ადნექსიტი - ქალთა უნაყოფობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი

ექიმის კონსულტაცია

27 დეკემბერი 20:00, 2015 წელი

განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოსკენ გადაადგილების ნაცვლად, იწყებს უწესრიგოდ მოძრაობას. ასეთ დროს დაორსულების შანსი მინიმალურია, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა, განვითარდეს საშვილოსნოსგარე ორსულობა. ადნექსიტის განვითარების მიზეზებზე, სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე ექიმი გინეკოლოგი ნანა მიქაძე გვესაუბრება:

ადნექსიტი, იგივე სალპინგოოფორიტი - საშვილოსნოს დანამატების (ფალოპის მილებისა და საკვერცხეების) ანთებაა, რომელიც შესაძლოა, განვითარდეს მწვავედ ან თანდათანობით და ფალოპის მილებში შეხორცებითი პროცესების განვითარება და მათი გაუვალობა გამოიწვიოს. ეს კი საბოლოო ჯამში - უშვილობით, არც თუ იშვიათად კი - საშვილოსნოსგარე ორსულობით სრულდება.


ადნექსიტის გართულებები - უშვილობა და საშვილოსნოსგარე ორსულობა
კვერცხუჯრედის სპერმატოზოიდთან შეხვედრა, ანუ განაყოფიერების პროცესი სწორედ ფალოპის მილში ხდება. შემდეგ განაყოფიერებული უჯრედი საშვილოსნოსკენ გადაადგილდება და მის კედელში ჩაინერგება. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ, თუ ფალოპის მილი დახშულია, სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედამდე ვერ მიაღწევს და განაყოფიერებაც არ მოხდება.
ამიტომაც უნაყოფობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს საშვილოსნოს დანამატების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა.
ზოგჯერ, შესაძლოა, თავად მილი გამავალი იყოს, მაგრამ გარედან მიეკრას სხვა ორგანოებს, რაც შემდგომში ხელს შეუშლის მის მოძრაობას.
კვერცხუჯრედის გადაადგილება კი მხოლოდ მილის პერისტალტიკური მოძრაობის შედეგად ხორციელდება. ასე რომ, ამ დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოსკენ გადაადგილების ნაცვლად, იწყებს უწესრიგოდ მოძრაობას. ასეთ დროს დაორსულების შანსი მინიმალურია, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა, საშვილოსნოსგარე ორსულობა განვითარდეს.


 


რა მიგვანიშნებს საშვილოსნოს დანამატების ანთებაზე?
ადნექსიტის ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
ტკივილი (ტკივილი ძირითადად, მუცლის ქვედა არეში ლოკალიზდება, ზოგჯერ კი - წელისა და გავის მიდამოშიც გადაეცემა);
სხეულის ტემპერატურის აწევა;
მენსტრუაციული ციკლის დარღვევა (მენსტრუაცია ხდება ჭარბი, ხანგრძლივი და ზოგჯერ ძლიერ მტკივნეული);
შრომის უნარის დაქვეითება;
სწრაფად დაღლა;
სასქესო ორგანოდან გამონადენის წარმოქმნა (სუნიანი, მოყვითალო ან მომწვანო ფერის).
ადნექსიტის ქრონიკულ სტადიაში გადასვლის შემთხვევაში აღინიშნება პერიოდული გამწვავებები, რომლის დროსაც ყველა ზემოაღნიშნული სიმპტომი მწვავდება.


 


გამომწვევი მიზეზები
საშვილოსნოს დანამატების ანთებას მრავალი მიზეზი იწვევს, მათ შორისაა:
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონა და ა.შ.);
ზოგიერთი ქრონიკული დაავადება (მაგ: შაქრიანი დიაბეტი);
ჰიგიენური ნორმების დაუცველობა (განსაკუთრებით - სქესობრივი კავშირის, საშოს გამორეცხვის, აბორტისა და მშობიარობის დროს);
ხანგრძლივად მჯდომარე ცხოვრების წესი (ამ დროს მცირე მენჯის ღრუში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, რაც ხდება ანთებითი ცვლილებების წინაპირობა);
ხშირი გაციება;
სტრესი და ა.შ.


 


დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა ანამნეზის საფუძვლიანი შესწავლისა და სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების (ექოსკოპიის, ნაცხის ანალიზის, სისხლის საერთო ანალიზის, შარდის საერთო ანალიზისა და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) საფუძველზე ხდება.


მილების გამავლობის დასადგენად კი რეკომენდებულია რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდი - ჰისტეროსალპინგოგრაფია.
ამ კვლევის დროს საშვილოსნოში შეჰყავთ კონტრასტული ნივთიერება, რის შემდეგაც იღებენ რენტგენოგრამას, რომელზეც ნათლად ჩანს შინაგან ორგანოებში - საშვილოსნოში, ფალოპის მილებსა და საკვერცხის ირგვლივ ფოსოებში კონტრასტის გადანაწილება. აქედან გამომდინარე, კვლევის ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგად ასახავს საშვილოსნოსა და მისი მილების მდგომარეობას.


რაც შეეხება ორგანოების ფუნქციური მდგომარეობის, ანუ მათი მოძრაობითი აქტივობის გამოკვლევას, ასეთ დროს ჰისტეროსალპინგოგრაფია არაინფორმაციულია და რეკომენდებულია კომპიუტერული კიმოპერტუბაცია. ამ კვლევის დროს  საშვილოსნოს ყელსა და მუცელზე ათავსებენ სპეციალურ ხელსაწყოს, რომელიც საშვილოსნოში მცირე რაოდენობით სითხის შეყვანის შემდეგ ორგანოს (მათ შორის მილების) აქტივობას აღრიცხავს.


 


მკურნალობა
ადნექსიტის მკურნალობა კომპლექსურია და უშუალოდ ექიმის პრეროგატივაა.
მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:
მედიკამენტური თერაპია - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, ანთების საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზებელი პრეპარატებით, ტკივილგამაყუჩებლებით, ვიტამინებითა და იმუნოსტიმულატორებით მკურნალობა;
ფიზიოთერაპია;
ბალნეოთერაპია;
გინეკოლოგიური მასაჟები და ა.შ.


საშვილოსნოს დანამატების ჩირქოვანი ანთებისას, შესაძლოა, საჭირო გახდეს ლაპაროსკოპიული ჩარევა. ამ დროს, საშვილოსნოს დანამატებიდან ხდება ჩირქის ამოღება და ანტიბაქტერიული პრეპარატებით უშუალოდ ანთების კერაში შეყვანა.



პროფილაქტიკა
იმისთვის, რომ არ დავუშვათ ადნექსიტის განვითარება, საჭიროა:
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დროული მკურნალობა;
ჰიგიენური ნორმების დაცვა;
ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენება;
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი და პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?