რა საიდუმლოს მალავენ ჰაერში ჩამოკიდებული კაცები?

ერთი შედევრის ისტორია

10 აგვისტო 20:00, 2017 წელი

ბელგიელი სიურრეალისტი მხატვრის რენე მაგრიტის (1898-1967) ყველა ნახატი ერთგვარი რებუსია. „ნებისმიერი მათგანის ხილვისას გიჩნდება კითხვა - „რას ნიშნავს ეს?“ სინამდვილეში „ეს“ არაფერს ნიშნავს, რადგან ის ამოუცნობია“, - ამბობდა მაგრიტი. და მაინც, რატომ იქცა „ჰოლკონდა“ (1953 წ.) შედევრად და რისი თქმა სურდა მხატვარს?

სიუჟეტი



ქალაქის უსახურ პეიზაჟზე ათობით მამაკაცის სილუეტი მოჩანს. ჰაერში დაკიდებულ, წარმოსადეგ ჯენტლმენებს, როგორც ჩანს, საკუთარი მდგომარეობა სულაც არ ეხამუშებათ. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული რუხი ფერის კოსტიუმი და ცილინდრის ფორმის ქუდი განსაკუთრებულ ინტერესს არ იწვევს. „მეც ასეთ ქუდს ვატარებ, რადგან განსაკუთრებული სურვილი არ მაქვს, რომ მასისგან გამოვირჩეოდე“, - ამბობდა მაგრიტი.
ზოგიერთი მამაკაცის სახე სქემატურად არის მონიშნული, უმეტესობას კი სახე და პიროვნული მახასიათებლები  საერთოდ არ გააჩნია.
ერთი შეხედვით, არავითარი ინდივიდუალურობა, თუმცა, რაც უფრო მეტად აკვირდები, მით უფრო მეტ განმასხვავებელ დეტალს ხედავ: ვიღაცას ჩანთა უჭირავს, ვიღაცას ხელი ჯიბეში უდევს...

„ჰოლკონდა“ - ეს არის მხატვრის პოზიცია საზოგადოებაში ადამიანის ადგილზე. მაგრიტი ამბობდა, რომ „ჰოლკონდა“ ასახიერებს ბრბოს ერთსახოვნებას და ინდივიდის მარტოობას, რომელსაც ნამდვილ ცხოვრებასთან შეხება მხოლოდ სიზმარში შეუძლია.


კონტექსტი

ჰოლკონდა ძველი ინდური ციხესიმაგრეა, სადაც განთავსებული იყო ალმასის ბაზარი. დიახ, ინდოეთს თავისი ელდორადო ჰქონდა, სადაც ალმასებს მოიპოვებდნენ. სწორედ „ჰოლკონდა“ უწოდა თავის ნამუშევარს ბელგიელმა ხელოვანმა და თავის ტილოზე ალმასის ფიზიკური და სიმბოლური თვისებებიც გამოსახა.
რატომ მოიქცა მაგრიტი ასე?
როგორც ყველა სიურრეალისტის შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქაც არ არსებობს. ყველაზე მარტივი ახსნაა, რომ სახელს შინაარსთან კავშირი არ აქვს და ეს დისონანსი ერთგვარი პროვოკაცია და თავსატეხია, რათა მნახველს ფიქრი აიძულოს.

მამაკაცების განლაგება (კრისტალისებური სტრუქტურა) ჰოლკონდის მთავარ სიმდიდრეზე - ალმასზე მიუთითებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სურათზე გამოსახულ მამაკაცებს შორის, ალმასების მსგავსად, იდენტური წყვილი არ არსებობს.

ჰაერში გამოკიდებული ადამიანების სიმშვიდე იმ თავდაჯერებულობას გვაგონებს, რომელიც სიმდიდრეს მოაქვს. ჰოლკონდა კი სწორედ სიმდიდრის სიმბოლო გახლავთ.

დაბოლოს, თავად ავტორისეული ახსნა 
„ჰოლკონდა ინდოეთის უმდიდრესი, რაღაც სასწაულის მსგავსი ქალაქი იყო. ხოლო მე სასწაულად ის მიმაჩნია, რომ, ზეცის გავლით, მიწაზე სიარული შემიძლია“.
რაც მაგრიტს სხვა სიურრეალისტებისგან განასხვავებდა, ის იყო, რომ მხატვარი თითქოს რეალობასა და სიზმარს შორის თამაშობდა, არ აღიარებდა ფსიქოანალიზს და საკუთარ, მაგიურ რეალიზმს ქმნიდა, როცა ყოფით ნივთებს მათთვის უჩვეულო კონტექსტში განიხილავდა.

მხატვრის ბედი
დღეს რენე მაგრიტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანია და მისი ნამუშევრები ძალიან ძვირად ფასობს. თავიდან მაგრიტმა რეკლამით დაიწყო. წარმატებული სარეკლამო სააგენტოც კი ჰქონდა პარიზში გამგზავრებამდე, სადაც სიურრეალიზმის იდეოლოგი ანდრე ბრეტონი გაიცნო და მისი თანამოაზრე გახდა. სწორედ რეკლამას მოჰქონდა მხატვრისთვის ფული.
ყველას გვახსოვს, როგორ გაუმართლათ სიურრეალისტებს. მათი მიმდინარეობის გამოჩენა საზოგადოების განწყობას დაემთხვა, ამიტომ საშიში სიზმრების, ჰაერში გამოკიდებული ეპატაჟისა და რეალობისგან გაქცევის სურვილის ტილოზე გადატანა დაიწყეს.
მაგრიტმა ფული და დიდება ჯერ კიდევ სიცოცხლეში მოიპოვა.
ის 1967 წლის 15 აგვისტოს კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნისგან გარდაიცვალა და დაუსრულებელი დარჩა თავისი ყველაზე ცნობილი სურათის „სინათლის იმპერიის“ ახალი ვარიანტი.



მაგრიტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?