თბილისის მეტრო - მსოფლიოს 35-ე მიწისქვეშა რკინიგზა

ერთი რაკურსით

24 დეკემბერი 16:00, 2015 წელი

„თბილისი... უხუცეს დედაქალაქთაგანია კონსტანტინოპოლის, რომისა და პარიზის შემდეგ. რა სასიხარულოა, რომ მას ამშვენებენ არა მარტო ჩვენი ბრწყინვალე არქიტექტურა, არამედ თანამედროვე ცივილიზაციის უახლესი მიღწევები“, - ასე გამოეხმაურა მეტროს გახსნას მწერალი კონსტანტინე გამსახურდია.

„თბილისში მეტროპოლიტენის აგება ჩვენი ოცნება იყო, მაგრამ, სანამ ქვეყანა ომისგან მიყენებულ ჭრილობებს არ მოიშუშებდა, ამ საკითხის დასმა შეუძლებლად მიგვაჩნდა... თან მაშინ თბილისის მოსახლეობა 600 ათასსაც არ აღწევდა და მრავალმილიონიან ლენინგრადსა და მილიონსმიღწეულ კიევს ვერ მივბაძავდით...“ - წერდა კანდიდ ჩარკვიანი (საქართველოს სსრ კომპარტიის ცეკა-ს პირველი მდივანი 1938-1953 წლებში), რომელმაც დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა და თანხმობა, ბერიას გვერდის ავლით, უშუალოდ სტალინისგან მოიპოვა.
1951 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობა გადაწყდა.
მშენებლობისთვის 824 000 000 მანეთი გამოიყო.
ეს იყო 1952 წელი, მაგრამ 1953 წელს სტალინის გარდაცვალებისა და საბჭოთა კავშირის სახელისუფლებო ეშელონში მომხდარი დრამატული ცვლილების შემდეგ მშენებლობა მოულოდნელად შეაჩერეს: „აქ გადამწყვეტი როლი ითამაშა ბერიამ, რომელსაც ჩვენი მეტროპოლიტენი სტალინისგან ბოძებულად მიაჩნდა. იყო წინადადება, გაყვანილი შახტები და დაწყებული გვირაბები ამოევსოთ, მაგრამ ამ ნაბიჯზე ვეღარ წავიდნენ...“ - აღნიშნავდა კანდიდ ჩარკვიანი (წიგნიდან „განცდილი და ნააზრევი“).
მეტროპოლიტენის მშენებლობა მხოლოდ 1959 წლის დამლევს განახლდა.
გვირაბების გაყვანა ურთულეს პირობებში ხორციელდებოდა. იმისთვის, რომ მოულოდნელად წყლის ჩამოვარდნა არ მომხდარიყო, მდინარე მტკვრის კალაპოტს კეტავდნენ და ბეტონით ფარავდნენ.
1966 წლის 10 იანვარს სადგურ „რუსთაველის მოედანზე“ თბილისის მეტროპოლიტენი საზეიმოდ გაიხსნა.
ეს დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო - თბილისში მსოფლიოს 35-ე მიწისქვეშა რკინიგზა ამოქმედდა (ნუმერაცია მოცემულია რობერტ შვანდლის კლასიფიკაციის მიხედვით, რომელიც მსოფლიო მეტროპოლიტენის შესახებ კვლევების ავტორი და urbanrail.net-ის შემქმნელია). 


 


მეტროსადგური „300 არაგველი“
თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც „ავლაბრისა“ და „ისნის“ სადგურებს შორის მდებარეობს. ის 1967 წლის მარტში გაიხსნა და მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები თ. თევზაძე და გ. ბათიაშვილი.


 


მეტროსადგური „რუსთაველი“
ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ერთ-ერთი პირველი სადგური, რომელიც100 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ის 1966 წელის 11 იანვარს ამოქმედდა. სადგურის არქიტექტორები არიან ო. კალანდარიშვილი და ლ. ჯანელიძე.



მეტროსადგური „ისანი“
თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც «300 არაგველისა» და «სამგორის» სადგურებს შორის მდებარეობს. ის 1971 წლის 5 მაისს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები გ. მოძმანაშვილი და ნ. ლომსაძე.


 


მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“
თბილისის მეტროპოლიტენის სადგური ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე, მეტროსადგურებს „რუსთაველსა“ და „ავლაბარს“ შორის. გაიხსნა 1967 წლის 6 ნოემბერს. მისი პროექტი ეკუთვნით არქიტექტორებს რ. ბაირამაშვილსა და ვ. ალექსი-მესხიშვილს.


 


მეტროსადგური „მარჯანიშვილი“
თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ერთ-ერთი პირველი სადგური, რომელიც სადგურის მოედნისა და რუსთაველის სადგურებს შორის მდებარეობს. ის 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ო. მელია და გ. მელქაძე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?