ურთიერთობა

2 საათში შექმნილი შედევრის იდუმალი სიმბოლოები

fun time

12:00 შაბ. 10 სექტემბერი, 2022 წელი

დალის საათების იდუმალი
სიმბოლოები

14
დაკოპირებულია

ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის სიურრეალისტური ტილოს - „რბილი საათების“ თემა მუდმივად წარმავალი და მარადიული დროა. 1931 წელს ნახატის შექმნის შემდეგ ჩამოღვენთილი საათი დალის სინონიმად იქცა.

ნახატის სიუჟეტი

როგორც ნამდვილ სიურრეალისტს შეეფერება, დალის თავისი ნახატით ქაოსურ, უწესრიგო, მისტიკურ და ამავე დროს, თითქოს რეალურ და ადვილად აღსაქმელ სიზმრების სამყაროში გადავყავართ.

1 - ტილოზე სამი რბილი საათია გამოსახული, რომელიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს განასახიერებს. მხატვარი ძველი ბერძენი ფილოსოფოსის ჰერაკლიტეს იდეალებს მიჰყვებოდა, რომელიც ვარაუდობდა, რომ დრო ფიქრის მოცულობით იზომება. ჩამოღვენთილი საათები წარმოსახვითი, სუბიექტური დროის სიმბოლოა, რომელიც თავისთავად მიედინება და სივრცეს არათანაბრად ავსებს.

2 - მარცხენა ქვედა კუთხეში გამოსახული მყარი საათი, რომელიც ციფერბლატით ქვევით დევს, ობიექტურ დროს განასახიერებს.

3 - მყარ საათზე მოფუთფუთე ჭიანჭველები ხრწნისა და ლპობის სიმბოლოა, დალის სიტყვებით, ობიექტური დრო საკუთარ თავს ჭამს. დალის ბავშვობიდან თან სდევდა, კერძოდ კი მას შემდეგ, რაც მკვდარი ღამურას სხეულზე დახვეული მწერები დაინახა.

4 - ერთ-ერთ რბილ საათზე ბუზია გამოსახული. დალი ბუზებს ხმელთაშუა ზღვის ფერიებს უწოდებდა. „ერთი გენიოსის დღიურში“ მხატვარი წერდა: „ისინი ბერძენ ფილოსოფოსებს შთააგონებდნენ, რომლებიც, ბუზებით გარსშემოხვეულნი, ცხოვრებას მზის ქვეშ ატარებდნენ“.

5 - წამწამებიანი, გადღაბნილი ობიექტი დალის ავტოპორტრეტია. ნახატზე ასახული სამყარო კი - მისი სიზმარი. „ძილი - სწორედ ესაა სიკვდილი ან, სულ მცირე, რეალობიდან გათიშვა. უკეთეს შემთხვევაში, ეს თავად რეალობის სიკვდილია, რომელიც ზუსტად ასე კვდება სასიყვარულო აქტის დროს“, - წერდა მხატვარი. ძილი, დალის აზრით, ათავისუფლებს ქვეცნობიერს, სწორედ ამიტომ გამოსახავს საკუთარ თავს „გამდნარს“, რაც მისი უსუსურობის, დაუცველობის მანიშნებელია.

6 - ზეთისხილის ხე დალისთვის ანტიკურ სიბრძნეს განასახიერებს, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა. ამიტომ არის იგი ნახატზე გამხმარი და უფოთლო. კატალონიაში მდებარე კრეუსის კონცხის უკაცრიელი ნაპირი მხატვრის სულის გამოძახილია, რომელმაც თავისი მარტოობა და სევდა განასახიერა.

7 - სანაპიროსთან გამოსახული კლდის ქარაფები და ლოდები, რომლებიც დალის მშობლიური კატალონიის პეიზაჟია, ცხოვრების მძიმე რეალობას განასახიერებს, ზღვა კი - უკვდავებასა და მარადიულობას.

8 - ზღვა დალისთვის უკვდავებისა და მარადიულობის სიმბოლოა, იდეალური ადგილი მოგზაურობისთვის, სადაც დრო მიედინება არა ობიექტური სიჩქარით, არამედ მოგზაურის ცნობიერების რიტმში.

9 - კვერცხი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, მხატვარმა ძველი ბერძენი მისტიკოსების გავლენით შექმნა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ კვერცხიდან პირველი ორსახოვანი ღვთაება ფანესი წარმოიშვა, რომელმაც ადამიანები შექმნა, ხოლო ნაჭუჭებისგან ცა და დედამიწა შეიქმნა.

10 - ტილოს მარცხენა კუთხეში ჰორიზონტალურად მდებარე სარკე რეალურსა და სიზმარეულს ერთნაირად ირეკლავს. დალისთვის სარკე ცვალებადობის სიმბოლოა.

კონტექსტი

სალვადორ დალის ეს შედევრი ზუსტად ორ საათში შეიქმნა და ამის შესახებ არსებობს მხატვრის ჩანაწერი:

„მეგობრებთან ერთად კინოში წასვლას ვაპირებდი, მაგრამ უკანასკნელ მომენტში გადავიფიქრე და სახლში დავრჩი. მათთან ერთად გალა წავიდა, მე კი ვიფიქრე, ცოტა ადრე დავწვებოდი.

ვახშამზე უგემრიელესი ყველი დავაგემოვნეთ, შემდეგ ისინი წავიდნენ და მარტო დავრჩი. მაგიდასთან ვიჯექი და ვფიქრობდი იმაზე, როგორი რბილია მდნარი ყველი. მერე ავდექი და სახელოსნოში შევედი, რათა, როგორც ყოველთვის, ნახატებისთვის თვალი გადამევლო.

ნახატზე, რომლის შექმნაც ჩავიფიქრე, პორტ-ლიგატას მიდამოების პეიზაჟი იქნება ასახული. საღამოს მსუბუქი შუქით განათებული კლდეები და წინა პლანზე გამხმარი ზეთისხილის გადანაჭერი... ვიცი, რომ ეს პეიზაჟი რომელიღაც იდეის მატარებელი უნდა იყოს, მაგრამ რომლის?

უქის ჩასაქრობად გავედი და, ფაქტობრივად, იდეა „დავინახე“ - ზეთისხილის ტოტიდან საცოდავად დაღვენთილი რბილი საათები. შაკიკის მიუხედავად, პალიტრა გავამზადე და მუშაობა დავიწყე.

ორ საათში, როცა გალა კინოდან დაბრუნდა, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი დასრულებული იყო“.

ასევე, დაგაინტერესებთ 🎨

რატომ აკურთხა რომის პაპმა სალვადორ დალის სკანდალური ბირთვული მადონა?

ვინ იყო სალვადორ დალის მუზა - ჩოხიანი ქართველი?

რომელი შედევრი ემთხვევა თქვენი ზოდიაქოს ნიშანს?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!