გვინეტ პელტროუს დიეტა 2 დღეში 2 ზომით „დაგაპატარავებთ“

დიეტა

13 იანვარი 12:00, 2017 წელი

მნიშვნელოვან წვეულებამდე 2 დღეა დარჩენილი და არ იცით, როგორ ჩადგეთ ფორმაში? პრობლემის გადაჭრაში გვინეტ პელტროუს დიეტა დაგეხმარებათ. 

ლოს-ანჯელესელმა დიეტოლოგებმა ანჟელა ბლეტისმა და ვივიენ ველლამ კვების სპეციალური გეგმა შეიმუშავეს, რომელიც არ გულისხმობს განტვირთვის დღეებს, მხოლოდ პურსა და წყალზე ყოფნას. არც შარდმდენი სასმელებისა და აბების მიღებას. ყველაფერი, რაც მოგეთხოვებათ იმისთვის, რომ 2 დღეში სასურველი კაბა მოირგოთ და, ამასთანავე, ჯანსაღი სახის კანი გქონდეთ, მხოლოდ კარგი განწყობა და კარგად ყოფნაა.
ამ დიეტის შესრულება მარტივია და შედეგი - ეფექტური. სწორედ ამიტომ მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი გვინეტ პელტროუ „თხევადი დიეტის“ ერთგული მიმდევარია.


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- თხევადი საკვები განსაზღვრულ დროს უნდა მიიღოთ, რათა ორგანიზმმა მიკროელემენტები და ვიტამინები უკეთ შეიწოვოს. ორგანიზმში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯირკვალი აქტიურდება, სხვადასხვა ჰორმონი გამომუშავდება და იცვლება აქტივობა.
- „თხევადი დიეტა“ არ გულისხმობს მხოლოდ წვნიანი კერძების მიღებას. უნდა მიიღოთ ხილის სმუზები (კოქტეილები), ბოსტნეულითა და სანელებლებით მომზადებული ნოყიერი წვნიანი და ბონუსად შეგიძლიათ, მიირთვათ შოკოლადის სუპ-პუდინგი!
- დაბალანსებული წვნიანი კერძები და სმუზები შეიცავს საჭირო ვიტამინებს, უჯრედებს, ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს, ამიტომ 2-დღიანი „თხევადი დიეტა“ ორგანიზმს  ზიანს ვერ მიაყენებს.
- 2-დღიანი დიეტის პერიოდში, დღის განმავლობაში 6-ჯერ უნდა იკვებოთ - მკაცრად განსაზღვრული წვნიანი ან სმუზი.
- ორდღიანი დიეტის პერიოდში მკაცრად აკრძალულია ტკბილეულის, ცომეულის, ალკოჰოლის, კოფეინისა და ნახევარფაბრიკატების მიღება.
- 2 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ სპეციალურად მომზადებული ბულიონი, რომლის მომზადების წესს ქვემოთ შემოგთავაზებთ;
- კვირაში ერთხელ, ბულიონს შეგიძლიათ, დაამატოთ ქათმის მკერდი და ვერმიშელი გლუტეინის გარეშე.


 
მოამზადეთ ბულიონი შემდეგი რეცეპტით: ქათმის, ძროხის ან ხბოს ხორცი კარგად გარეცხეთ და აადუღეთ. დუღილის შემდეგ  პირველი ნახარში წყალი გადაუწურეთ და ქვაბში ანადუღარი წყალი ჩაასხით. შემდეგ, დაამატეთ წყალში ხახვი, სტაფილო, ნიახური და თქვენი სურვილისამებრ სხვადასხვა სუნელები. როგორც კი წვნიანი წამოდუღდება, ცეცხლს ჩაუწიეთ და დატოვეთ ნელ ცეცხლზე 4-5 საათის განმავლობაში. მომზადებული ბულიონი შეგრილების შემდეგ მოათავსეთ მაცივარში. როგორც კი ბულიონი ცხიმიან ზედაპირს გაიკეთებს, ცხიმი მოაშორეთ და გადააგდეთ.
„თხევადი დიეტის“ მენიუ:
დილით, გაღვიძებისთანავე:
450 მლ. წყალში ჩაწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი და დალიეთ არა ერთიანად, არამედ 30 წუთის განმავლობაში.


საუზმე:
მოამზადეთ სმუზი უცხიმო რძითა და ხილით (ახლით ან გაყინულით). ეს თქვენს ორგანიზმს დილიდან ენერგიით, ვიტამინებით, ცილებით აავსებს და საჭმლის მომნელებელ სისტემას არ გადატვირთავს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს შრომისუნარიანობას. თუკი კოქტეილის მოსამზადებლად ქოქოსის ან ნუშის რძის გამოყენებას შეძლებთ, ძალიან კარგი იქნება.


ლანჩი და სადილი:
ლანჩსა და სადილზე უნდა მიირთვათ ბულიონი, რომელშიც აუცილებლად უნდა დაამატოთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. სხვათა შორის, ბულიონში შეგიძლიათ, დაამატოთ სოკო ან სხვა რომელიმე ბოსტნეული, კარტოფილის გარდა. ნიორი, მწვანე ბარდა, მწვანე ლობიო, ისპანახი, კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, სიმინდი - მოკლედ, ყველაფერი რაც გიყვართ.


სამხარი:
კიტრი, ლიმონი და ნებისმიერი ხილი მოათავსეთ ბლენდერში. დაამატეთ ოდნავ რძე და დააბლენდერეთ.  ვახშმამდე შიმშილის შეგრძნება არ შეგაწუხებთ.


ვახშამი:
კვლავ მიირთვით ბულიონი და მასთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ ბადრიჯანი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო,ხახვი, ნიორი, გრეიფრუტი და კივი.
 


...და ბონუსად დაპირებული შოკოლადის სუპ-პუდინგი?
თხევადი დიეტა გაძლევთ საშუალებას, დღეში ერთხელ საკუთარი თავი ამ დესერტით გაანებივროთ, ოღონდ მკაცრად დაიცავით ერთ მთავარი წესი: მისი მიღება უნდა მოხდეს კვებას შორის (ძირითად კვებამდე 1 საათით ადრე) და არა საკვებზე დამატებით.
შოკოლადის სუპ-პუდინგის მომზადების წესი:
გაადნეთ 80 გრამი შავი შოკოლადი. დაამატეთ 500 მლ. რძე და 1 ჩ/კ თაფლი. საგულდაგულოდ აურიეთ და დაამატეთ მარილთან ერთად მოხალული ერთი მუჭა დაფქული ნუში. გაყავით სუპი ორ თანაბარ ნაწილად და მიღებული რაოდენობა  2 დღეზე გადაანაწილეთ.
 
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?