იატაკის საწმენდად გამოყენებული შედევრები - 3 ისტორია არშემდგარ მილიონერებზე

ერთი შედევრის ისტორია

14 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

ხელოვნებას, ესთეტიკური სიამოვნების გარდა, ადამიანის გამდიდრებაც შეუძლია, თუ ფერწერაში ერკვევა და შედევრს ინტუიციით ამოიცნობს. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებმაც მილიონებად შეფასებული შედევრები სულელურად დაკარგეს...

1. ექიმი რეის პორტრეტი, 1889 წელი - ვან გოგის ნახატი, რომელსაც კედელში არსებული ხვრელის დასაფარად იყენებდნენ


სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ვან გოგმა ექიმი ფელიქს რეი გაიცნო, რომელიც მხატვარს ნერვული აშლილობის დაძლევაში ეხმარებოდა და მოჭრილი ყური მიაკერა. ცნობილია, რომ ვან გოგმა ექსტრემალურ სიტუაციაში დაკარგული ყური მეძავს აჩუქა და უთხრა: „ეს შეიძლება გამოგადგეთ“. მადლიერების ნიშნად, გენიოსმა მხატვარმა თავისი გადამრჩენელი ექიმის პორტრეტი დახატა, რომელიც ორიგინალს ძალიან ჰგავდა, თუმცა რეიმ, რომელსაც ფერწერაში ვერ ერკვეოდა, ძღვენი სათანადოდ არ შეაფასა. მან ნახატი, როგორც უსარგებლო ნივთი, სხვენზე შეაგდო, სადაც სახლის რომელიღაც ბინადარმა იპოვა და კედელზე არსებული ნახვრეტის დასაფარად გამოიყენა. სწორედ ამ მდგომარეობაში შენიშნა პორტრეტი მხატვარმა შარლ კამოენმა. მას ნახატი უფასოდ გაატანეს. რამდენიმე წლის შემდეგ ექიმის პორტრეტი რუსმა კოლექციონერმა ივანე მოროზოვმა კამოენისგან 30 000 ფრანკად შეიძინა.

2. კლოდ მონეს „წახემსება ბუნების წიაღში“ 1865-1866 წ. - გადაგდებული შედევრი






კლოდ მონემ ხანგრძლივი და შემოქმედებითი თვალსაზრისით, მდიდარი ცხოვრებით იცხოვრა. მიუხედავად იმისა, რომ აღიარებას სიცოცხლეში მიაღწია, 40 წლამდე მისი იმპრესიონისტული ნახატები პუბლიკას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. ამასთანავე, მხატვარი უბრალო წარმომავლობის ქალზე დაქორწინდა, რის გამოც მშობლებმა მემკვიდრეობის მიღების უფლება ჩამოართვეს. 10 წლის განმავლობაში, მონე „ორ ცეცხლს შუა იყო“. ხან მამის მხარეს იჭერდა და კამილასა და შვილს ტოვებდა, ხან ცოლ-შვილთან ბრუნდებოდა და სიღატაკეში ცხოვრობდა, რადგან მის სურათებს არავინ ყიდულობდა. 1878 წელს მონე იძულებული იყო, სასტუმრო ოჯახთან ერთად დაეტოვებინა, რადგან ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. ფულის ნაცვლად, მხატვარმა სასტუმროს მეპატრონეს 1966 წელს შექმნილი ტილო „წახემსება ბუნების წიაღში“ დაუტოვა. სურათი სპეციალურად ევროპის სამხატვრო გამოფენისთვის შეიქმნა და შთამბეჭდავი ზომების გახლდათ (4მX6მ) სამწუხაროდ, მხატვარმა საკუთარი შესაძლებლობები სწორად ვერ გათვალა. მონე გამოფენამდე რამდენიმე დღით ადრე მიხვდა, რომ ნახატის სასურველ კონდიციამდე მიყვანას ვერ მოასწრებდა და სურათი გამოფენაზე აღარ გაიტანა. საბოლოოდ, ეს უზარმაზარი ნახატი სასტუმროს მეპატრონეს დარჩა, რომელმაც ტილო უსარგებლო ნივთად ჩათვალა და სხვენზე დააგდო. 6 წლის შემდეგ, როცა მონეს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, ის სურათის წამოსაღებად სასტუმროში მივიდა, მაგრამ ტილო საშინელ მდგომარეობაში დახვდა. შედევრის ნაწილი ნესტს იმდენად გაეფუჭებინა, რომ მხატვარს დაზიანებული ნაწილების მოჭრა მოუწია. ამჟამად, „წახემსების“ გადარჩენილი ნაწილი პარიზის დ’ორსეს მუზეუმში ინახება, თუმცა სასტუმროს მეპატრონეს ამ ნახატით თავის დროზე უზარმაზარი ფულის შოვნა შეეძლო. 


