ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია - თანამედროვე მედიცინის თვალსაჩინო პროგრესი!

ექიმის კონსულტაცია

3 ივნისი 12:00, 2016 წელი

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სხვადასხვა სერიოზული დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებადი მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების ახალი და ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული მეთოდის შესახებ, თურქეთში, ქალაქ სტამბულში არსებული მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის ზრდასრულთა ჰემატოლოგიური განყოფილებისა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ფატმა დენიზ სარგინი გვესაუბრება:

რა წარმოადგენს ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები?
ძვლის ტვინი სისხლმბადი სისტემის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც ღრუბლის მსგავსი ქსოვილია და მოთავსებულია მსხვილ ძვალთა ღრუებში.
განასხვავებენ ძვლის წითელ და ყვითელ ტვინს. წითელი ტვინი უხვად შეიცავს სისხლის წარმომქმნელ მიელოიდურ ქსოვილს, ყვითელ ტვინში კი ცხიმოვანი ქსოვილი სჭარბობს. ძვლის წითელი ტვინი ადამიანის სხეულის მასის 1,5%-ს შეადგენს და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნარჩუნდება (ადამიანის ბრტყელ ძვლებში, ხერხემლის მალებსა და ლულისებრი ძვლების ეპიფიზებში). ასაკთან ერთად ლულისებრი ძვლების ღრუებში სისხლმბად ქსოვილს ცხიმოვანი ქსოვილი ენაცვლება და, შესაბამისად, ტვინი მათში ყვითელი ხდება.
ძვლის ტვინი ზრდასრული ორგანიზმის ერთადერთი ქსოვილია, რომელიც ნორმაში ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ღეროვან უჯრედებს.
ღეროვანი უჯრედები ძვლის ტვინში წარმოქმნიან სამი მნიშვნელოვანი სახის სისხლის უჯრედებს:
სისხლის წითელი უჯრედები - რომლის საშუალებითაც მიეწოდება ჟანგბადი მთელ ორგანიზმს;
სისხლის თეთრი უჯრედები - რომელიც იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან;
თრომბოციტები - რომელიც სისხლს შედედების უნარს სძენს.
მოზრდილ ორგანიზმში ღეროვანი უჯრედები აღმდგენ ფუნქციას ასრულებს, რადგან ღეროვანი უჯრედებისგან ყალიბდება და დიფერენცირდება სხვადასხვა ქსოვილის შემადგენელი უჯრედები. ღეროვან უჯრედებს აქვს უნიკალური თვისებები - მიგრირდება ადამიანის ორგანიზმში და ანაცვლებს დეფექტურ (ან დაავადებულ) ორგანოს, გამოყოფს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და  ორგანოს აღდგენის სტიმულირებას ახდენს. აქედან გამომდინარე, ღეროვანი უჯრედების გამოყოფა-მიღება და სამკურნალო თვალსაზრისით მათი ტრანსპლანტაცია თანამედროვე მედიცინის თვალსაჩინო პროგრესია.

რას გულისხმობს ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაცია?
ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაცია (გადანერგვა) გულისხმობს დაზიანებული უჯრედების მოცილებას და მათ ჩანაცვლებას ახალი, ჯანმრთელი ქსოვილით.
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს, შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც აუტოლოგიური (საკუთარი), ისე ალოგენური (ნათესაური) და ჰაპლოიდენტური (პაციენტის მშობლებიდან მოგროვებული ღეროვანი უჯრედებისა და ნახევრად შეთავსებადი დონორის ღეროვანი უჯრედების ერთობლიობა) ღეროვანი უჯრედები.
აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია
რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ძვლის ტვინის დამაზიანებელი დაავადება რემისიის სტადიაშია ან პათოლოგია, რომელიც მკურნალობას საჭიროებს, არ ეხება ძვლის ტვინს. სხვა შემთხვევაში, აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედები აღარ გამოდგება და პაციენტს ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის რეკომენდაცია ეძლევა. ალოგენური უჯრედების ტრანსპლანტაცია მიზენშეწონილია მაშინაც, თუ პაციენტის ძვლის ტვინში საკმარისი რაოდენობით ღეროვანი უჯრედები არ მოიპოვება.
ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ნიშნავს, შეთავსებადი ნათესაური ღეროვანი უჯრედების გამოყენებას, როდესაც დონორი და რეციპიენტი HLA-ს სკალით 25%-ით ემთხვევიან ერთმანეთს. დონორად საუკეთესო ვარიანტია პაციენტის დის ან ძმის მოწვევა, რადგან ამ შემთხვევაში ძვლის ტვინის თავსებადობა საუკეთესოა. თუ პაციენტს არ ჰყავს გადანერგვისთვის გამოსადეგი ნათესავები, ძვლის ტვინის დონორთა საერთაშორისო რეგისტრში შეთავსებადი არანათესაური დონორი იძებნება. მთავარია, შეთავსებადი არანათესაური დონორი და რეციპიენტი HLA-ს სკალით 35%-ით ემთხვეოდნენ ერთმანეთს.
ჰაპლოიდენტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია გულისხმობს პაციენტის მშობლებიდან მოგროვებული ღეროვანი უჯრედებისა და ნახევრად შეთავსებადი დონორის ღეროვანი უჯრედების ერთობლიობას და ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ შეთავსებადი ნათესაური და არანათესაური დონორი ვერ მოიძებნა.
ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დროს უმნიშვნელოვანესი პირობაა, რომ დონორის ძვლის ტვინი გენეტიკურად მაქსიმალურად შეესაბამებოდეს რეციპიენტისას. აღნიშნული შესაბამისობის, ანუ თავსებადობის გამოსაკვლევად სისხლის სპეციალური ანალიზები ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ დონორის ძვლის ტვინი რეციპიენტის ქსოვილებისადმი არასაკმარისად თავსებადია, მან შესაძლოა, მასპინძელი ორგანიზმის ქსოვილები უცხო სხეულებად აღიქვას და მათი განადგურება დაიწყოს. ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც რეაქცია ტრანსპლანტატი მეპატრონის წინააღმდეგ (graft-versus-host disease(GVHD) და, შესაძლოა, პაციენტის სიცოცხლეს დიდი საფრთხე შეუქმნას. არც ის არის გამორიცხული, ე.წ. მოცილების რეაქცია მოხდეს და გადანერგილი ძვლის ტვინი რეციპიენტის იმუნურმა სისტემამ გაანადგუროს.

