როდის არის მიზანშეწონილი ტონზილექტომია – გლანდების ოპერაცია?

ექიმის კონსულტაცია

15 აპრილი 12:00, 2016 წელი

მწვავე ტონზილიტი, იგივე ანგინა, სასის ნუშურების ანთებაა, რომლითაც ხშირად ავადდებიან როგორც მოზრდილები, ასევე ბავშვები.

რა ფუნქციას ასრულებს ნუშურები და რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი ანგინის ქირურგიული გზით მკურნალობა? „რუბრიკას“ ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ირინა ქაცარავა ესაუბრა:


 


სად მდებარეობს და რა ფუნქციას ასრულებს ნუშურები?


ტონზილებს, ანუ სასის ნუშურებს ადვილად დაინახავთ, თუ პირს ფართოდ გააღებთ. ალბათ, იცით – ეს ორი მცირე მორგვია სასის წინა და უკანა რკალებს შორის, ხახის ორივე მხარეს. ნუშურები გახლავთ ლიმფური ქსოვილი, რომელიც ადამიანის იმუნური სისტემის ნაწილია და  ნებისმიერი ინფექციისთვის პირველ  ბარიერს წარმოადგენს.


 


რა დაავადებაა ტონზილიტი?


მწვავე ტონზილიტი იგივე ანგინა (ხალხში უფრო მეტად ანგინის სახელწოდებითაა ცნობილი) – ზედა სასუნთქი გზების ფართოდ გავრცელებული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს, ძირითადად, სასის ნუშურების დაზიანებით, თუმცა ანთებითი პროცესი შეიძლება ლოკალიზებული იყოს, ასევე, ხახისა და ენის ნუშებში, ხორხის მიდამოში და მის გვერდით რკალებში.
არასწორი მკურნალობის ან დაავადების ნებაზე მიშვების გამო მწვავე ტონზილიტი შესაძლოა, ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. ქრონიკულ ტონზილიტს ხშირად ჩირქოვან გლანდებსაც უწოდებენ.


 


გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები


მწვავე ტონზილიტი შეიძლება გამოიწვიოს: მიკრობმა, ვირუსმა ან სოკომ.
ყველაზე გავრცელებული გამომწვევია A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, ხშირია ე.წ. ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ტონზილიტის ფორმაც.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს: გაციება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი და ა.შ.
რაც შეეხება ქრონიკულ ტონზილიტს, მისი გამომწვევი მიზეზებია: განმეორებითი ანგინები, იშვიათად სხვა მწვავე ინფექციური დაავადებები (მაგ: ქუნთრუშა, წითელა, დიფთერია).
ქრონიკული ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს: ცხვირით სუნთქვის დარღვევა, ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებები, კარიესული კბილები, ქრონიკული კატარული ფარინგიტი, ქრონიკული რინიტი და ა.შ.
ტონზილიტით განსაკუთრებით ხშირად  სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვები ავადდებიან, ავადობის შემთხვევები იმატებს შემოდგომისა და გაზაფხულის პერიოდებში.


დაავადების გადაცემის გზები


ინფექციის გადაცემის რამდენიმე გზა არსებობს:
ჰაერ-წვეთოვანი (როდესაც დაავადების გამომწვევი ვრცელდება ჰაერით);
ალიმენტური (როდესაც დაავადების გამომწვევი ხახაში ხვდება საკვებთან ერთად);
აუტოინფექციის შედეგად (დაავადება უმეტესად ხახაში მუდმივად მობინადრე მიკრობებით თვითდასნებოვნების შედეგად ვითარდება. ამ პროცესს ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტება განაპირობებს).


 


სიმპტომები


ტონზილიტის სიმპტომებია:
ზოგადი სისუსტე;
ყელის ტკივილი (რომელიც ყლაპვისას ძლიერდება და ზოგჯერ ყურშიც ირადირდება);
მაღალი ტემპერატურა;
ტკივილი სახსრებში;
ინტოქსიკაცია;
თავის ტკივილი;
სასის ნუშურების ჰიპერემია
(სისხლის მიდინების გამო);
სასის ნუშურების გადიდება (შეშუპება) – ნუშურების გადიდების ხარისხი შეიძლება იყოს მინიმალურიდან (როცა ისინი ძლივს მოჩანს სასის რკალებიდან) მაქსიმალურამდე (როცა ისინი ერთმანეთს ეხებიან);
მოყვითალო-თეთრი ნადები სასის ნუშურებზე;
ლიმფური კვანძების გადიდება
(რომელიც შეიძლება 10-12 დღე გაგრძელდეს) და ა.შ.


 


დაავადების შესაძლო გართულებები


ტონზილიტი მიეკუთვნება ისეთ დაავადებათა ჯგუფს, რომლის დროსაც ორგანიზმის ორგანოებსა და სისტემებზე სერიოზული პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება. გარდა იმისა, რომ დაავადებამ შეიძლება ქრონიკული ფორმა მიიღოს, ის შეიძლება გახდეს ისეთი პათოლოგიების მიზეზი, როგორიცაა:
გულის მუშაობის დარღვევა;
ტკივილი გულის არეში;
გულის რიტმთან დაკავშირებული პრობლემები;
თირკმელების დაზიანება;
რევმატიზმი;
სახსრების ფუნქციის მოშლა
და ა.შ.
ზემოჩამოთვლილი გართულებების თავიდან  ასაცილებლად, საჭიროა, დროულად მიმართოთ ექიმს და დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა.


 


 




დიაგნოსტიკა


ანგინის დიაგნოსტიკისთვის ტარდება ყელის საერთო დათვალიერება და ლიმფოკვანძების პალპაცია.
აუცილებლად უნდა  ჩატარდეს ბაქტერიული ანალიზი (რათა დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზი).



მკურნალობა


ტონზილიტის მკურნალობა დაავადების ფორმაზე, სიმძიმეზე და გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული.
მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, ძირითადად, ანტიბიოტიკები და ადგილობრივი ანტისეპტიკები ინიშნება. სამკურნალოდ, ასევე, ნაჩვენებია დიდი რაოდენობით სითხეებისა და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება. კარგია სავლებების, საწუწნი აბებისა და საინჰალაციო საშუალებების გამოყენება.
ტონზილიტის ანტიბიოტიკებით თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.
კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ტარდება ტონზილექტომია – სასის ნუშურების ამოკვეთა. ტონზილექტომია, ძირითადად, ტონზილიტის ქრონიკული ფორმის ან მისი სერიოზული გართულებების დროს, დიდი სიფრთხილით ინიშნება.


 


პროფილაქტიკა


ტონზილიტის პროფილაქტიკა გულისხმობს:
ორგანიზმის გაკაჟებას;
იმუნიტეტის ამაღლებას;
ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმის დაცვას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?