ინსულტი და მისი ფორმები

ექიმის კონსულტაცია

31 იანვარი 20:00, 2016 წელი

ინსულტი თავის ტვინის ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შესაძლოა, იყოს იშემიური ან ჰემორაგიული და ორივე შემთხვევაში სიკვდილის გამომწვევ ერთ-ერთი წამყვან დაავადებას წარმოადგენს. ამჯერად, ჰემორაგიული ინსულტის ერთ-ერთ ქვეტიპზე - სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევით მიმდინარე ჰემორაგიულ ინსულტზე კლინიკა „მედიმედის“ ექიმი ნევროლოგი თამთა ირემაძე გვესაუბრება:

რა დაავადებაა ინსულტი?!
ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელიც თავის ტვინის ქსოვილების ნეკროზს (კვდომას) იწვევს.
განასხვავებენ ინსულტის ორ ძირითად სახეს: იშემიურსა და ჰემორაგიულს.
იშემიური ინსულტი
(რომელსაც მეორენაირად ტვინის ინფარქტი ეწოდება) ტვინის მკვებავი სისხლძარღვების თრომბით დახშობის ან ათეროსკლეროზული ფოლაქის შევიწროების შედეგად ვითარდება, რასაც, როგორც წესი, ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა და ამ უბნის ლოკალური იშემია მოჰყვება.
ჰემორაგიული ინსულტი სისხლძარღვის გასკდომის შედეგად ვითარდება და ინსულტის განსაკუთრებით მძიმე ფორმას წარმოადგენს. ჰემორაგიულ ინსულტს მეორენაირად ტვინში სისხლჩაქცევასაც უწოდებენ.
ჰემორაგიული ინსულტი შესაძლოა, მიმდინარეობდეს ტვინში და ან სუბარაქნოიდული (ტვინის გარსებს შორის) სისხლჩაქცევების თანხლებით. დღევანდელ სტატიაში, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევით მიმდინარე ჰემორაგიულ ინსულტზე ვისაუბრებთ.


რას წარმოადგენს სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა?
თავის ტვინს სამი გარსი აქვს: მაგარი, ქსელისებრი და რბილი.
მაგარი გარსი -
ამოფენილია ქალას შიგნიდან და თავის ქალას ანატომიურ სტრუქტურას იმეორებს.
ქსელისებრი გარსი (რომელსაც მეორენაირად არაქნოიდული გარსი ეწოდება) - არ ჩადის ღარებში და მხოლოდ ტვინის გამოდრეკილ ზედაპირზე ეკვრის რბილ გარსს.
რბილი გარსი - უშუალოდ ეკვრის ტვინის გარეთა ზედაპირს და მის ღარებში ჩადის.
სწორედ რბილ და ქსელისებრ გარსებს შორის დარჩენილ ცარიელ ადგილს ეწოდება სუბარაქნოიდული სივრცე, რომელიც ამოვსებულია თავზურგტვინის სითხით - ლიქვორით (ლიქვორი 120-150 მლ. სითხეა, რომელიც უზრუნველყოფს მარილოვანი შედგენილობისა და ოსმოსური წნევის მუდმივობას და ტვინს ნერვული უჯრედების მექანიკური დაზიანებისგან დასაცავად ერთგვარ ჰიდრავლიკურ ბალიშს უქმნის)  და სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევით მიმდინარე ჰემორაგიული ინსულტის დროს, სისხლიც სწორედ ამ სუბარაქნოიდულ სივრცეში ჩაიღვრება.





რა იწვევს სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას?
სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა შესაძლოა, წარმოიქმნას ორი ძირითადი მიზეზით:
სპონტანური, ანუ არატრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა
- რომელიც ძირითადად წარმოიქმნება ანევრიზმის გახევის შედეგად, და ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა - რომელიც გახლავთ ქალა-ტვინის ტრავმების (ქალას ძვლების მოტეხილობა, ტვინის დაჟეჟილობა და ა.შ.) შედეგი.
მართალია, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის არატრავმულ მიზეზთა შორის ანევრიზმა ყველაზე ხშირია, მაგრამ საკმაოდ ხშირად გვხვდება სხვა მიზეზებიც: არტერიულ-ვენური მალფორმაცია (არტერიებისა და ვენების თანდაყოლილი განვითარების დეფექტი), ჰემორაგიული დიათეზები, კოკაინური ნარკომანია.


