ზამთრის დიეტა - წონაში კლების ეფექტური და საიმედო მეთოდი

დიეტა

9 დეკემბერი 12:00, 2016 წელი

წელიწადის ამ დროს ალბათ, ხშირად გსმენიათ: „რამდენიმე კილოგრამი მოვიმატე და ვეღარ ვიკლებ“, ან - „უკვე რა ხანია, დიეტაზე ვარ, მაგრამ ორი კილოც ვერ დავიგდე“. ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ზამთარია და ამ პრობლემის მოგვარებაში სწორედ ზამთრის დიეტა დაგეხმარებათ.

სანამ ზამთრის დიეტის მენიუს წარმოგიდგენთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ წელიწადის ცივ პერიოდში ზამთარში ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას განაპირობებს:
- ორგანიზმის რეაქცია ტემპერატურის დაცემაზე;
- მეტაბოლიზმის პროცესის შენელება;
- ცხოვრების ნაკლებად მოძრავი რიტმი;
- რაციონში მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობა.


ასეთ შემთხვევაში ზამთრის დიეტა იდეალური ვარიანტია, რომელიც ერთი კვირაში 4-5 კილოგრამის დაკლებაში დაგეხმარებთ.
ზამთრის დიეტის რაციონშია მსუბუქი საკვები, რომელიც შეიცავს ცილებს, ვიტამინებს, ნახშირწყლებს, უჯრედებს და სხვა სასარგებლო ნივთერებებს. ამ პერიოდში მკაცრი დიეტების შესრულება სასურველი არ არის, რადგან კალორიების მკვეთრი შემცირება აქვეითებს იმუნიტეტს, იწვევს ჰორმონალურ დარღვევას და თმის, ფრჩხილებისა და მხედველობის გაუარესებასაც კი.


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- დიეტის რაციონი საკმარისი ვიტამინებითა და მიკროლემენტებით გაამდიდრეთ;
- შეეცაეთ, მიირთვათ ტრიფტოფანის შემცველი პროდუქტები. (ტრიფტფანი განწყობას აუმჯობესებს): ქათამი, უცხიმო ხორცი, ინდაური, თევზი, ქათმის კვერცხი, ყველი, თხილი და მარცვლეული კულტურები;
- მიირთვით თბილი საჭმელი - წვნიანები სანელებლების დამატებით (ზამთარში სანელებლები ორგანიზმს ათბობს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას);
- მიირთვით 1,5 ლიტრი წყალი, რადგან ყინვა ორგანიზმს „აშრობს“, რაც უარყოფითად აისახება როგორც კანზე, ასევე, მთლიანად სხეულზე;
- შეზღუდეთ ყავისა და ცხელი შოკოლადის მიღება - ეს სასმელები ზამთარში  წონაში მატებას უწყობს ხელს. მათ ნაცვლად მირითვით ხილის ჩაი ან უბრალო წყალი;
- შეეცადეთ, უფრო მეტი იძინოთ, რადგან ძილი განწყობას ამაღლებს, ხოლო ჭამის მადას აქვეითებს.


ზამთრის დიეტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

ზამთრის დიეტა ხორცით
საუზმე:
მოხარშული კვერცხი - 2 ცალი; შვრიის ფაფა; 1 ნაჭერი დიეტური პური; ჩაი 1 ჩ/კ თაფლით.
ლანჩი:
1 ნაჭერი ყველი და ვაშლი;
სადილი:
სოკოს, ქათმის ან ბოსტნეულის წვნიანი და 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი;
სამხარი:
1 ჭიქა რძე ან კეფირი;
ვახშამი:
გამომცხვარი სტაფილო შავი ქლიავით, ვაშლისა და სტაფილოს სალათი ან ცოტაოდენი ჩირი და თხილეული. 1 ჭიქა ჩაი 1 ჩ/კ თაფლით.
(მოცემული მენიუ შეგიძლიათ გააგძელოთ 1 კვირის განმავლობაში)


ზამთრის დიეტა თევზით
საუზმე:
მოხარშული კვერცხი - 2 ცალი; 1 პორცია დაკეპილი კომბოსტო;
ლანჩი: 1 ჭიქა დაბალცხიმიანი კეფირი ან 1 ჭიქა რძიანი ყავა (უშაქროდ);
სადილი: სოკოს, ქათმის ან ბოსტნეულის წვნიანი, ბოსტნეულის სალათი ან მოთუშული კომბოსტო. 1 ნაჭერი დიეტური პური;
სამხარი: გამომცხვარი ვაშლი - 2 ცალი;
ვახშამი: მცენარეულ ზეთში შემწვარი თევზი, მოხარშული კარტოფილი და 1 ჭიქა უშაქრო ყავა.
(მოცემული მენიუ შეგიძლიათ გააგძელოთ 1 კვირის განმავლობაში)


ზამთრის ვეგეტარიანული დიეტა:
საუზმე:
მოხარშული კვერცხი - 2 ცალი; მანანის ბურღულის ფაფა; 1 ნაჭერი დიეტური პური; ჩაი 1 ჩ/კ თაფლით.
ლანჩი:
1 ცალი მსხალი (ვაშლი ან ბანანი), 1 ნაჭერი ყველი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი;
სადილი:
ბარდის წვნიანი, მოთუშული კომბოსტო სოკოთი;
სამხარი:
1 ჭიქა დაბალცხიმიანი კეფირი
ვახშამი:
გამომცხვარი სტაფილო შავი ქლიავით, ჩაი 1 ჩ/კ თაფლით.
(მოცემული მენიუ შეგიძლიათ გააგძელოთ 1 კვირის განმავლობაში)

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?