ცილოვანი დიეტის მრავალფეროვანი მენიუს დახმარებით, თქვენ არ გექნებათ მუდმივი შიმშილისა და სისუსტის შეგრძნება. მიიღეთ მხოლოდ ცილით გამდიდრებული საკვები და შეამცირეთ ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი პროდუქტები.
რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- ცილოვანი დიეტის დროს მისაღები პროდუქტებია: ძროხის ხორცი, ქათმის ხორცი, თევზი, ბოსტნეული, კვერცხი, დაბალპროცენტიანი რძის პროდუქტები. ასევე, ცოტაოდენი ძეხვეული და თევზის კონსერვი.
- ბოსტნეულის სალათები შეაზავეთ ლიმონის წვენით ან ზეითუნის ზეთით.
- უარი თქვით ცომეულსა და ტკბილეულზე, თუმცა, იმისთვის, რომ ტკბილეულის მოთხოვნილება ოდნავ მაინც დაიკმაყოფილოთ, მენიუში შეტანილია დაბალპროცენტიანი ორცხობილა.
- დღის მანძილზე მიიღეთ 2 ლიტრამდე წყალი;
- ცილოვანი დიეტის პერიოდში აკრძალულია ნებისმიერი ხილის წვენის ან ტკბილი სასმელების მიღება;
- მენიუდან ამოიღეთ მაკარონი, კარაქი, კარტოფილი და შემწვარი კერძები.
- საუზმის, სადილის, სამხარისა თუ ვახშმის მიღებამდე 15-20 წუთით ადრე, აუცილებლად მიიღეთ წყალი. ნებისმიერი კვებისთვის შეარჩიეთ ერთი და იგივე დრო და აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ვახშმის მიღება საღამოს 6 საათს არ უნდა გადააცილოთ.
ცილოვანი დიეტის ერთკვირიანი მენიუ:
პირველი დღე:
საუზმე: მოხარშული ქათმის ხორცი - 150 გრ. 1 ნაჭერი შავი პური და უშაქრო ჩაი.
სადილი: მოხარშული ძროხის ხორცი - 200 გრ. ბოსტნეულის სალათი - 200 გრ;
სამხარი: ციტრუსის ხილი - 100 გრ;
ვახშამი: დაბალცხიმიანი ყველი - 50 გრ. და ერთი ცალი, საშუალო ზომის პომიდორი.
მეორე დღე:
საუზმე: ხაჭო თაფლით - 200 გრ; უშაქრო ჩაი.
სადილი: მოთუშული ძროხის ხორცი ბოსტნეულით - 200 გრ;
სამხარი: კივი - 2 ცალი;
ვახშამი: მოხარშული თევზი - 100 გრ; უმი ბოსტნეული - 200 გრ;
მესამე დღე:
საუზმე: მოხარშული ქათმის ფილე - 150 გრ; 1 ცალი ფორთოხალი;
სადილი: მოთუშული ლობიო ბოსტნეულით - 300 გრ;
სამხარი: დაბალპროცენტიანი კეფირი - 1 ჭიქა;
ვახშამი: მოთუშული ძროხის ხორცი კომბოსტოთი - 300 გრ.
მეოთხე დღე:
საუზმე: 1 ჭიქა დაბალპროცენტიანი კეფირი და 2 ცალი დაბალკალორიული ორცხობილა.
სადილი: ინდაურის ფილე - 200 გრ; ვაშლი - 1 ცალი;
სამხარი: 100 გრამი იოგურტი და 1 ცალი ფორთოხალი;
ვახშამი: ორთქლზე მომზადებული თევზი ბოსტნეულით - 300 გრ.
მეხუთე დღე:
საუზმე: მოხარშული ხბოს ხორცი - 200 გრ; ვაშლი - 1 ცალი;
სადილი: მოხარშული თევზი - 200 გრ; 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური;
სამხარი: 1 ჭიქა კეფირი. 1 ცალი გრეიფრუტი.
ვახშამი: ორთქლზე მომზადებული თევზი - 150 გრ; ბოსტნეულის სალათი - 200 გრ.
მეექვსე დღე:
საუზმე: დაბალცხიმიანი ხაჭო - 200 გრ. უშაქრო ჩაი.
სადილი: მოთუშული ლობიო - 300 გრ; უმი ბოსტნეული - 150 გრ;
სამხარი: 2 ცალი ფორთოხალი; 1 ცალი ვაშლი;
ვახშამი: მოხარშული თევზი - 150 გრ; ბოსტნეულის სალათი - 200 გრ.
მეშვიდე დღე:
საუზმე: 1 ჭიქა დაბალპროცენტიანი რძე და 2 ცალი დაბალკალორიული ორცხობილა;
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი; მოხარშული ძროხის ხორცი - 150 გრ და 1 ნაჭერი ჭვავის პური;
სამხარი: დაბალცხიმიანი ხაჭო - 150 გრ. 1 ჩაის კოვზი თაფლი;
ვახშამი: ხილის სალათი ციტრუსითა და ვაშლით - 300 გრ.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!