„მინდა, მილანის მოდის კვირეულზე არა იტალიის, არამედ საქართველოს სახელით წარვდგე“

ჩვენ გვერდით

8 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

თამარ კობიძე დიზაინერია, მის ჩანთებს აქვს წარწერა: „დამზადებულია საქართველოში“, მაგრამ შეიძლება, გაზაფხულზე  მილანის მოდის კვირეულზე კოლექციის წარდგენა იტალიის სახელით მოუწიოს... თუმცა ამის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. 

24 წლის თამარ კობიძე პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ამჟამად სრულიად განსხვავებული პროფილით მუშაობს. როგორც თავად ჰყვება, ჩანთების კერვა სრულიად შემთხვევით დაიწყო. გასულ წელს ბერლინში სამკაულებისთვის განკუთვნილი ხის ნივთი შეიძინა, პირამიდის ფორმა მისცა და ჩანთად გადააკეთა.

- მართლაც, ძალიან ლამაზი და თვალშისაცემი გამოვიდა. ჩემს მეგობრებსაც ისე მოეწონათ, უცბად აიტაცეს. ამიტომ, შევიძინე ტყავი, გამოვჭერი და პირველი „ნოაც“ შეიქმნა. ჩანთების ბრენდს ჩემი მეგობრის შვილის სახელი დავარქვი. უკვე 10 თვეა, რაც „ნოა“ არსებობს. 

- გქონდათ მოლოდინი, რომ „ნოა“ მალევე გახდებოდა პოპულარული?
- ამის მოლოდინი ნამდვილად არ მქონია. მოხდა ისე, რომ საცდელი ეგზემპლარების შემდეგ უამრავი შეკვეთა მივიღე. „ნოა“ ბევრმა ცნობილმა სახემ თუ ჟურნალისტმა აიტაცა, სოციალურ ქსელშიც მალევე გახდა ცნობილი. თავიდან ვფიქრობდი, რომ, რადგან „ნოა“ ასეთი თვალშისაცემია, ბევრს შეიძლება, ამის გამო მის დაჭერაზე უარიც ეთქვა, თუმცა, საბედნიეროდ, შევცდი. შემდეგ ჩემი კონსტრუქცია დავაპატენტე. ახალა, როცა შეკვეთას ვიღებ, პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ჩანთაში დამკვეთის ხასიათი ჩანდეს.


- სად მდებარეობს „ნოას“ ატელიე?
- საკუთარი ატელიე არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ეს დისკომფორტს არ მიქმნის, რადგან რამდენიმე სახელოსნოსთან ვთანამშრომლობ და შეკვეთას მალევე ამზადებენ. ვიცი, რომ, პირველ რიგში, საკუთარი სახელოსნო მჭირდება, რადგან გაყიდვების რიცხვი საკმაოდ მაღალია, თუმცა ასეთ მოკლე ვადაში ყველა გეგმის განხორციელება ადვილი არ არის. 


- ვიცი, რომ „ნოა“ უცხოეთშიც მოსწონთ, მათ შორის - იტალიაშიც...
- დიახ. პირველი დიდი გამოხმაურება ყაზახეთში ჰქონდა. იქაურ მოდის კვირეულზე ყაზახ დიზაინერს აქსესუარები დასჭირდა, დამიკავშირდა და „ნოას“ ჩანთები გავუგზავნე. ამის შემდეგ ყაზახეთის მაღაზიებიდან დიდი შეკვეთებიც მივიღე.
რაც შეეხება იტალიას, მილანში ჩემი მეგობარი ბაჩო წიბალაშვილი ცხოვრობს, რომელიც ძალიან ახლოს არის მოდის სამყაროსთან. ბაჩომ შემომთავაზა, ერთი ცნობილი მილანელი ქალბატონისთვის, რაც კლარასთვის ლუქ ბუქი გამეგზავნა. ამ ქალს დოლჩე გაბანა, გუჩი, მეისონ მარტინ მარჯიელა და სხვა ცნობილი დიზაინერები აცმევენ. ამიტომ ბაჩოს წინადადებას იმდენად ზედაპირულად შევხედე, რომ „ნოას“ ჩანთების მხოლოდ 4 ფოტო გადავუგზავნე. საღამოს უკვე შეტყობინება მივიღე, რომ რაც კლარა ჩემს პროდუქციას ელოდებოდა. ამასობაში ჩემი მეორე მეგობარი შემეხმიანა, რომელსაც მილანში რესტორანი აქვს. მითხრა, რომ მასთან მილანის მოდის კვირეულის სამხატვრო მენეჯერი სადილობდა და „ნოას“ ფოტოები აჩვენა. მილანში ჩანთები გავგზავნე და ოფიციალურმა წერილმაც არ დააყოვნა. სექტემბრის ბოლოს მილანის მოდის კვირეულზე მელოდნენ. ეს არა საგამოფენო ჩვენებას, არამედ ჩემი კოლექციის წარდგენას ეხებოდა. როცა ხარჯებს გადავხედე, მივხვდი, რომ ამ ეტაპზე ვერ შევწვდებოდი.


