ეს კოქტეილები აჩქარებს მეტაბოლიზმს, ამცირებს შიმშილის შეგრძნებას, ამდიდრებს ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით... და რაც მთავარია, შესანიშნავი საშუალებაა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად.
რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტური კოქტეილების მიღების დროს:
- შეგიძლიათ, კვირაში რამდენჯერმე მოიწყოთ განტვირთვის დღეები დიეტური კოქტეილებით.
- თუკი დიეტაზე ხართ, აუცილებლად დაიხმარეთ დიეტური კოქტეილი - ამ გზით წონაში გაცილებით სწრაფად დაიკლებთ.
- თუკი დიეტური კოქტეილის მიღების პარალელურად, მენიუდან ამოიღებთ ცომეულს, ტკბილეულს და უპირატესობას მხოლოდ მოხარშულ პროდუქტებს მიანიჭებთ, შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.
- დიეტური კოქტეილები შეგიძლიათ, მიირთვათ დღის ნებისმიერ დროს და დღეში რამდენჯერმე. მაგალითად, როცა მოგშივდებათ (საკვების ნაცვლად); შეგიძლიათ დალიოთ ჭამამდე 20 წუთით ადრე ან ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.
დიეტური კოქტეილის რეცეპტი N1.
მსუბუქი კოქტეილი პიტნითა და ლიმონით დღის იდეალური დასაწყისია.
გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს წონაში კლებას, აგავსებთ ენერგიით და გაგამხნევებთ.
კივი - 1 ც.
ლიმონი - 2 ნაჭერი;
პიტნა - 7 ფოთოლი;
ოხრახუში - 7 ღერი;
წყალი - 100 მლ:
თაფლი - გემოვნებისა და სურვილის მიხედვით.
გათალეთ კივი, დაჭერით საშუალო ნაჭრებად და მოათავსეთ ბლენდერში. დაამატეთ ლიმონი, ოხრახუში და წყალი. დააბლენდერეთ და მიიღეთ მომზადებისთანავე.
დიეტური კოქტეილის რეცეპტი N2.
ანანასისა და გრეიფრუტის კოქტეილი ეგზოტიკური ხილის მოყვარულებს გაახარებს. ეს პროდუქტები გოგრის მზესუმზირის დამატებით ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცხიმების დასაწვავად.
გრეიფრუტი - ¼ ცალი;
ანანასი - 4 ნაჭერი;
კეფირი - 250 მლ;
გოგრის მზესუმზირა - 30 გრ.
ქოქოსის ზეთი - 30 მლ;
გასუფთავებული გრეიფრუტი და ანანასი დაჭერით საშუალო ნაჭრებად და მოათავსეთ ბლენდერში. დაამატეთ კეფირი, გოგრის მზესუმზირა და ქოქოსის ზეთი, კარგად დააბლენდერეთ და გემრიელად მიირთვით.
დიეტური კოქტეილის რეცეპტი N3.
თუკი მაქსიმალურად სწრაფად გსურთ ზედმეტ კილოგრამებთან დამშვიდობება, კეფირის, დარიჩინისა და პილპილის კოქტეილი დაგეხმარებათ.
რძის პროდუქტები აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ხოლო დარიჩინი და პილპილი სწრაფად წვავს კალორიებს.
კეფირი - 250 მლ;
წითელი წიწაკა - 1 მწიკვი;
ჯანჯაფილი - ნახევარი ჩაის კოვზი;
დარიჩინი - ნახევარი ჩაის კოვზი.
მოცემული ინგრედიენტები კარგად დააბლენდერეთ.
მიირთვით მომზადებისთანავე.
უკეთესი იქნება, თუკი ამ კოქტეილს ძილის წინ მიიღებთ.
დიეტური კოქტეილის რეცეპტი N4.
თუკი დიეტის პერიოდში ტკბილეული მოგინდათ, მოიმზადეთ დესერტი, რომელიც არ ავნებს თქვენს ფიგურას. პირიქით, ის შესანიშნავი დანამატია დიეტისთვის.
წყალი - 250 მლ;
თაფლი - 1 ჩაის კოვზი;
ვაშლის ძმარი - 1 ჩაის კოვზი;
დარიჩინი - 1 ჯოხი.
ბლენდერში ჩაასხით წყალი, ვაშლის ძმარი და დააბლენდერეთ.
შემდეგ დაამატეთ დარიჩინი და კვლავ დააბლენდერეთ.
ეს კოქტეილი დღის შესანიშნავი დასაწყისია.
დიეტური კოქტეილის რეცეპტი N5.
ნიახური, ასევე, დიეტური პროდუქტია. მისი დახმარებით შეგიძლიათ, გემრიელი კოქტეილი მოამზადოთ და მარტივად დაემშვიდობოთ ზედმეტ კილოგრამებს.
ნიახური - 200 გრამი;
ვაშლი - 2 ცალი;
ნახევარი ლაიმას წვენი;
წყალი - 100 გრ;
ყინული - ნახევარი ჭიქა.
ნიახურის ძირები დაჭერით საშუალო ზომებზე, მოათავსეთ ბლენდერში.
დაამატეთ გათლილი ვაშლი, ლაიმას წვენი და დააბლენდერეთ ისე, რომ ფუმფულა კონსისტენცია მიიღოთ.
შემდეგ, დაამატეთ წყალი და კვლავ დააბლენდერეთ.
ბოლოს კი კოქტეილს დაამატეთ ყინულის კუბები.
ყინულის კუბები შეგიძლიათ, 100 გრამი წყლით ჩაანაცვლოთ.