ანორგაზმია - ნუ გადადებთ სექსოლოგთან ვიზიტს!

ექიმის კონსულტაცია

27 მარტი 20:00, 2016 წელი

ანორგაზმია, ანუ ორგაზმის განცდის უუნარობა, უპირატესად ქალებში გავრცელებული სქესობრივი დარღვევაა, რომელიც ხშირად ხდება ურთიერთობის დანგრევის მიზეზი, ან კიდევ უარესი - ქალების დიდი ნაწილი მთელი ცხოვრების მანძილზე პარტნიორებისა და საკუთარი თავის მოტყუებას არჩევს. როგორ ვუშველოთ ამ პრობლემას? კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის ექიმი სექსოლოგი არკადი მოროზოვი გირჩევთ:

რა არის ანორგაზმია?
მამაკაცებში ორგაზმი თითქმის ყველა ეაკულაციას ახლავს და სქესობრივი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულია. ქალებში კი ყველაფერი სხვაგვარადაა - მამაკაცებისგან განსხვავებით, ორგაზმის განცდა მათ ყოველთვის არ შეუძლიათ. შესაბამისად, ანორგაზმია, ანუ ორგაზმის განცდის უუნარობა ქალებში გავრცელებული პრობლემა უფროა, ვიდრე მამაკაცებში.

არსებობს ანორგაზმიის რამდენიმე გამოვლინება:
პირველადი ანორგაზმია - ამ შემთხვევაში ქალს არასდროს განუცდია ორგაზმი;
მეორადი ანორგაზმია - წარსულში შეეძლო ორგაზმის განცდა, მაგრამ შემდეგ ამის უნარი დაკარგა;
სიტუაციური ანორგაზმია - ორგაზმის განცდა შეუძლია მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში (მაგ.: ორგაზმის განცდა შეუძლია მასტურბაციის დროს, მაგრამ არა კოიტუსის შემთხვევაში; შეუძლია ერთ პარტნიორთან, მაგრამ მეორესთან - არა და ა.შ.);
ზოგადი ანორგაზმია - ქალს არ შეუძლია ორგაზმის განცდა არც ერთი ფორმით, არც ერთ პარტნიორთან და არც ერთ სიტუაციაში.

რა სიხშირით გვხვდება ეს პრობლემა ქალებში?

საერთაშორისო სტატისტიკით ეს ციფრები ძალიან მერყევია და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, თუმცა ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა, საშუალოდ, ქალების 30-40%-ს აწუხებს, რაც არ არის მცირე და შეიძლება, რეალურად ეს მაჩვენებელი უფრო მეტიც იყოს, რადგან ქალების დიდი ნაწილი ექიმთან ვიზიტს მთელი ცხოვრების მანძილზე, პარტნიორებისა და საკუთარი თავის მოტყუებას არჩევს, პრობლემა კი პრობლემად რჩება.


ანორგაზმიის მიზეზები
ქალისთვის მეტად მნიშვნელოვანია სქესობრივი ურთიერთობის ფსიქოლოგიური მხარე, ამიტომ ორგაზმის უქონლობის პრობლემა ძალიან ხშირად განპირობებულია არა ფიზიოლოგიური დარღვევებით, არამედ პარტნიორებს შორის ურთიერთობათა სირთულით.
აქედან გამომდინარე, ანორგაზმიის გამომწვევი ფსიქოლოგიური ფაქტორებია:
ურთიერთობის პრობლემები - როცა კაცი გამოუცდელია, მალე აღწევს ეაკულაციას, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს და ა.შ. ან როცა ქალს არ უყვარს პარტნიორი, არ გააჩნია მის მიმართ სექსუალური ლტოლვა, ემოციები და ა.შ. გარდა ამისა, შეიძლება, ქალი იყოს კომპლექსიანი, არ ჰქონდეს შესწავლილი თავისი სხეულის თავისებურებები, აწუხებს დანაშაულის შეგრძნება სქესობრივი კავშირის გამო და ა.შ.;
სქესობრივი აქტის ჩატარებისთვის სასურველი გარემოს უქონლობა - მყუდრო სიტუაცია, წყვილის განმარტოება და ა.შ. (ანორგაზმიის შემთხვევები ხშირია ახალდაოჯახებულ გოგონებში, თუ წყვილი მარტო არ ცხოვრობს და ოჯახის სხვა წევრები იქვე, მეორე ოთახში იმყოფებიან);
დაორსულების, ვენერული თუ სხვა დაავადებით დასნებოვნების შიში და ა.შ.
ანორგაზმიის გამომწვევი ფიზიკური ფაქტორებია:
ნევროლოგიური სახის ზოგიერთი სისტემური დაავადება;
შაქრიანი დიაბეტის დროს განვითარებული ნეიროპათიები;
ზოგიერთი პრეპარატის (მაგ: ანტიდეპრესანტები, ჰორმონალური პრეპარატები და ა.შ.) ხანგრძლივად მიღება;
შორისისა და მენჯის კუნთების ტრავმა
და ა.შ.
თუმცა, ანორგაზმია, ძირითადად, მაინც ფსიქოლოგიურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.

