„თალიზი“ - როცა გარეგნობა მამაკაცებისთვისაც მნიშვნელოვანია

ბიზნესმენი

12 იანვარი 10:00, 2016 წელი

თმის გადანერგვის, ანუ ტრანსპლანტაციის, ერთ-ერთი პიონერი საქართველოში კლინიკა „თალიზი“ იყო. დღეს რუბრიკის სტუმარია კლინიკის დამფუძნებელი, პლასტიკური ქირურგი, მეცნიერებათა დოქტორი აკაკი წილოსანი. 


- „თალიზი“ თმის ტრანსპლანტაციის სფეროში პირველი სპეციალიზებული კლინიკა იყო საქართველოში. ვიდრე თმის გადანერგვის ოპერაციებზე დავიწყებდი მუშაობას, ზოგადი პროფილის ქირურგი ვიყავი. ჩვენ მუშაობა რეალურად 1998 წლიდან დავიწყეთ. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. 
რა თქმა უნდა, საქართველოში, მით უმეტეს, 90-იან წლებში დამოკიდებულება სკეპტიკური გახლდათ. შეიძლება სკეპტიკურიც არა, მაგრამ ეჭვის თვალით უყურებდნენ. ფიქრობდნენ, რომ ეს პარიკთან იყო ასოცირებული და არ იყო მამაკაცური, თან გაცვენილი თმა კაცისთვის დიდ პრობლემად არ მიიჩნეოდა. მეორე მხრივ, იყო შიში, აინტერესებდათ, იწვევს თუ არა თმის გადანერგვა სიმსივნეს და ა.შ. ეს, დაახლოებით, იმას ჰგავდა, მობილურები რომ გამოჩნდა პირველად და კითხვები უჩნდებოდათ მავნე გამოსხივებასთან დაკავშირებით. დღეს ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა. 
საერთოდ, თმის გადანერგვის ისტორია იაპონიას უკავშირდება, იაპონელ ოფთალმოლოგ სოჯი ოკუდას, და მთელ მსოფლიოში დიდი ხნის ისტორიაც აქვს - კერძოდ, 1937 წლიდან, მაგრამ დღეს ამ მხრივ წამყვან ქვეყნებად აშშ და კანადა მიიჩნევა.
თმის გადანერგვაში იგულისხმება არა ღერების, არამედ ძირების გადანერგვა, რითიც ის თავის ანატომიურ თავისებურებას ინარჩუნებს. გადანერგილი თმა იზრდება ჩვეულებრივად და არ ცვივა. თმის ღერები ინერგება ფოლიკულური გაერთიანების სახით და ჩვენ 2012 წელს ამ მხრივ მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ - ერთი ოპერაციის განმავლობაში 9688 გრაფტი გადავნერგეთ. ჩვენ დავიწყეთ პირველად მსოფლიოში ნაკერიანი და უნაკერო მეთოდების გამოყენება, აგრეთვე, გრძელი თმის გადანერგვა. 


- რამდენად არის პაციენტების ინფორმირებულობა გაზრდილი?
- ძალიან, შედარებაც არ შეიძლება. პირველ ეტაპზე საკმაოდ სულელური კითხვებით მომმართავდნენ ხოლმე: ხომ არ იწვევს ტვინის კიბოს, კანის კიბოს, მეხსიერების დაკარგვას და ა.შ. ახლა უკვე სხვანაირი კუთხით უყურებენ. რა თქმა უნდა, ანონიმურობა გარანტირებულად დაცულია, რადგან თავად პაციენტები ითხოვენ ამას. 


- ალოპეცია სერიოზულ კომპლექსებს იწვევს?
- ადამიანს გააჩნია. ზოგს არ ექმნება გაცვენილი თმის გამო დისკომფორტი, თუმცა ძირითად შემთხვევაში მაინც იწვევს დისკომფორტს. თმის გადანერგვის შემდეგ აბსოლუტურად ეცვლებათ დამოკიდებულება საკუთარი გარეგნობის მიმართ, გამომეტყველებაც და რამდენიმე წლით ახალგაზრდავდებიან. აშშ-ში კვლევებმა დაადგინა, რომ მამაკაცები თავიანთი აქტიური სიცოცხლის ხუთ წელს დათმობდნენ, ოღონდ თმები ჰქონოდათ. გარეგნობა მამაკაცებისთვისაც მნიშვნელოვანია. მე თვითონ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც თმა გადაინერგა, როდესაც 35 წლის ასაკში ამ დარგით დავინტერესდი. 


- სხეულზე თუ ხდება თმის გადანერგვა?
- კი, როგორ არა, ჩვენ მალაიზიასა და სინგაპურში ვაკეთებთ ოპერაციებს. იქ სხეულზე მცირე გათმიანება აქვთ და ეს ოპერაცია ძალიან პოპულარულია. ინერგავენ წარბებსაც, წვერსაც. ჩვენ გვყავდა იტალიელი პაციენტი გოგონა, რომელმაც სხეულის ინტიმურ ადგილას გადაინერგა თმა. ასეთებიც ხდება ხოლმე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?