ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა

ექიმის კონსულტაცია

1 ივნისი 17:20, 2017 წელი

ეპილეფსია ქრონიკული ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, რომლის მკურნალობის ერთ-ერთ უპირველეს მეთოდად მედიკამენტოზურ მკურნალობას მიიჩნევენ, თუმცა ზოგჯერ ეს მეთოდი უშედეგო აღმოჩნდება ხოლმე და მკურნალობა ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

ეპილეფსიის მკურნალობის ქირურგიულ მეთოდზე მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნეჯათ აქალანი გვესაუბრება:



რა ასაკში ვლინდება და რა იწვევს ეპილეფსიას?


ეპილეფსია ქრონიკული ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება უეცარი, განმეორებითი გულყრებით და  სხვადასხვა კლინიკური და პარაკლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს. დაავადება შესაძლოა, ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს - ახალშობილობიდან დაწყებული ხანდაზმულობამდე.


რაც შეეხება ეპილეფსიის გამომწვევ მიზეზებს, შემთხვევათა 60-70%-ში ვერ დგინდება, ხოლო ეპილეფსიის მქონე პაციენტების 30-40%-ში ის ასოცირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან: გენეტიკური წინასწარგანწყობა  (ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმა, რომელიც აღნიშნულია გულყრის ტიპების ჩამონათვალში, გვხვდება ოჯახურად); თავის ტვინის პრენატალური დაზიანება  (დაბადებამდე, მუცლადყოფნის პერიოდში, შეიძლება ბავშვს თავის ტვინი სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით დაუზიანდეს. ეს ფაქტორებია, მაგალითად: დედის ინფექცია, ცუდი კვება, ჟანგბადის ნაკლებობა და ა.შ.); ტვინის სისხლძარღვოვანი განვითარების მანკები (ჰემანგიომა, ანევრიზმები და ა.შ.); ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მათ შორის


ჰიპერპარათირეოზი  და ჰემაქრომატოზი); ქალა-ტვინის ტრავმები (უბედური შემთხვევების დროს); თავის ტვინის სხვადასხვა მდგომარეობები (სიმსივნე, ინსულტი და ა.შ.); ზოგიერთი ინფექციური დაავადება (მენინგიტი, შიდსი, ვირუსული ენცეფალიტი და ა.შ.); განვითარებითი დარღვევები - (ეპილეფსია ზოგჯერ ასოცირებულია ისეთ განვითარებით დარღვევებთან, როგორიც არის, მაგალითად: აუტიზმი ან ნეირიფიბრომატოზი) და ა.შ. გარდა ამისა, არსებობს ეპილეფსიური გულყრების შემთხვევითი მიზეზები: ცხელება; უძილობა; ფიზიკური გადაძაბვა; ჰიპოგლიკემია (გლუკოზის დაბალი კონცენტრაცია სისხლში); ალკოჰოლური ინტოქსიკაცია; თერაპიული ფსიქოტროპული პრეპარატები  და ა.შ.


რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა ეპილეფსიის მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს? 


ეპილეფსიის ოპერაციის პირველი ჩვენება პაციენტის წამლისადმი რეზისტენტობაა, ანუ, თუ გარკვეული დოზისა და გარკვეული რაოდენობის პრეპარატების გეგმაზომიერი მიღების მიუხედავად გულყრების ალაგება არ ხდება, პაციენტის განკურნების ერთადერთ გზად ქირურგიული მკურნალობა რჩება.


რამდენად შედეგიანია ეპილეფსიური ქირურგია და ოპერაციის შემდეგ ხომ არ არის მოსალოდნელი დაავადების რეციდივი?



ეპილეფსიური ქირურგიის შედეგიანობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, ხანგრძლივობასა და ლოკაციაზე. მედიკამენტზე რეზისტენტული პაციენტების 50%-ზე მეტი ქირურგიული მკურნალობის შემდეგ თავისუფლდება ეპილეფსიური გულყრებისაგან, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ, ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე აგრძელებს სიცოცხლეს. რაც შეეხება დაავადების რეციდივს, ეპილეფსიური ოპერაციის შემდეგ გულყრების განმეორება, ან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ხელახლა დაწყება, ეპილეფსიის გარკვეული სახეობების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის.


მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ეპილეფსიის ცენტრში ეპილეფსიური ოპერაციის ჩატარების უპირატესობებზე რას გვეტყვით?


მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო კომპლექსის ეპილეფსიის ცენტრში წარმატებული ოპერაციების ჩატარებაზე პროფესიონალთა გუნდი მუშაობს. ჩვენს ცენტრში ეპილეფსიური მკურნალობისთვის გამოყენებული ყველა მეთოდი ტვინის ეპილეფტოგენური აქტივობის შემცირებისკენაა მიმართული. პაციენტს, წესისამებრ, თავდაპირველად მედიკამენტოზური მკურნალობა ენიშნება, თუმცა, თუ ასეთი მკურნალობა ვერ უზრუნველყოფს გულყრების მთლიანად აღმოფხვრას, დაგვიანების გარეშე, დროულად ხდება ოპერაციის შანსების განხილვა და აუცილებლობის შემთხვევაში ოპერაციის ჩატარება.


დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას: 595 77 90 44 322 90 37 47 lela.chkhaidze@medipol.com.tr  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?