კორონავირუსი VS ნიუ იორკის მედპერსონალი

ჩვენ გვერდით

30 აპრილი 13:00

მას მერე, რაც მსოფლიო კორონავირუსმა მოიცვა, ბევრს არ გასჭირვებია ისე, როგორც ნიუ-იორკს. ათასობით მედპერსონალი მთელი ქვეყნის მასშტაბით - და მათი უმეტესობა, ქალი - ცდილობს, დაიცვას ქალაქი. 

სინდი ლიმ დაგსაანი


„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ რაც შეიძლება მცირე დროში მოვახერხოთ ვირუსის შეკავება“, ამბობს დაგსაანი, სამხედრო რეზერვისტი და ექთანი პრაქტიკანტი კალიფორნიიდან. „ჩვენ გვერდით ადამიანები დაუღალავად შრომობენ, ჩემთვის საამაყოა მათ მხარდამხარ მუშაობა“.

 

ტანზანია ჯონსონი


“ამ ყველაფერზე ფიქრიც კი ძალიან დიდი გამოწვევაა“, ამბობს ჯონსონი თერაპევტი მერილენდიდან. „ინფორმაცია ვირუსის თუ მისი გავრცელების და რიცხვების შესახებ საათში ერთხელ იცვლება, რაც ძალიან დამღლელია“.


პატრიცია რილი


„აქ იმიტომ ვმუშაობ, რომ პატარა ბავშვები არ მყავს“, ამბობს პატრიცია, რომელიც ნიუ იორკის სახელმწიფო დეპარტამენტის ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობს. „მინდოდა ამით პატარა ბავშვების მშობლებისთვის სახლში დარჩენის საშუალება მიმეცა“.


ჯენიფერ რეტკლიფი


„არასოდეს მინახავს ამდენი პაციენტი ერთად, ერთ ადგილზე“, ამბობს რეტკლიფი, ორთოპედიული ქირურგი ფლორიდიდან. „ძალიან რთულია პაციენტის სადმე მოთავსება - ძალიან მცირე ადგილია უკვე და ექიმების გადაადგილებაც რთულია“.


მორისა რაისი


“ქმარი და ორი შვილი დავტოვე სახლში, რომლებიდანაც ერთი სკოლას ამთავრებს, მეორე კი - კოლეჯს“. ამბობს მორისა რაისი, შეერთებული შტატების საყოველთაო ჯანდაცვის სერვისის ოფიცერი. „ისინი ულაპარაკოდ იგებენ და მხარს მიჭერენ. მას მერე, რაც ნიუ-იორკი ჩემი მშობლიური შტატია, ჩემმა ოჯახმა იცის, რა მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ შტატის დაცვა და მისთვის სამსახური“.


კრისტოფერ ტეხადა


„ძალიან რთულია იმის გაცნობიერება, რომ ყველას ერთად ვერ უმკურნალებ“, ამბობს ტეხადა, ქირურგი. „გინდა, რომ ყველა ერთდროულად გახდეს კარგად, მაგრამ ასე არ მუშაობს“.


კენ დიქსონი


“ კოვიდ-ინფექციისთვის გუნდის მომზადება, როცა ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი ღამე გაქვს ამისთვის, ძალიან ძნელია“, ამბობს დიქსონი, რომელიც უზრუნველყოფს მთელი საველე ჰოსპიტალის და ცენტრის უსაფრთხოებას და დაცვას.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად?