომა და უდიდესი პასუხისმგებლობა. ძალიან გაგვიჭირდა სახსრების მოძიება. მინდა, ვუთხრა ყველა დამწყებს, რომ არაფერი ცუდი არ არის იმაში, თუ გრანიტის, კაფელის დაგებასა და სარემონტო სამუშაოებს თვითონ შეასრულებს! მე მაგალითად, დღემდე კარგად ვიცი ეს საქმე. საოცრად კონკურენტულ გარემოში მოგვიწია დაფუძნება. წელს საიუბილეო მეათე წელი გვაქვს და მიხარია, რომ ჩვენმა „იმედომ“ ამხელა ავტორიტეტი მოიხვეჭა. მახსოვს, პირველი ბიჭი გაჩნდა და მისი დაბადება ჩვენი კლინიკისთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა. ამ ათ წელიწადში სწორმა მენეჯმენტმა განაპირობა ის, რომ კლინიკა განვითარდა და გაფართოვდა. წელს მოგვენიჭა დარგის ლიდერის წოდება, აგრეთვე, დავჯილდოვდი საუკეთესო სპეციალისტის პრიზით, ახლახან მომენიჭა თსსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება. ეს ყველაფერი კოლოსალური შრომის შედეგია, თუმცა, მიღწეულით არასდროს უნდა დაკმაყოფილდე. ეს უნდა უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის სამოქმედო პროგრამასავით.


და კიდევ ერთი! კლინიკური მედიცინა მთლად ბიზნესი არ არის, ბიზნესის მოგება-წაგების თვალით მას არ უნდა შეხედო!


- თქვენი საქმე საკმაოდ რთული და სპეციფიკურია...
- ნამდვილად ასეა. რამდენ სპეციალობას იცნობთ სამედიცინო დარგში, რომელსაც ერთდროულად ორ სიცოცხლესთან აქვს საქმე? ჩვენ ვართ თსსუ-ს აფილირებული კლინიკა და ძალიან ბევრი საერთო პროექტი გვაქვს. შეიქმნა სამედიცინო კლუბი „იმედის კლინიკა“, სადაც სტუდენტები გაერთიანდებიან. ასევე, რექტორატის მომართვით, შტატში მუშაობს ოთხი სტუდენტი ექთნის თანაშემწედ. ახალგაზრდებს განვითარებისთვის ძალიან კარგი სარბიელი ეძლევათ.


- თქვენი პროფესიული არჩევანი ოჯახურმა ტრადიციამ განაპირობა?
- მედიკოსობა ჩემი ოჯახური ტრადიციაა, თუმცა არა - მეანობა-გინეკოლოგია. მეოთხე კურსზე რომ გადავედი, პირველად დავესწარი მშობიარობას და მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი პროფესია. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, გასაჭირში მყოფთა დახმარებისთვის მოწინავე რიგებში ვყოფილიყავი. ჩემმა შვილებმაც, ვაჟებმა, ეს გზა აირჩიეს. გოგონამ სამედიცინო მენეჯმენტის განხრა ამჯობინა. ისინი დღეს ჩემს კლინიკაში მუშაობენ და მათ მიმართ ორმაგად უფრო მკაცრი ვარ, ვიდრე სხვა თანამშრომლებთან. აქ ისინი არ არიან ჩემი შვილები. მეც ასე გამზარდეს, სულ რეჟიმში ვიყავი. შვილს მშობლის შიში კი არა, რიდი უნდა ჰქონდეს, ამავდროულად შვილთან უნდა მეგობრობდე. ახალგაზრდებს სულ ვეუბნები, რომ ამ პროფესიის სასარგებლოდ ბევრი რამ უნდა დათმო. 


- ოდესმე გინანიათ საკუთარი არჩევანი?
- არასოდეს! ასჯერ რომ დავბადებულიყავი, ასჯერვე იმავე გზას გავივლიდი და ავირჩევდი. სანამ ამ მიმართულებას აირჩევ, კარგად უნდა დაფიქრდე, არ შეიძლება, მეანობა-გინეკოლოგია მხოლოდ დიპლომისთვის ისწავლო! ზოგჯერ არის, რომ პაციენტს იქით ახარჯავ სახსრებს, რადგან ასეა საჭირო. მოხარული ვიქნები, თუ იმ დროს მოვესწრები, როცა სამედიცინო ბიზნესი შემოსავლიანი იქნება საქართველოში. დღეს ეს პერიოდი არ აქვს ქვეყანას. ამიტომ ვკმაყოფილდებით იმით, რასაც ღმერთი გვაძლევს. 


- როგორი განცდაა, ემსახურებოდე ახალი სიცოცხლის მოვლინებას?
- 30 წელია, ამ დარგში ვმუშაობ და ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, რამდენი ბავშვი მყავს მიღებული, მაგრამ უემოციოდ არც ერთი ბავშვის დაბადებას არ შევხვედრივარ. კლინიკაში პატარას დაბადებას მრავალჟამიერით ვხვდებით. საოცრებაა, როცა ამაში მონაწილეობ. 


- რამეზე გწყდებათ გული?
- რა თქმა უნდა. ჩემი რამდენიმე უახლოესი თანამებრძოლი აღარ არის ცოცხალი. შეიძლებოდა, რაღაცები უკეთესადაც გაგვეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირეა ჩემს ცხოვრებაში ასეთი მომენტები, უსაქმურად და უმიზნოდ გატარებულ, დაკარგულ წუთებზეც მწყდება გული. არაფრით შეიძლება, რომ სიზარმაცისა თუ მოუცლელობის გამო მომენტი ხელიდან გაუშვა. გვქონია ძალიან მძიმე მარცხიც, რომელიც დღემდე ვერ მომინელებია... თუმცა როცა განსაცდელს მოგივლენს ღმერთი, იქვე გამოსავლის გზასაც დაგანახვებს. 


- რთულ სიტუაციებში ემოციურად რეაგირებთ, პანიკა თქვენთვის ნაცნობია?
- სამსახურში მე ვარ კლინიკის დირექტორი და არა - დავით კობეშავიძე! შეიძლება, დავით კობეშავიძეს ახასიათებდეს ემოციები, მით უმეტეს, გურული ვარ, თუმცა ემოციით ვერ მართავ ამხელა კოლექტივს. ეს ჩემი ოჯახია, უცხოეთში ყოფნისას ჯერ კლინიკაში ვრეკავ და მერე სახლში. ჩემს თანამშრომლებს საკმაოდ მკაცრი სელექცია აქვთ გავლილი. მათ, პირველ რიგში, პატიოსნება და საქმის ერთგულება მოეთხოვებათ. მთავარი კი ჩვენთვის ადამიანია. 


- რამე სხვა აქტივობისთვის გრჩებათ დრო?
- ძალიან მიყვარს ოჯახში ფუსფუსი. ექვსი შვილიშვილი მყავს და ნამდვილად მეოჯახე კაცი ვარ. ამასთანავე, ძალიან მიყვარს ნადირობა. თუ ვინმეს ჩემთვის საჩუქრის გაკეთება უნდა, ვიტყვი, რომ ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი კარგი მონადირის ლეკვი ან კარგი თოფი იქნებოდა. (იცინის).


- ვიცი, რომ თქვენს კლინიკას საინტერესო სოციალური კამპანია აქვს აბორტის წინააღმდეგ.
- ჩვენს კლინიკაში პრინციპულად არ კეთდება აბორტი. როცა ჩემს პირველ შვილიშვილს ველოდებოდი, ეს მაშინ გადავწყვიტე. აბორტი დანაშაულად მიმაჩნია. ჩვენ ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.


 





დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?