30 იანვრის-5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

29 იანვარი 19:30, 2017 წელი

მომდევნო კვირაში ახლობლებთან ურთიერთობებს გადააფასებთ. მიხვდებით, რომ ბოლო დროს მხოლოდ ნათესავებსა და მეგობრებზე ფიქრობდით, საკუთარ თავს კი ძალიან ცოტა დროს უთმობდით. 

ვერძი
ვერძებს მომდევნო კვირაში ბევრი მუშაობა მოუწევთ გარშემომყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობით. კოლექტიურ პროექტზე მუშაობას დაიწყებთ და ხელმძღვანელის როლში თავს ბრწყინვალედ წარმოაჩენთ. ამ დროის მანძილზე, თქვენი ოჯახის წევრები მნიშვნელოვან ღონისძიებას შეუდგებიან (არ გამოირიცხება საუბარი საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე ან უძრავი ქონების შეძენაზე). ეს საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდება, რაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას აიღებთ. სანამ უამრავი მნიშვნელოვანი საქმით ხართ დაკავებული, დასვენებაზე, სპორტსა და საყვარელ ჰობიზე  ფიქრი თავიდან ამოიგდეთ.


 


კურო
მომდევნო კვირაში თევზებს უამრავი პრობლემა წარმოექმნებათ, პრაქტიკულად, ცხოვრების ყველა სფეროში. სამსახურში საქმეები თავდაყირა დადგება, რომლის მოგვარება დასვენების გარეშე მოგიწევთ. ამ პერიოდში ოჯახში გაუთვალისწინებელი მოვლენები შეინიშნება. შესაძლოა, თქვენი ოჯახის წევრი სერიოზულად გახდეს ავად ან თქვენს შვილებს სწავლის სურვილი შეუმცირდეთ. ასეა თუ ისე, მოგიწევთ, საკუთარი ძალები სამსახურსა და ოჯახზე გადაანაწილოთ, რის გამოც, კვირის ბოლოს ემოციურ და ფიზიკურ დაღლილობას იგრძნობთ.


 


ტყუპები
ტყუპები მომდევნო შვიდ დღეს თვითგანვითარებას დაუთმობენ. გადაწყვეტთ, ფსიქოლოგიურ ტრენინგს დაესწროთ, რომელიც წარმატებასა და საკუთარი აზრების უკეთ გაგებისკენ იქნება მიმართული. ამ პერიოდში სამსახურში და პირად საკითხებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება, რაც ძალიან გაგახარებთ. იმ პროექტზე მუშაობას, რომელიც თქვენს კარიერულ წინსვლას უზრუნველყოფს, ვერ დაასრულებთ, ხოლო ადამიანი, რომელიც ამ პროექტისთვის გყავთ გათვალისწინებული, თქვენ მიმართ ცივი და გულგრილი იქნება. თუმცა, პანიკაში არ ჩავარდებით, რადგან ტრენინგზე ისწავლით, როგორ წახვიდეთ წინ ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად.


 


კირჩხიბი
კირჩხიბებს მომდევნო კვირაში ექსტრემალური ქცევისკენ ექნებათ მიდრეკილება. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ დაუვიწყარი დასვენება იგულისხმება, არამედ მას თქვენი ყოველდღიური ქმედების ნაწილად აქცევთ. სამსახურში დირექტორთან გახსნილი და თამამი ურთიერთობა გექნებათ, თუმცა, ამავდროულად, მშვენივრად გააცნობიერებთ, რომ ამ სითამამემ შესაძლოა, თქვენი სამსახურიდან გაშვება გამოიწვიოს. თუკი მეოჯახე ადამიანი ხართ, ექსტრემის კიდევ ერთი სახეობა კეკლუცობა გახდება, რასაც მეორე ნახევრის თვალწინ აბსოლუტურად არ მოერიდებით. ამგვარი ქცევისთვის, თქვენი მეუღლე თავზე ხელს ნამდვილად არ გადაგისვამთ (უფრო ზუსტად - დაუსრულებელი „გარჩევები“ გელოდებათ).


