,,ოქროს კათხა"-ს დამფუძნებელი: კმაყოფილი სტუმარი ჩვენი პრესტიჟია

ბიზნესმენი

24 ნოემბერი 10:00, 2015 წელი

რესტორნები „ოქროს კათხა“, „ფაეტონი“ და „მუხამბაზი“ დიდი ხანია, ქართველებისთვის თავშეყრის, განტვირთვისა და გართობის საყვარელ ადგილად იქცა. ამ რესტორნების დამფუძნებელია ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი ჯუმბერ ბერაძე.


ბატონო ჯუმბერ, სახელოვნებო სფეროდან ბიზნესსექტორში გადახვედით, როგორი იყო თქვენი გზა?
- საერთოდ, მოცეკვავის პროფესიას ერთი სპეციფიკა აქვს: მასზე ასაკი მოქმედებს. 20 წელი ვიდექი პროფესიულ სცენაზე და ამით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ვიყავი იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც „სუხიშვილები“ ჰქვია. მას შემდეგ გადავედი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში გენერალური დირექტორის მოადგილედ. აქედან გადავედი შემოქმედებით გაერთიანება „მელოდიაში“, რომელიც მთელი კავკასიის რეგიონული მასშტაბით განაგებდა და წარმართავდა მუსიკალურ პოლიტიკას. დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი, უფრო კარგი შემფასებელი ვიყავი და ვარ, სამაგიეროდ გახლდით პროფესიონალი მოცეკვავე და მთელ სულსა და გულს ვდებდი ამ საქმეში.


- „სუხიშვილებში“ როგორ მოხვდით? რაიმე განსაკუთრებული ისტორია ხომ არ გაქვთ?
- მამა ექიმი იყო და თან არაჩვეულებრივად ცეკვავდა. ერთხელ ჩვენთან ცნობილი ქორეოგრაფი, მამას მეგობარი ბუხუტი დარახველიძე მოვიდა და შესთავაზა, ეგებ ჯუმბერმაც იცეკვოსო. მაშინ 14 წლის ვიყავი და მანამდე არ ვცეკვავდი. 17 წლის ვიყავი, როდესაც სუხიშვილების ანსამბლში გადავედი. ეს იყო ჩემი ცხოვრების სრულიად ახალი ფურცელი. იქ მარტო მოცეკვავედ კი არა, პიროვნებადაც ჩამოვყალიბდი. ილიკოსგან და ნინოსგან ბევრი ისეთი თვისება შევიძინე, რომლებიც შემდგომ ცხოვრებაშიც და საქმეშიც ძალიან გამომადგა. პირველ რიგში, შრომისმოყვარეობა, მომთხოვნი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, საკმაოდ მკაცრი ადამიანი ვარ, ასევე პრინციპულობა და კორექტულობა.


- ქალბატონ ნინოზე ხშირად ამბობენ, რომ ძალიან მკაცრი იყო რეპეტიციებისას.
- ასეც არის. ის მაღალი ხარისხით გვთხოვდა იმ საქმის შესრულებას, რისთვისაც მოწოდებულები ვიყავით. დისციპლინის გარეშე არავითარი საქმე არ გამოვა. საათობით ვვარჯიშობდი, შაბათ-კვირა ჩემთვის არ იყო, ძალიან ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმა. 


- ჰო, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭი იყავით და ქუჩაში დგომა, მეგობრებთან გართობა არ გინდოდათ?
- ქუჩაშიც ვიდექი. სოლოლაკში ვარ გაზრდილი და იქ საინტერესო ბირჟა იყო, სადაც სხვადასხვა თაობისა და ეროვნების ხალხი იკრიბებოდა. მაშინდელი ბირჟა ძალიან განსხვავდებოდა 90-იანი წლებისა და დღევანდელი ბირჟისგან. ამდენი გასართობი არ გვქონდა, სამაგიეროდ ძალიან საინტერესო შეხვედრები ხდებოდა, უფრო მჭიდრო კონტაქტები იყო, ვმეგობრობდით... მატერიალურ-ტექნიკურმა პროგრესმა ეს დაკარგა და გაუცხოება მოიტანა. ადამიანი მარტო ხორცი არ არის, მთავარი სულია.