განვითარების მექანიზმი
სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევით მიმდინარე ჰემორაგიული ინსულტი სამი სტადიისგან შედგება:
პირველი სტადია
- ხდება ლიქვორულ სითხეში სისხლის ჩაქცევა, რაც იწვევს ინტრაკრანული წნევის მატებას;
მეორე სტადია - ლიქვორულ სითხეში ჩაღვრილი სისხლი გარდაიქმნება კოლტებად, რაც ასევე ხელს უწყობს ინტრაკრანული წნევის მატებას;
მესამე სტადია - ხდება ჩაღვრილი სისხლის ლიზისი (დაშლა-გადნობა), რა დროსაც მიმდინარეობს ასეპტიკური ანთება, რაც იწვევს სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომის - ე.წ. მენინგიალური ნიშნების გაჩენას.


სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის კლინიკური ნიშნები
სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის უპირველესი ნიშანია - ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც თავში დანის ჩარტყმასაც კი ადარებენ).
გარდა ამისა, აღინიშნება:
გულისრევის შეგრძნება;
განმეორებითი ღებინება;
ეპიგანტვირთვები
(კრუნჩხვითი განტვირთვები);
ცნობიერების შეცვლა (სხვადასხვა ხარისხით - გაბრუებიდან კომამდე);
ბრადიკარდია (გულის რითმის გაიშვიათება);
სუნთქვის გაიშვიათება და ა.შ.
ზემოჩამოთვლილ სიმპტომებს შესაძლოა დაემატოს ე.წ. კეროვანი ნიშნები, როგორიცაა, მაგალითად: თვალის კაკლის მამოძრავებელი ნევრის პარეზი, სახის ნერვის პარეზი და ა.შ.
მოგვიანებით (რამდენიმე საათში) ხდება ე.წ. მენინგიალური ნიშნების (კისრის კუნთების რიგიდობა ჰიპერესთეზია და ა.შ.) გაჩენა.


დიაგნოსტიკა

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დიაგნოსტიკა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და ლუმბალურ პუნქციას (ინვაზიური მეთოდის, რომელიც გულისხმობს ხერხემლის არხიდან ნემსით მასალის გამოტანას).
თანამედროვე მედიცინაში ლუმბალური პუნქცია ნაკლებად გამოიყენება, რადგან კომპიუტერული ტომოგრაფია არსებული მდგომარეობის სრულ სურათს იძლევა.
გარდა ამისა, აუცილებელია, მოხდეს დიფერენცირება ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა: მენინგიტები, შაკიკი და ა.შ.


მკურნალობა
სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის თერაპიული მკურნალობა მოიცავს: წოლით რეჟიმს, სასიცოცხლო ფუნქციების დარეგულირებას (საჭიროების შემთხვევაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებას, სასიცოცხლო ფუნქციების (წნევის ა.შ.) დარეგულირებას) და ა.შ.
ზოგჯერ მწვავე პერიოდშივე, ზოგჯერ კი რამდენიმე კვირის შემდეგ საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა.
ანევრიზმის შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა გულისხმობს სისხლის მიმოქცევის წრიდან ანევრიზმის გამოთიშვას, რისთვისაც ადრე ღია ქირურგიული მეთოდი, ანუ ქალას ღრუს ტრეპანაცია (ქალას ღრუს გახსნა) გამოიყენებოდა. დღესდღეობით კი შედარებით დამზოგველი და თანამედროვე მეთოდი - ენდოვაზალური მკურნალობა გამოიყენება, რა დროსაც სისხლძარღვის შიგნიდან ანევრიზმაზე მიდგომა და მისი სილიკონით ბალონირება, ან სისხლძარღვისგან სპეციალური რგოლით გამოყოფა ხდება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მოხდეს ავადმყოფის დროული და სწორი რეაბილიტაცია, რაც მოიცავს - ფიზიოთერაპიას, მასაჟი, სწორი ვარჯიში და ა.შ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?