 


ლომი                 
მომდევნო კვირაში ლომების საქმიანი აქტიურობა აშკარად შესამჩნევი გახდება. აუცილებელი საქმეების შესრულების პარალელურად, პირადი ბიზნესპროექტის შესრულებას შეუდგებით და საკმაოდ კარგ რეზულტატს მიიღებთ. ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ ახალი საქმიანობა თქვენი ფინანსური შემოსავლის სტაბილური წყარო გახდება, მაგრამ მისგან გარკვეული სახის მოგებას უახლოეს დღეებში მიიღებთ. პირად ცხოვრებაში გრანდიოზული არაფერი შეინიშნება, რაც ძალიან გაგახარებთ. თუმცა, ის ფაქტი ნამდვილად არ არის სასიხარულო, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი უცხო პირთან ერთად მუდმივად სადღაც „ქრება“.


 


ქალწული
ქალწულები მომდევნო შვიდ დღეს რთული ფინანსური უსიამოვნებების მოგვარებას დაუთმობენ. შესაძლოა, ერთიანად მოგიწიოთ დიდი ხნის კრედიტის გადახდა ან მოძებნოთ თავისუფალი საშუალება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთის შესაძენად. სამსახურსა და პირად ცხოვრებაში მსგავსი პრობლემა არ გელოდებათ. თუმცა, თუკი მეოჯახე ადამიანი ხართ, დასვენების დღეებში მცირე ნერვიულობა მაინც მოგიწევთ. მოულოდნელად, თქვენი სასიყვარულო პარტნიორის უფროსი ნათესავები გესტუმრებიან. მათ მიმართ საჭირო ყურადღებას არ გამოიჩენთ და სწორედ ამ მიზეზით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ხმაურიანი სკანდალი „გაჩაღდება“. თქვენი მისამართით ბევრი არასასიამოვნო სიტყვის მოსმენა მოგიწევთ.


 


სასწორი
სასწორებს მომდევნო კვირაში ალტრუისტული ქცევა თანდაყოლილი ექნებათ. სამსახურში ყველას გაუწევთ დახმარებას, იმ კოლეგებსაც კი, რომელთან თქვენს მთავარ კონკურენტებად მიიჩნევდით. სამსახურიდან თავისუფალ დროს ხანშიშესული ნათესავის სახლში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას შეუდგებით ან შეუძლოდ მყოფ მეგობარს ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარებით. დასვენების დღეებში საკუთარ თავსაც გაიხსენებთ და გადაწყვეტთ სპორტის აქტიური სახეობით დაკავდეთ. ამ პერიოდში სპორტის მიმართ უჩვეულო ინტერესს გამოიჩენთ, რაც არა მხოლოდ იმუნიტეტის გაძლიერებაში, არამედ ბევრი საინტერესო კონტაქტის დამყარებაში დაგეხმარებათ.


 


მორიელი
მორიელები მომდევნო კვირაში ერთდროულად რამდენიმე საქმიანობის მიმართ გამოიჩენენ ინტერესს. სამსახურში, საკუთარი პოზიციის შეფასების დროს, გადაწყვეტთ, მუხლმოუხრელმა იშრომოთ, რათა პერსპექტიული თანამდებობა სწორედ თქვენ გერგოთ და არა ვინმე სხვას. შესაძლოა, ახალი თანამშრომლის დაპყრობა გადაწყვიტოთ ან თუკი მეოჯახე ადამიანი ხართ, მთელს თქვენს ძალისხმევას საოჯახო საქმიანობას მოახმართ. ასეა თუ ისე, კარიერული წარმატება გვერდით ჩაგივლით და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მის მიმართ ძალიან ცოტა ყურადღება გამოიჩინეთ.




