PET-CT - პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, რომელსაც კიბოს დიაგნოსტიკაში ალტერნატივა არ აქვს!

ექიმის კონსულტაცია

13 მარტი 20:00, 2016 წელი

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET-CT) უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც სხვა ტომოგრაფიულ კვლევებთან შედარებით, აღმოაჩენს სიმსივნეს მაშინაც კი, როცა ჯერ არავითარი კლინიკური გამოვლინება არ შეინიშნება. გარდა ამისა, იძლევა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების მაღალი სიზუსტით დიფერენცირების საშუალებას. შესაბამისად, უზრუნველყოფს მთელი რიგი დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებასა და სწორ მკურნალობას.

მედიპოლის  საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა კომპლექსში არსებული სამედიცინო ტექნოლოგიები საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული ბრენდების ყველაზე მოწინავე მოდელებს წარმოადგენენ. მათ შორის ერთ-ერთი უახლესი და ეფექტური ტექნოლოგიაა - პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET-CT).
თემაზე გვესაუბრება მედიპოლის ბირთვული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი თამერ ათასევერი.

რა არის
პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET-CT)?
პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET-CT) - უახლესი და მაღალგანვითარებადი ტექნოლოგიაა, რომელიც დაფუძნებულია რადიოფარმპრეპარატების გამოყენებაზე და სხვადასხვა ონკოლოგიური, კარდიოლოგიური და ნევროლოგიური დაავადებების დროს ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების ვიზუალიზაციის, დიაგნოზის დასმის, მკურნალობისა და მკურნალობის შემდგომი პროცესის მეთვალყურეობისთვისთვის გამოიყენება.
PET-CT-ის საშუალებით შესაძლებელია მეტაბოლური ცვლილებების დადგენა და უჯრედების მეტაბოლიზმის მეტასტაზური პროცესის რეგისტრირება.
PET-CT-ი სხვა ტომოგრაფიულ კვლევებთან (მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) შედარებით, დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა და აღმოაჩენს სიმსივნეს მაშინაც კი, როცა ჯერ არავითარი კლინიკური გამოვლინება არ შეინიშნება. გარდა ამისა, აღნიშნული კვლევა იძლევა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების მაღალი სიზუსტით დიფერენცირების საშუალებას. შესაბამისად, უზრუნველყოფს მთელი რიგი დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებასა და სწორ მკურნალობას.


 


PET-CT-ის გამოყენების სფერო
პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET-CT) ყველაზე ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენისა და გავრცელების არეალის (სტადიის) განსაზღვრისთვის, რადგან აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია სიმსივნეების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტირება, ისეთი მცირე ზომის სიმსივნეებისაც კი, რომლებიც 1 სმ-ს არ აღემატება და არანაირ კლინიკურ გამოვლინებას არ იძლევა. გარდა ამისა, PET-CT-ის საშუალებით ხდება მკურნალობის შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობა და ჩატარებული მკურნალობის შედეგიანობის დადგენა.
PET-CT ეფექტურია შემდეგი სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის:
1. ფილტვის კიბო;
2. თავ-კისრის კიბო;
3. ლიმფოპროფირატიული სიმსივნეები  (ლიმფომა);
4. ძუძუს კიბო;
5. საყლაპავი მილისა და კუჭის კიბო;
6. ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის კიბო;
7. მსხვილნაწლავის და რექტალური კიბო;
8. ავთვისებიანი კანის კიბო (ავთვისებიანი მელანომა);
9. ფარისებრი ჯირკვლის კიბო;
10. ენდომეტრიუმისა და საშვილოსნოს ყელის კიბო და სხვა სიმსივნური გინეკოლოგიური დაავადებები;
11 პირველადი ან მეტასტაზური ტვინის სიმსივნეები;
12. ძვლის კიბო;
13. უცნობი პირველადი სიმსივნე და ა.შ.
ამას გარდა, PET-CT გამოიყენება გულისა (გულის კუნთის ცალკეულ უბნებში სისხლმომარაგების დარღვევების) და თავის ტვინის დაავადებების (ეპილეფსია, ალცჰეიმერის დაავადება, თავის ტვინის ტრავმები, იშემიური დარღვევები) ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკისთვის.


 


რა არის PET-CT-ის უპირატესობა?
PET-CT უზრუნველყოფს სიმსივნური ქსოვილის ადრეულ გამოვლენას და ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისას კიბოს გავრცელების კერებისა და მეტასტაზების შესახებ ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის. ზოგიერთ შემთხვევაში PET-CT საშუალებას იძლევა, მკურნალობა ბიოფსიის ჩატარების გარეშე დაინიშნოს.


 


როგორ ტარდება PET-CT კვლევა?
პაციენტისთვის PET-CT კვლევის ჩატარება უნდა მოითხოვოს მკურნალმა ექიმმა, რის შემდეგაც კლინიკის სპეციალისტები პროცედურის ჩატარების ზუსტ დროს დანიშნავენ.
კვლევის ჩატარებამდე აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:
პროცედურის დაწყებამდე 5-6 საათის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს საკვები;
გამოკვლევის დაწყებამდე ვენაში გლუკოზის მსგავსი რადიოფარმა პრეპარატი შეჰყავთ; 
თუ პაციენტს აწუხებს რომელიმე ქრონიკული დაავადება (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი) და მუდმივად იღებს რომელიმე მედიკამენტს, ექიმს წინასწარ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ (რადგან წამლებმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს კვლევის შედეგებზე);
ყველა წინამოსამზადებელი პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტი გადაჰყავთ სპეციალურ, დაცულ ოთახში, სადაც ვენაში მცირე დოზით გლუკოზის მსგავსი რადიოაქტიური ნივთიერება უკეთდება;
პროცედურის დაწყებამდე საჭიროა 50-60 წუთით დაცდა, სანამ აღნიშნული ნივთიერება მთელ ორგანიზმში განაწილდება;
მთელი პროცედურის განმავლობაში საჭიროა პაციენტის იზოლირება ბავშვებისა და ორსულებისგან;
PET-CT-ის ჩატარების შემდეგ, დაახლოებით, 20-30 წუთის განმავლობაში აკრძალულია სხვა კომპიუტერული ტომოგრაფიის მსგავსი პროცედურების ჩატარება;
აღნიშნული კვლევის დასრულებიდან მეორე დღესვე, კვლევის დასკვნა და მთელი ვიზუალური მასალა პაციენტს გადაეცემა.


ვის უნდა მივმართოთ PET-CT კვლევის ჩასატარებლად?
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტის სპეციალისტების  სამედიცინო და სამკურნალო მომსახურების მისაღებად, ვიზის საკითხების მოსაგვარებლად, კლინიკის წამყვანი პროფესორების კონსულტაციებისა და პროცედურებისა და მკურნალობის დასაგეგმად შეგიძლიათ, მიმართოთ მედიპოლის თბილისის წარმომადგენლობას, სადაც თქვენს მშობლიურ ენაზე მიიღებთ ყველა ზემოჩამოთვლილ მომსახურებას.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას:

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?