- მაინც, რა თანხებზეა საუბარი?
- სრული ხარჯი 18 000 ევროს აღწევს. სექტემბრის ბოლოს ვერ მივდივარ, თუმცა შემოთავაზება ძალაში რჩება და გაზაფხულზეც შემიძლია წარვდგე.


- წასვლაში მხოლოდ ფინანსების არქონა გიშლით ხელს?
- მოსამზადებლადაც ცოტა დრო მქონდა - მხოლოდ ერთი თვე. გარდა ამისა, არც დასახმარებლად მიმიმართავს ვინმესთვის და არც კოლაბორაციაზე მიფიქრია. ვფიქრობ, გაზაფხულამდე ჩემი შემოსავლით, მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით ფინანსებსაც მოვუყრი თავს. ყაზახეთიდანაც მქონდა შემოთავაზება, რომ მილანის მოდის კვირეულზე მათი და არა საქართველოს სახელით წარვმდგარიყავი, თუმცა ამაზე უარი ვთქვი.


- გაზაფხულზე საქართველოს სახელით წარდგებით?
- მილანის მოდის კვირეულზე საქართველოს სახელით ვერ წარვდგები, თუ ჩემი ქვეყანა „ნოათი“ არ დაინტერესდება. იმედია, ასე არ მოხდება. ერთ-ერთ იტალიურ ბრენდთან, რომელიც ქალის საღამოს კაბებს კერავს, შევთანხმდი, რომ ხარჯებს გავიყოფთ და მილანის მოდის კვირეულზე ერთად წარვდგებით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უკვე იტალიის სახელით მომიწევს.


- და ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს?
- ეს ჩემთვის ძალიან რთული იქნება!  „ნოას“ ჩანთები აფხაზეთშიც მაქვს გაგზავნილი. იმ ბედნიერებას ნამდვილად ვერ ფარავს მილანის მოდის კვირეულზე მიწვევა. როცა წარმოვიდგენ, რომ სოხუმელ გოგოს უჭირავს ჩანთა, რომელსაც აწერია „დამზადებულია საქართველოში“, ემოციებისგან ცრემლს ვერ ვიკავებ. მილანის მოდის კვირეულზე სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ასე რომ, საქართველოში თუ მოვიპოვებ დაფინანსებას, იტალიურ ბრენდთან თანამშრომლობა არ მომიწევს.


- „ნოას“ ჩანთებით ვინმეს დაინტერესებას რატომ ცდით?
- ზუსტად ვიცი, რომ ინვესტორს მოდის სფეროს მიმართ ინტერესის გამოჩენა გაუჭირდება. „ნოა“ ახალია და არ იციან, რამდენად გაამართლებს. ბიზნესმენების საქმეა, რამდენად უღირთ ჩემი დაფინანსება.


- სხვას რას საქმიანობთ?
- აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვარ. გარდა ამისა, საინფორმაციო სააგენტოც მაქვს, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამბებს აშუქებს, სადაც ხანდახან მეც ვწერ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?