ლიმფომა - შეიძლება თუ არა ამ ონკოლოგიური დაავადებისგან სრულად განკურნება?

ექიმის კონსულტაცია

20 მარტი 20:00, 2016 წელი

ლიმფომა ლიმფოიდური ქსოვილის ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებაა, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში და ონკოლოგიურ დაავადებებს შორის გავრცელებით მესამე ადგილზეა.


ლიმფომასთან დაკავშირებულ საკითხებზე მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის პედიატრიული ჰემატოლოგიის პროფესორი, პედიატრიული ჰემატოლოგიის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სემა ანაკი გვესაუბრება.

რა არის ლიმფომა?

ლიმფომა ლიმფოიდური ქსოვილის ონკოლოგიური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ლიმფური კვანძების გადიდება, შინაგან ორგანოთა დაზიანება და მათში სიმსივნური ლიმფოციტების უკონტროლო დაგროვება.
მორფოლოგიური სუბსტრატის მიხედვით, დაავადებას ყოფენ ორ ჯგუფად: ჰოჯკინისა და არაჰოჯკინის (ანუ გრანულომატოზურ და არაგრანულომატოზურ) ლიმფომებად.
ჰოჯკინის ლიმფომა ავთვისებიანი დაავადებაა, რომლის დროსაც ლიმფური სისტემის უჯრედები პათოლოგიურად იზრდება და შეიძლება ლიმფური სისტემის გარეთაც გავრცელდეს. ჰოჯკინის ლიმფომა, პროგრესირებასთან ერთად, ასუსტებს ორგანიზმის უნარს, ებრძოლოს ინფექციებს.
ჰოჯკინის ლიმფომის ბევრი ფორმა არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ქვეტიპადაა დაყოფილი: კვანძების სკლეროზით მიმდინარე ჰოჯკინის ლიმფომად, შერეულ-უჯრედული ჰოჯკინის ლიმფომად, ლიმფოციტების გამოფიტვით მიმდინარე ჰოჯკინის ლიმფომად და ლიმფოციტებით მდიდარი კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომად.
არაჰოჯკინის ლიმფომა სიმსივნეა, რომელიც იწყება ლიმფურ სისტემაში და სისხლის გარკვეულ თეთრ უჯრედებში - ლიმფოციტებში ვითარდება. არაჰოჯკინის ლიმფომის მრავალი ქვეტიპი არსებობს. ყველაზე ხშირი ქვეტიპებია: დიფუზური B უჯრედოვანი ლიმფომა და ფოლიკულური ლიმფომა.

სიმპტომები
დაავადების ძირითადი სიმპტომებია:
ლიმფური კვანძების გადიდება (ეს კვანძები შესაძლოა, იყოს კისრის გარშემო, ლავიწის ზემოთ, იღლიის ან საზარდულის მიდამოში და ა.შ.);
მუდმივი ცხელება;
ოფლიანობა
(უფრო ხშირად ღამით);
დაღლილობა
წონაში დაკლება;
მადის დაკარგვა;
ქავილი.




გამომწვევი მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ ამ კუთხით ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა:
ვირუსულ თეორიას (ეპშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული ინფექციები);
ბაქტერიულ ფაქტორებს;
გენეტიკურ  განწყობას;
ეკოლოგიურ ფაქტორებს;
სხვადასხვა პრეპარატების ზემოქმედებას.

დიაგნოსტიკა
ლიმფომის დიაგნოსტიკისთვის მოწოდებულია შემდეგი კვლევები:
სისხლის ანალიზი;
ლიმფური კვანძის ბიოფსია;

კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (ლიმფომის გავრცელების არეალისა და სტადიის დასადგენად);
ძვლის ტვინის ბიოფსია.

მკურნალობის მეთოდები
ლიმფომის მკურნალობა მოიცავს:
ა) ქიმიოთერაპიას (მკურნალი ექიმი თავად ირჩევს ქიმიოთერაპიის კურსს, რომელიც მორგებულია კონკრეტულ შემთხვევაზე);
ბ) სხივურ თერაპიას.
მკურნალობის შემდეგ დროდადრო საჭიროა ექიმის კონტროლი, სისხლის ანალიზი, რადიოლოგიური კვლევის მეთოდები, რადგან არ არის გამორიცხული დაავადების რეციდივი.
დაავადების რეციდივის ან განსაკუთრებით მძიმე ფორმების დროს, მკურნალობის ერთადერთი გზა - ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაა, რითიც სრულდება კიდეც მკურნალობა.
ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ხდება საკუთარი (აუტოლოგიური) ღეროვანი უჯრედების მეშვეობით, მაგრამ, თუ ეს უჯრედები არ იქნება საკმარისი რაოდენობის, მაშინ პროცესში ერთვება ნათესაური (ალოგენური) უჯრედები.

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელში მკურნალობის პრიორიტეტები
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელში ლიმფომის მკურნალობა პროფესიონალი ექიმების მიერ, ტექნიკურად სრულად აღჭურვილ საავადმყოფოში და რაც მთავარია - სტერილურ და ინფექციებისგან დაცულ გარემოში ტარდება, რაც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალი სტანდარტებისა და სრულად განკურნების გარანტიას იძლევა.



დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას:

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?