- ბევრი გიფიქრიათ ამაზე.
- კი, ადრეც ბევრს ვფიქრობდი. 1988 წელს გამოვეცით დისკზე საეკლესიო საგალობლები, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა მძვინვარე ათეიზმის პერიოდში. უამრავი სიძნელე გავიარეთ. სამხატვრო საბჭოზე ამ საკითხის დასმა ურთულესი იყო. როცა ამის შესახებ მოსკოვში კომპანიის ხელმძღვანელს ვუთხარი, ცოტა კი შეცბა, მაგრამ მაქსიმალურად დამიდგა მხარში. შემდეგ ეროვნული მოძრაობის წევრებმა რომ ნახეს ეს დისკი, განცვიფრებულები დარჩნენ... არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვიყავით საბჭოთა კავშირში, თუნდაც ილიკო და ნინო, რომლებმაც ქართული ცეკვა გაალამაზეს და ფორმა მისცეს... თორემ თქვენ რომ 30-იანი წლების ქართული ცეკვები ნახოთ, დღევანდელი სახისგან ბევრად განსხვავდება. ჩვენ გამოვდიოდით მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, რაზეც აქ არ აქვთ სრულფასოვანი ინფორმაცია. Metro-Goldwyn-Mayer--ში ფრენკ სინატრას შემდეგ გამოვედით. 50 კონცერტი ჩავატარეთ. ძალიან კარგი დრო იყო, მთლიანად ანსამბლის ცხოვრებით ვცხოვრობდი.



- რა პროფესიის ბრძანდებით?
- აგრონომი - ღვინის ტექნოლოგი ვარ. ბიზნესს რაც შეეხება, აქაც „შემთხვევით“ მოვხვდი. ცეკვას 38 წლის ასაკში დავანებე თავი და მინდოდა, საკუთარი საქმე წამომეწყო, უსაქმოდ ყოფნას ვერ ვიტან. ამერიკელმა ბიზნესმენმა დაგვპატიჟა მანჰეტენზე ცნობილი მოცეკვავის, მიშა ბარიშნიკოვის რესტორან „სამოვარში“. მეც გადავწყვიტე, რესტორანი გამეხსნა. თავიდან გავაკეთე „მარკო პოლო“, რაშიც თეატრის მხატვრები, მურაზ მურვანიძე, მირიან შველიძე და უშანგი იმერლიშვილი დამეხმარნენ. ვფიქრობ, რომ ცხოვრება თეატრია და ყველაფერი თეატრალიზებული უნდა იყოს. შემდეგ გადავწყვიტე, ქართული რესტორანი დამეფუძნებინა. განვახორციელე „ფაეტონის“ პროექტი. შემდეგ გავხსენი „ოქროს კათხა“ და „მუხამბაზი“. რესტორანი არის ადგილი, სადაც ადამიანმა უნდა დაისვენოს. ურთულესია, ნასვამ ქართველ კაცს რამე მოაწონო, მაგრამ ჩვენ ვახერხებთ. სამივე რესტორანში ძალიან კარგი მუსიკოსები გვყავს - სოფო ბედია, „შვიდკაცა“, „კვინტეტი“, ვთანამშრომლობთ კაკო ვაშალომიძესთან... ჩვენ ვხარშავთ საკუთარ ლუდს, ცოცხალ, მაღალი ხარისხის ლუდს. ჩემი ლუდი „ჰენდმეიდია“, რომელიც ჩეხურ მინიქარხანაში მზადდება, ნედლეული ჩამოგვაქვს ჩეხეთიდან, საფუარი - პრაღის ლუდსახარში ინსტიტუტიდან. გვყავს ასევე ჩეხი ტექნოლოგები, რომლებსაც პირად კონტროლზე აქვთ ხარშვის პროცესი აყვანილი. რესტორანში ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა იყოს - პროდუქტიც და მომსახურებაც. თქვენ შეგიძლიათ სახლში მობრძანდეთ ჩემთან და ყველაფერი აურ-დაურიოთ, მაგრამ ბიზნესი არის საქმე და აქ გადაცდომას ვერავის ვაპატიებ.

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში

მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?