მშვილდოსანი
მშვილდოსნებს მომდევნო კვირა ბევრ ურთიერთობას, შეხვედრასა და მოგზაურობას ჰპირდება. საინტერესო ადგილებს მოინახულებთ, პროფესიაში მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებთ, საინტერესო ხალხის გარემოცვაში იტრიალებთ და, ასევე, შეხვდებით ადამიანს, რომელიც სულიერ სიმშვიდეს დაგავიწყებთ. თუკი სამაგალითო მეოჯახე ხართ, სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან შესაძლოა, მეორე ნახევარს უღალატოთ. თუკი მარტოხელა ხართ, ვერავინ აგიკრძალავთ ახალ ნაცნობთან დროსტარებასა და სიახლოვეს (მით უმეტეს, რომ არც ახალი ნაცნობი იქნება ამის წინააღმდეგი).




თხის რქა
თხის რქები საპირისპირო სქესის ადამიანებთან საკმაოდ დიდი პოპულარობით ისარგებლებენ. ის, რომ ყველა თქვენში სიმპათიურ „ობიექტს“ ხედავს და არა საინტერესო მოსაუბრეს ან მაღალი კლასის სპეციალისტს - მოგბეზრდებათ. გადაწყვეტთ, ხაზი გაუსვათ, რომ გარეგნობა მთავარი არ არის, რითიც შეგიძლიათ, თამამად იამაყოთ და ამ მიზნით საკმაოდ მოკრძალებულ ტანსაცმელს მოირგებთ. მიუხედავად ამისა, ხალხის თვალში მაინც მოხვდებით, ოღონდ ახლა მხოლოდ იმ კატეგორიაში, რომლებიც თქვენში არა მხოლოდ ლამაზ სურათს, არამედ თქვენს შინაგან თვისებებს ხედავენ.


 


მერწყული
მერწყულებო, ამ კვირაში თქვენი სასიყვარულო კავშირის რეფორმირება მოგიწევთ, რადგან მოულოდნელად გაიგებთ, რომ თქვენი პარტნიორი გატყუებთ, გღალატობთ და ისეთ ქმედებებს სჩადის, რომლებიც თქვენს რომანს ხელს უშლის, იდეალურად ჩაითვალოს. ამ სასიყვარულო ურთიერთობის გაწყვეტა შეგაშინებთ, რადგან მას თქვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ თქვენს მეორე ნახევარს ყველაფრის თავიდან დასაწყებად კიდევ ერთ შანსს მისცემთ. თქვენი რჩეული ამ შანსით სარგებლობას სრული პროგრამით შეუდგება და წარმოუდგენელია, არ შენიშნოთ სასიამოვნო ცვლილებები მისი ქცევის მოდელში (მაგალითად, საუზმე საწოლში თქვენთვის ნორმა გახდება).




თევზები
თევზები საკუთარი პოტენციური კარიერული ზრდისთვის დიდ ძალისხმევას გამოიჩენენ. სამუშაო ნამდვილად თავზესაყრელი გექნებათ და სხვა მნიშვნელოვან ფაქტებსა თუ მოვლენებს ვერ შეამჩნევთ. მაგალითად, გამოტოვებთ იმ მომენტს, რომ თქვენს პარტნიორს სამსახურში დიდი პრობლემა შეექმნა, დეპრესიაში ჩავარდა და გამოსავალი ალკოჰოლის მიღებაში ნახა. საბედნიეროდ, დროულად შეძლებთ, შეაჩეროთ თქვენი მეორე ნახევარი, ხოლო შემდეგ, მთელი ძალით შეეცდებით, ის დეპრესიისგან დაიხსნათ. ამ მიზნით გასართობ მოგზაურობას დაგეგმავთ იმ ადგილებში, სადაც ბავშვობა და ახალგაზრდული წლები საყვარელ ადამიანთან ერთად გაქვთ გატარებული.

საკნატუნო ამბები

(+18) ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის

რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნებია წყვილი.    
დღის ჰოროსკოპი

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?