მომენტალური გახდომა - შვედური დიეტა

დიეტა

17 თებერვალი 12:00, 2017 წელი

დაბალანსებული კვება, მრავალფეროვანი რაციონი და კვების განსაზღვრული გეგმა - ეფექტი, უბრალოდ, გასაოცარია. შვედური დიეტის დახმარებით კვირაში 4-დან 7 კილომდე დაკლებას შეძლებთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი (1-2 ლიტრამდე დღეში);
- შეეცადეთ, დიეტისთვის საჭირო პროდუქტები წინასწარ მოიმარაგოთ;
- დიეტაში განსაზღვრულია ხუთჯერადი კვება საათების მიხედვით. თუ გსურთ, შიმშილის შეგრძნებამ არ შეგაწუხოთ, შეეცადეთ, მოცემული საათები მაქსიმალურად დაიცვათ.


                                            შვედური დიეტის მენიუ:

თევზის დღე:
საუზმე (8:00) - მოხარშული თევზი;
ლანჩი (11:00) - გამომცხვარი თევზი;
სადილი (14:00) - თევზის წვნიანი - უხა, ბოსტნეულისა და სხვა ინგრედიენტების გარეშე;
სამხარი (17:00) - ორთქლზე მომზადებული თევზი;
ვახშამი (20:00) - მოხარშული თევზი.


დიეტის პირველი დღისთვის განსაზღვრულია 500 გრ. თევზი. სასმელი - უშაქრო მწვანე ჩაი. არ დაგავიწყეთ, მიიღოთ ბევრი წყალი! შეეცადეთ, კერძები ნაკლებად დაამარილოთ. მარილი შეგიძლიათ ლიმონის წვენით ჩაანაცვლოთ. ასევე, შეგიძლიათ, კერძები მწვანილებით  შეაზავოთ.



ბოსტნეულის დღე:
საუზმე (8:00) - გახეხილი სტაფილო - 2 ცალი;
ლანჩი (11:00) - წყალზე მომზადებული კარტოფილის პიურე;
სადილი (14:00) - მოთუშული ბოსტნეულის მიქსი;
სამხარი (17:00) - ორთქლზე მომზადებული დაუჭრელი ბოსტნეული;
ვახშამი (20:00) - უმი ბოსტნეული.

ამ დღეს რეკომენდებულია, მიიღოთ 1,5 კგ. ბოსტნეული. მიირთვით ბოსტნეულის წვენები, ჩაი და ყავა (უშაქროდ).



ქათმის დღე:
საუზმე (8:00) - მოხარშული ქათმის მკერდი;
ლანჩი (11:00) - გამომცხვარი ქათმის ფილე;
სადილი (14:00) - ქათმის ბულიონი;
სამხარი (17:00) - გრილზე მომზადებული კანგაცლილი ქათამი;
ვახშამი (20:00) - მოხარშული ქათმის მკერდი.

დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 500 გრ. ქათამი. ასევე, დალიეთ ლიმონიანი წყალი.



მარცვლეულის დღე:
საუზმე (8:00) - წყალზე მოხარშული ხორბალი და ხრაშუნა პური;
ლანჩი (11:00) - წყალზე მომზადებული წიწიბურა;
სადილი (14:00) - მოხარშული ბრინჯი;
სამხარი (17:00) - წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, თხილეული ან მზესუმზირა;
ვახშამი (20:00) - წყალზე მომზადებული წიწიბურა;


დღის მანძილზე განსაზღვრულია 200 გრ მარცვლეული (მშრალი პროდუქტი). შეგიძლიათ, მიირთვათ მცენარეული ნახარში, ჩაი და ყავა.



ხაჭოს დღე:
საუზმე (8:00) - ხაჭო და 1-2 კოვზი ნატურალური იოგურტი;
ლანჩი (11:00) - ხაჭოს დამატებული 1-2 კოვზი რძე;
სადილი (14:00) - ხაჭო;
სამხარი (17:00) - ხაჭოს დამატებული 1-2 კოვზი რძე;
ვახშამი (20:00) - ხაჭო.

დღის განმავლობაში რეკომენდებულია 500 გრ. ხაჭოს მიღება.



ხილის დღე:
საუზმე (8:00) – 2 ცალი წითელი ვაშლი, შავი ყავა;
ლანჩი (11:00) - ბანანი;
სადილი (14:00) - ფორთოხალი, ყურძენი;
სამხარი (17:00) - კივი, ანანასი;
ვახშამი (20:00) – 2 ცალი მწვანე ვაშლი;
 
ამ დღეს რეკომენდებულია მიიღოთ 1,5 კგ. ხილი. შეგიძლიათ, ასევე, დალიოთ ხილის ახლად დაწურული  წვენი.


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!


ამ მარტივი და მრავალფეროვანი დიეტებიდან, რომლებსაც „Funtime“ გთავაზობთ, ადვილად შეარჩევთ თქვენთვის მისაღებს მენიუს და შიმშილის გარეშე მოიშორებთ ჭარბ წონას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?