პუშკინის ქუჩა თავისუფლების მოედანთან
ფოტოების გადაღების თარიღები: 1975 წელი-2016 წელი
მეტეხის აღმართი
ფოტოების გადაღების თარიღები: 1975 წელი-2016 წელი
მელიქ აზარიანცის სახლი
ფოტოების გადაღების თარიღები: 1975 წელი-2016 წელი
ბარათაშვილის ხიდი
ფოტოების გადაღების თარიღები: 1967 წელი-2016 წელი
მეცნიერ მუშაკთა საცხოვრებელი სახლი პეკინის ქუჩაზე
ფოტოების გადაღების თარიღები: XX ს 90-იანი წლები-2016 წელი
ამ შენობას, რომელიც პეკინისა და ვიქტორ დოლიძის ქუჩების კუთხეში მდებარეობს, თბილისელები აკადემიკოსთა სახლს უწოდებენ. ის აშენებულია 1951 წელს და მისი ავტორია ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი (1905-1988 წ.წ.) - პირველი ქართველი ქალი არქიტექტორი, ვინც იმ დროში „კაცების“ პროფესია აირჩია და სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად და წარმატებით მოღვაწეობდა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეროვნული არქიტექტურის განვითარებაში. ქეთევან ქურდიანი არქიტექტორთა კავშირის წევრი იყო დაარსების დღიდან. ბევრ სხვა ნამუშევართან ერთად, მის ხელს ეკუთვნის წყალთა მეურნეობის სამინისტროს ორი დიდი საცხოვრებელი სახლი ი. ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი სახლი ვახუშტის ქუჩაზე, სასტუმრო ინტურისტი ქ. გორში, რომელიც თავის მეუღლესთან, არქიტექტორ არჩილ ქურდიანთან ერთად ააგო.