ჩვენს რუბრიკაში უამრავი დიეტაა წარმოდგენილი და მათგან აუცილებლად შეძლებთ თქვენთვის სასურველის შერჩევას - რუბრიკა დიეტა
დღეს კიდევ ერთ, ახალ დიეტას წარმოგიდგენთ, რომელიც ერთ კვირაზეა გათვლილი, ამ ხნის განმავლობაში 5-10 კილოს დაკლებას შეძლებთ და შესრულებაც მარტივია, რადგან კონკრეტულ დღეს მხოლოდ ერთი სახეობის საკვებს იღებთ, იქნება ეს ხილი, ბოსტნეული, სითხე და ა.შ.
რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- დიეტის პერიოდში მენიუდან ამოიღეთ მარილი და შაქარი;
- დილით, უზმოზე, აუცილებლად მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი;
- „საყვარელი“ დიეტის მენიუდან სრულად გამორიცხება ცომეული და ტკბილეული;
- შეეცადეთ, ბოლო ვახშამი საღამოს 6 საათს არ გადააცილოთ;
„საყვარელი“ დიეტის ერთკვირიანი მენიუ:
პირველი დღე:
სითხე
მიიღეთ მხოლოდ თხევადი საკვები - წვენი, რძე, კეფირი, ბულიონი, ჩაი, წყალი, კაკაო და ა.შ. თხევად საკვებს არ დაამატოთ შაქარი.
მეორე დღე:
ბოსტნეული
მიიღეთ ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით მარილისა და ზეთის დამატების გარეშე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კომბოსტოს, რომელიც ცხიმების დაწვას იდეალურად უწყობს ხელს.
მესამე დღე:
სითხე
დიეტის მესამე დღეს, ისევე როგორც პირველ დღეს, მიირთვით მხოლოდ თხევადი საკვები.
მეოთხე დღე:
ხილი
მიიღეთ ხილი შეუზღუდავი რაოდენობით. უპირატესობა მიანიჭეთ ციტრუსებს, რომლებიც ცხიმების წვას უწყობს ხელს.
მეხუთე დღე:
ცილა
მიირთვით კვერცხი, ქათმის ხორცი (კანგაცლილი), ორთქლზე მომზადებული ან მოხარშული თევზი, უცხიმო ხაჭო და ა.შ.
მეექვსე დღე:
სითხე
მიიღეთ მხოლოდ თხევადი საკვები - წვენი, რძე, კეფირი, ბულიონი, ჩაი, წყალი, კაკაო და ა.შ. თხევად საკვებს არ დაამატოთ შაქარი.
მეშვიდე დღე:
დიეტიდან გამოსვლა - საუზმეზე მიირთვით უშაქრო ჩაი და 2 ცალი მოხარშული კვერცხი, შემდეგ კი - ნებისმიერი ხილი. სადილზე მიირთვით ბულიონი ან მსუბუქი წვნიანი და მოხარშული წიწიბურა, შემდეგ - კვლავ ნებისმიერი ხილი. ვახშამზე მოამზადეთ ბოსტნეულის სალათი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთით და მარილით.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!
ნუ დაიზარებთ და აუცილებლად გაგვიზიარეთ შედეგი.