მასტურბაციის გავლენა ანორგაზმიაზე
მასტურბაცია არ განიხილება, როგორც ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზი. გავრცელებული აზრი, რომ, თუ ქალი სექსუალური ცხოვრების დაწყებამდე ხშირად მასტურბირებს, ანორგაზმია ემართება, მცდარია. პირიქით, მასტურბაციას ქალები ხშირად სწორედ იმისთვის მიმართავენ, რომ ორგაზმს მიაღწიონ. თავის მხრივ, მასტურბაცია არ მიიჩნევა პათოლოგიურ ქმედებად, თუ ის რაიმე ფსიქიკურ დარღვევასთან არ არის ასოცირებული.

ანორგაზმია და სექსუალური ცხოვრების დასაწყისი
სექსუალური ცხოვრების პირველ ეტაპზე ანორგაზმია ნორმალური მოვლენაა, რადგან ქალის სექსუალობის გაღვიძებას, ორგაზმის განცდის თავისებურებების ჩამოყალიბების პროცესის დასრულებას და პარტნიორთან სექსუალურ შეთავსებას გარკვეული დრო და გამოცდილება სჭირდება. შესაბამისად, წყვილმა სექსუალური თანაცხოვრების პირველ წელს უნდა მოსინჯოს სიამოვნების მიღების სხვადასხვა ვარიანტები, შეისწავლონ ერთმანეთის ეროგენული ზონები, ერთმანეთის სურვილები და თუ ამის შემდეგაც, ქალი ვერ მოახერხებს ორგაზმის განცდას, აუცილებლად მივიდეს ექიმ სექსოლოგთან.

როგორ ვუშველოთ ანორგაზმიას?
თუ ანორგაზმიის მიზეზი რომელიმე ორგანული დაავადებაა, საჭიროა, ეს დაავადება განიკურნოს და ამით ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზი აღმოიფხვრას. ხოლო თუ ანორგაზმია ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის გამოწვეული, ასეთ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორს - თუ მამაკაცი გამოცდილია, მას არ უნდა გაუჭირდეს ქალის ორგაზმამდე მიყვანა. ამისთვის კი აუცილებელია:
სქესობრივი აქტის დამყარებამდე კაცმა წინასწარი ხანგრძლივი ალერსით მიიყვანოს ქალი სათანადო აგზნებამდე (ალერსისას კაცმა უნდა გაითვალისწინოს, კონკრეტულად იმ პარტნიორის ეროგენული ზონები, ვინაიდან ასეთი ზონები ყველა ქალში ინდივიდუალურია);
კაცმა შეუქმნას ქალს სასურველი და მყუდრო სიტუაცია, იზრუნოს მის დადებით გუნება-განწყობაზე და ა.შ.
ყველა ტიპის ანორგაზმიის დროს, აუცილებელი კომპონენტია ფსიქოთერაპია, რომელიც უნდა ჩატარდეს ექიმი სექსოლოგის მიერ და მისი ჩატარება რეკომენდებულია არა მარტო ქალისთვის, არამედ მისი პარტნიორისთვისაც.

კეგელის ვარჯიშები
ანორგაზმიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია მხოლოდ ქალებისთვის შემუშავებული სპეციალური ვარჯიშებითაც, რომელსაც კეგელის ვარჯიშები ეწოდება. კეგელის ვარჯიშები არა მხოლოდ ზრდის ქალის მგრძნობელობას, არამედ აუმჯობესებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების სისხლმომარაგებას და ქალს საკუთარი ორგანიზმის მართვის საშუალებას აძლევს.
ამჯერად, კეგელის ვარჯიშების ერთ-ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ:
იმისთვის, რომ გაიგოთ, რომელი კუნთების ვარჯიშს ვგულისხმობთ, შარდვა შეიკავეთ და რომელი კუნთების დაძაბვასაც იგრძნობთ, სწორედ მათ ვარჯიშზე გვექნება საუბარი.
1. 5-20 წამის განმავლობაში დაძაბეთ ის კუნთები, რომლებიც გამოიყენეთ შარდვის შესაჩერებლად და შემდეგ მოადუნეთ;
2. შეკუმშეთ კუნთები და შეჩერდით ასეთ მდგომარეობაში 5 წამი, შემდეგ უფრო ძლიერად შეკუმშეთ ისინი და ისევ შეჩერდით. ასე გააგრძელეთ, სანამ არ მიხვდებით, რომ ეს თქვენი შესაძლებლობის მაქსიმუმია. კუნთები ასევე ეტაპობრივად მოადუნეთ;
3. დაძაბეთ და მოადუნეთ კუნთები ძალიან სწრაფად;
4. შემდეგი ვარჯიში გამოძევების შესწავლაა. უნდა გაიჭინთოთ ისევე, როგორც ამას მშობიარე აკეთებს (ამ დავალებაზე დიდხანს მუშაობა არ არის აუცილებელი).
კეგელის ვარჯიშების ამ ვარიანტისას თითო ვარჯიში 10-ჯერ მაინც უნდა შეასრულოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?