3. ტულუზ ლოტრეკის „ქალი ხელთათმანებში“, 1890 წ. და თითო ბოკალ ღვინოზე გაცვლილი 87 ტილო




ტულუზ ლოტრეკი გენეტიკური ანომალიით დაიბადა - მას მეტისმეტად მყიფე ძვლები ჰქონდა. ბავშვობის ასაკში ძვლის რამდენიმე მოტეხილობამ მისი ფეხის ზრდა საბოლოოდ შეაჩერა. ფერწერა ლოტრეკს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევდა, თუმცა მგზნებარე ტემპერამენტი და თანდაყოლილი ამბიციურობა ფიზიკურ ნაკლს ვერ ეგუებოდა. ამან მხატვარში თვითგანადგურების ინსტინქტი აამუშავა - ის ბევრს სვამდა და უწესრიგო სექსუალურ ცხოვრებას ეწეოდა.
1897 წელს მორიგი ცხოვრებისეული იმედგაცრუების შემდეგ, ტულუზ ლოტრეკმა იგრძნო, რომ ფერწერის მიმართ ინტერესს კარგავდა. ნაქირავები სახელოსნოს დატოვებისას, მხატვარმა ბინის კონსიერჟს თავისი 87 ტილო დაუტოვა. ამ ადამიანს შანსი ჰქონდა, მილიონერი გამხდარიყო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ლოტრეკის ნახატებს თვალის ჩინივით გაფრთხილებოდა, 30 ტილო მორიგ კონსიერჟს - ექიმ ბიარს აჩუქა, დარჩენილი სურათების ნაწილი კი დუქნებში თითო ბოკალ ღვინოზე გადაცვალა.
ბევრი გენიოსი მხატვრისგან განსხვავებით, ტუზულ ლოტრეკმა სახელი და დიდება სიცოცხლეშივე მოიპოვა. განსაკუთრებული მოწონება მისი კაბარეს აფიშებს ხვდა წილად, რომლებსაც მთელ ქალაქში შეხვდებოდით. ამის მიუხედავად, ექიმი თავის მოახლეებს ნებას აძლევდა, ლოტრეკის სურათებს ისე მოპყრობოდნენ, როგორც სურდათ, და ისინიც ჩარჩოების ნატეხებით ბუხარს ანთებდნენ, თავად სურათებს კი იატაკის საწმენდ ტილოებად იყენებდნენ.
ასეთი ბარბაროსული მოპყრობის შედეგად, დაზიანებას ექიმის მხოლოდ ერთი სურათი გადაურჩა, თუმცა ისიც სულელურად დაკარგა, რაც ჟურნალისტებთან აღიარა კიდეც: „ჩემი ერთადერთი, დაზიანებას გადარჩენილი ლოტრეკი, რომელიც მოგვიანებით, 8000 ფრანკად გაიყიდა,  ორმოც სუდ ღირებულ ნაჯღაბნში გავცვალე“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?