რა დაავადებების დროს გამოიყენება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია?

ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაცია გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც წინათ განუკურნებლად მიიჩნეოდა. ამ მეთოდს მიმართავენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის: აპლასტიკური ანემია, მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია, მწვავე მეილოიდური ლეიკემია, ქრონიკული მეილოიდური ლეიკემია, იუვენური მიელომონიციტარული ლეიკემია, ჰოჯკინსის და არაჰოჯკინსის ლიმფომა, გაფანტული სკლეროზი, ნაწლავების ქრონიკული დაავადებები, სკლეროდერმა, თალასემია და სხვა.

როგორ ხდება ძვლის ტვინის მოგროვება-დამუშავება და რა პროცედურები უტარდება პაციენტს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წინ?
ზოგადი ნარკოზი საშუალებას იძლევა, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ის უსიამოვნო შეგრძნებები, რაც შესაძლოა, ძვლის ტვინის მოგროვებას ახლდეს. ძვლის ტვინის ამოღება ამგვარად ხდება: სპეციალური ნემსი შეჰყავთ თეძოს ან ბარძაყის ძვლის ღრუში, სადაც, ჩვეულებრივ, ძვლის ტვინი ყველაზე მეტია და ის ნემსის საშუალებით შპრიცში შეიწოვება. პროცედურის შედეგად პაციენტს არანაირი ჭრილობა არ რჩება და, შესაბამისად, არც ნაკერების დადება სჭირდება. ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ძვლის ტვინის რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის სხეულის ზომებსა და აღებულ მასალაში ძვლის ტვინის უჯრედთა კონცენტრაციაზე. ამის შემდეგ ძვლის ტვინს ამუშავებენ (წმენდენ), რათა სიმსივნური და მიკროსკოპის ქვეშ არაიდენტიფიცირებული სხვა უჯრედებისგან გაათავისუფლონ. ძვლის ტვინს დამუშავება სჭირდება ალოგენური ტრანსპლანტაციის დროსაც, რათა  ტრანსპლანტატი მეპატრონის წინააღმდეგ რეაქციის (graft-versus-host disease(GVHD) რისკი მაქსიმალურად შემცირდეს.
რაც შეეხება პაციენტის მომზადებას ტრანსპლანტაციისთვის, ახალი, ჯანმრთელი ძვლის ტვინის გადანერგვამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში მას საკუთარი ძვლის ტვინისა და სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად ქიმიოთერაპიას და/ან სხივურ თერაპიას უტარებენ, რის შედეგადაც თავისუფლდება ადგილი გადასანერგი ძვლის ტვინისთვის. ამას მოსამზადებელ რეჟიმს (conditioning) უწოდებენ. გარდა ამისა, ტრანსპლანტაციამდე პაციენტს უტარებენ საფუძვლიან გამოკვლევებს - შეისწავლიან მისი გულის, ფილტვების, თირკმელებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა ფუნქციურ მდგომარეობას, უტარებენ გენეტიკურ ანალიზებს და ა.შ.
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წარმატება ბევრად არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე, საერთო ფიზიკურ მდგომარეობაზე, დიაგნოზზე, დაავადების სტადიაზე. ამიტომ ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ძვლის ტვინის გადანერგვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.


დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას:

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?