ერთი შედევრის ისტორია - ტიციანის „მიწიერი და ზეციური სიყვარული“

ერთი შედევრის ისტორია

30 მარტი 20:00, 2017 წელი

აღორძინების ეპოქის გენიალურმა მხატვარმა ტიციანმა უამრავი შედევრი შექმნა - რელიგიური თემები, მითოლოგიური სიუჟეტები, პორტრეტები. ზოგჯერ ეს ყველაფერი ერთ ნახატში იყო თავმოყრილი. სწორედ ასეთია ფერწერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოსილი ტილო „მიწიერი და ზეციური სიყვარული“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიმბოლოებისა და დეტალების აღრევა ერთ მიზანს ემსახურებოდა - ნახატს ვენეციის მაღალ წრეებში მომხდარი სკანდალი უნდა დაეცხრო...

სურათს ჯერ „შემკობილი და შეუმკობელი სილამაზე“ უწოდეს, სახელწოდება „მიწიერი და ზეციური სიყვარული“ ტილოს შექმნიდან 150 წლის შემდეგ გაჩნდა, თუმცა რას უწოდებდნენ თავად მხატვარი ან შემკვეთი, ეს უცნობია.

მიიჩნევა, რომ ტიციანმა ტილო ვენეციის რესპუბლიკის საბჭოს მდივან ნიკოლო აურელიოს შეკვეთით დახატა, რომელიც ვინმე ლაურა ბაგაროტოზე დაქორწინებას აპირებდა და ეს ნახატი ახალგაზრდა ცოლისთვის საჩუქრად უნდა მიეძღვნა.
ეს ქორწინება ვენეციაში განსჯის საგანი გახდა და ამის მიზეზი პატარძლის წარსული იყო:
ლაურა ბაგაროტო ახალგაზრდა ქვრივი გახლდათ. მისი პირველი ქმარი, პადუელი არისტოკრატი ფრანჩესკო ბორომეო ვენეციის რესპუბლიკისა და საღვთო რომის იმპერიის ომის დროს (რომელიც 1508-1516 წლებში მიმდინარეობდა), იმპერატორის მხარეზე გადავიდა. პადუა ვენეციას ეკუთვნოდა, ამიტომ ბორომეო, როგორც მოღალატე, დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ ლაურას ბევრი ნათესავი ციხესა და გადასახლებაში აღმოჩნდა. ლაურას მამა, მეცნიერი ბერტუჩო ბაგაროტო დააპატიმრეს და ცოლისა და შვილების თვალწინ ჩამოახრჩვეს. 

მაღალჩინოსანი ვენეციელის სახელმწიფო დამნაშავეების ქვრივთან და შვილთან კავშირი სპეციალური კომისიის განხილვის საგანი გახდა, რომელმაც საბოლოოდ ქორწინების ნებართვა გასცა. ხელოვნებათმცოდნეები ვარაუდობენ, რომ ვენეციის ყველაზე პრესტიჟულ მხატვართან ტილოს შეკვეთა სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ მოქალაქეების თვალში ამ ქორწინებას რესპექტაბელურობა შეეძინა და პატივისცემა დაემსახურებინა. 



მართლაც, ტიციანმა პატარძლის იდეალიზებული იმიჯი შექმნა. 
იდენტური გარეგნობის მქონე ორი ქალი სიყვარულის ქალღმერთის ორ სახეს წარმოადგენს, თუმცა არ იფიქროთ, რომ ეს ლაურა ბაგაროტოს სახეა - ასე რომ იყოს, გამოდის, შიშველი ნატურაც ლაურა უნდა ყოფილიყო, რაც წესიერი ქალიშვილის რეპუტაციას მეტისმეტად დააზარალებდა.
ტიციანმა ახალდაქორწინებული ქალიშვილის ზოგადი სახე შექმნა.

ახლა კი სიმბოლოების შესახებ:
ქალს თეთრი კაბა აცვია და სარტყელი აკრავს, რაც ქორწინების ერთგულების სიმბოლოა;
ხელებს ხელთათმანი უმშვენებს - სასიძოები ქალიშვილებს სერიოზული განზრახვის ნიშნად, ხელთათმანს ჩუქნიდნენ;
თავზე ყვავილების გვირგვინი - მარადმწვანე, სურნელოვანი მირტი სიყვარულსა და ერთგულებას განასახიერებს; 
სურათის უკანა ფონზე გამოსახული კურდღლები მრავალრიცხოვანი შთამომავლობის სურვილს ასახავს.
ქალიშვილი ხელით ეხება თასს - მსგავსი ჭურჭლით ვენეციელი სასიძოები საპატარძლოებს საქორწინო საჩუქრებს უძღვნიდნენ;
პეიზაჟი - მთისკენ მიმავალი ბილიკი ქორწინების რთულ გზას განასახიერებს, მარჯვნივ გაშლილი ვაკე კი - ქორწინების ხორციელ სიამოვნებას. 


შიშველი ქალი - ეს ქალღმერთი ვენერაა, რომელიც ძალიან ჰგავს თეთრკაბიან ქალს, რადგან იმ დროში პატარძალს ქალღმერთს ადარებდნენ. ქალღმერთს ხელში ანტიკური ლამპადა, იგივე ჩირაღდანი უჭირავს - ამაღლებული, ღვთაებრივი სიყვარულის სიმბოლო და, თითქოს, პატარძლის ქორწინების გზას ანათებს.
კუპიდონი (ამური) - ქალღმერთსა და ქალს შორის შუამავალი. 

თეთრი კაბით გამოსახულ ქალს ხელში ყვავილები უჭირავს, რაც მრავალფეროვანი სიყვარულის შერწყმას ნიშნავს.
ჩვენ ვხედავთ, რომ ორივე ვენერა თანაბრად ფასეულია, ამით კი დიდი ხელოვანი იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანისთვის მიწიერი/ფიზიკური და ზეციური/სულიერი ნეტარება ერთნაირად მნიშვნელოვანია.  

 

 

ტილოზე იმის პასუხსაც იპოვით, თუ რა ემართება მას, ვისთვისაც სიყვარული მხოლოდ ხორცის ზეიმია:


მარმარილოს ჭაზე, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, ვენერას შეყვარებულის ადონისის აკლდამაა, მარცხენა კუთხეში გამოსახული ცხენები სიმბოლურად ვნებას განასახიერებენ, ხოლო მარჯვენა კუთხეში ეჭვიანი მარსის მიერ ადონისის ცემის სცენაა დატანილი, როგორც სასჯელი მრუშობისთვის.
მარმარილოს ჭაზე ნიკოლო აურელიოს ოჯახურ გერბსაც შეამჩნევთ.   
აღწერილი სიუჟეტი არა მხოლოდ ქალღმერთ ვენერას სიყვარულის ტრაგიკულ დასასრულზე, არამედ ლაურა ბაგაროტოს სევდიან წარსულზეც მიანიშნებს. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?