ღვიძლისა და პანკრეასის სიმსივნეები - ტრანსპლანტაცია თუ მკურნალობის ქირურგიული მეთოდი?

ექიმის კონსულტაცია

27 აპრილი 15:30, 2017 წელი

ორგანოთა ტრანსპლანტაცია დღეს მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგია, რომელსაც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ექიმების მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება.

დღევანდელ სტატიაში მედიპოლმეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ორგანოთა ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჰამდი ქარაქაიალი გვესაუბრება ღვიძლის ტრანსპლანტაციის შესახებ.


შესაძლებელია თუ არა ღვიძლის ციროზის გაკურნება?


ღვიძლის ციროზის მკურნალობა შესაძლებელია ღვიძლის ტრანსპლანტაციით. ეს არის ქირურგიული ოპერაცია, რა დროსაც ხდება პაციენტისთვის ჯანმრთელი ღვიძლის გადანერგვა,  სტუქტურულად და ფუნქციურად მთლიანად დაზიანებული და სასიცოცხლო ფუნქციების შესრულების უუნარო ღვიძლის ამოღების შემდეგ.  ორგანოს დონაციაზე აუცილებელია დონორის თანხმობა გარდაცვალებამდე, ან პაციენტის ჯანმრთელი ახლობლის ნება გაცემული ღვიძლის ტრანსპლანტაციამდე. ოპერაციის შემდეგ პაციენტი უკვე ჯანმრთელი ღვიძლით აგრძელებს სიცოცხლეს.


რა შემთხვევაში მიმართავენ ღვიძლის ტრანსპლანტაციას?


ღვიძლის ტრანსპლანტაციის მეთოდი უკანასკნელ პერიოდში არა მხოლოდ ღვიძლის უკმარისობის დროს (მაგალითად: სოკოთი მოწამვლა, ზოგიერთი მედიკამენტებით მოწამვლა), არამედ ღვიძლის მწვავე უკმარისობის და ღვიძლის სიმსივნეების მკურნალობის შემთხვევაშიც გამოიყენება, როგორც გადარჩენის საშუალება.


როგორ ვითარდება ღვიძლის სიმსივნე?


ღვიძლის უჯრედებიდან წარმოშობილი პირველადი ღვიძლის კიბოს 80 % ღვიძლის ციროზით გამოწვეული დაზიანებების შედეგია, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ ღვიძლში აღმოჩენილი კიბოს დიდი ნაწილი სხვა ორგანოებშია ჩასახული (კუჭი, წვრილი და მსხვილი ნაწლავი, პანკრეასი, ძუძუ, ფილტვი) და ღვიძლში მხოლოდ ამის შემდეგ ვითარდება.


იკურნება თუ არა ქირურგიული გზით ღვიძლის სიმსივნე?


ღვიძლში განვითარებული კიბოს ქირურგიული მეთოდით მკურნალობისთის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, კერძოდ, კიბოს ღვიძლში ლოკალიზება ანუ სხვა ორგანოებზე გაუვრცელებლობა და ღვიძლის დაავადების სტადია. სხვა ორგანოებზე გავრცელებული ღვიძლის კიბო ქირურგიული მეთოდით მკურნალობის შანსი აღარ არსებობს. ხოლო ღვიძლის კიბოს ადრეულ სტადიაში, თუ მისი მოცულობა და დიამეტრი საშუალებას იძლევა, მკურნალობის პირველ საფეხურად ოპერაციული ჩარევა განიხილება. ამ მეთოდის დიდი ნაკლი ისაა, რომ მას განმეორების მაღალი რისკი ახასიათებს. ქირურგიული მეთოდით მკურნალობის შესაძლებლობას მოკლებული და განსაკუთრებით კი ქრონიკული ღვიძლის დაავადების მატარებელი პაციენტებისთვის სიმსივნით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ, უპირატესია ღვიძლის ტრანსპლანტაცია. ღვიძლის გადანერგვა, შორს წასული სტადიის სიმსივნეების დროსაც კი უზრუნველყოფს ხანგრძლივი დროით პაციენტის გადარჩენას. ყველაფერ ამასთან ერთად, ზოგიერთი განსაკუთრებული სიმსივნის (მაგალითად, ნეირო ენდოკრინული სიმსივნე) ღვიძლის მეტასტაზებში, ტრანსპლანტაცია წარმატებით დანერგილი მკურნალობის მეთოდია.


რამდენად შედეგიანია ოპერაცია, თუ პაციენტს სიმსივნე უკვე მსხვილ ნაწლავზე და ღვიძლზე აქვს გადასული?


კოლორექტალური ანუ ნაწლავის კიბოს ღვიძლში გავრცელებული მეტასტაზებიც, დღესდღეობით, ქირურგიული ჩარევით იკურნება. ადრე ამ საკითხის ირგვლივ შეთანხმებული კრიტერიუმები, მაგალითად, არაუმეტეს სამი სიმსივნური კვანძის ღვიძლის ერთ მხარეს ლოკალიზების აუცილებლობამ მნიშვნელობა დაკარგა. თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობითა და ქირურგთა გამოცდილებით, შესაძლებელი გახდა უფრო დიდი რაოდენობისა და მრავალგან  გავრცელებული ღვიძლის მეტასტაზების ოპერაციული მეთოდით ან ოპერაციულთან ერთად გამოყენებული აბლაციური მეთოდით კომბინირებული მკურნალობა. ასეთი პაციენტების მკურნალობა საჭიროა სხვადასხვა დისციპლინებით მომუშავე (ჰეპატობილიარული ქირურგია, კოლორექტალური ქირურგია, ინტერვენციული რადიოლოგია, რადიაციული ონკოლოგია) ინტრაოპერატიული ულტრასონოგრაფიის  და სხვა განვითარებული ტექნოლოგიის აპარატურის მუდმივად გამოყენებად ცენტრებში.


რა არის პანკრიასის კიბოს გამომხატველი ნიშნები?


პანკრეასის კიბო ეს აგრესიული ბუნების და სამკურნალო ქირურგიისთვის შეუფერებელი კიბოს სახეობაა, რომელიც ძირითადად პანკრეასის ზედა ნაწილში ჩნდება. ამ ადგილას წარმოშობილი სიმსივნე ნაღვლის სადინარებს კეტავს და სიყვითლეს იწვევს. ამიტომ მისი აღმოჩენა შედარებით ადრეულ სტადიაზე ხდება.


რა სიმპტომები მეტყველებს პანკრიასის კიბოზე?


ხანდაზმულ ადამიანებში თუ წონის კლებასა და სიყვითლეს აქვს ადგილი, აუცილებლად პანკრეასის კიბოზე მიაქვთ ეჭვი და გამოკვლევებიც ამის მიხედვით იგეგმება. წონის კლება დიდი ალბათობით (79%) პირველი დასკვნაა. ამასთან ერთად, ტკივილი (ზურგში სარტყლის მსგავსი 56%), უმადობა (28%) და სიყვითლე (25%) ახასიათებს. ღრმა მოხუცებში მოულოდნელად შაქრის დიაბეტის გამოვლენაც პანკრეასის კიბოს დიაგნოზზე ბადებს ეჭვს და მისი გამორიცხვაა საჭირო.


პანკრიასის სიმსივნე ქირურგიული მეთოდით იკურნება?


პანკრეასის ოპერაცია, ზოგადი ქირურგიის დისციპლინის ერთ-ეთი ყველაზე რთული ოპერაციაა და გამოცდილ ცენტრებშიც კი სიკვდილიანობის რისკი 1-3 %-ია. ამიტომაც ამ ოპერაციებს მხოლოდ უმაღლესი კლასისა და ვასკულარული ქირურგიის სპეციალისტი ქირურგები ატარებენ. ზოგიერთ პაციენტებში, თუ სიმსივნის შეჭრა ხდება სისხლძარღვთა სისტემაში, სიმსივნე ამ სისხლძარღვებთან ერთად უნდა ამოიჭრას და მის შემდეგ უნდა ჩატარდეს სისხძარღვთა მიკროქირურგიული ოპერაცია.


მედიპოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ჰეპატოპანკრეატიკობილარული ქირურგიის განყოფილებაზე პანკრეასის ყველა ტიპის დაავადებაზე, სხვადასხვა დისციპლინური მიდგომებით, მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება დიაგნოზის დასმა  და მკურნალობის მიმდინარეობა. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციებს კი ატარებენ ვასკულარული ქირურგიის უმაღლესი კლასის ქირურგები ღია ან ლაპარასკოპიული მეთოდებით.


 


დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას: 595 77 90 44 322 90 37 47 lela.chkhaidze@medipol.com.tr

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?